Plasmon
კამელინი M4 / CAMELYN M4


წამლის ფორმა: რექტალურ–ვაგინალური სუპოზიტორიები.

შემადგენლობა: „კამელინი - М“ ლიოფილიზატი – 0,07გ,

ფუძე: ვიტეპსოლი S-58 –  1,6 გ, პოლიეთილენგლიკოლი 100 სტეარატი - 0,33 გ.

სამკურნალო საშუალება  „კამელინი–M4“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, კეტონები, ფენოლები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიმიკრობული.

ფარმაკოლოგიური თვისებები: „ კამელინ– M4“–ს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციისა  და რეპარაციული პროცესების გამაძლიერებელი ეფექტი.  აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს ადგილობრივი იმუნური ბარიერის ფუნქციონირებას.

ჩვენებები:  ვაგინალური ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის. საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს ყელის ეროზიები, სწორი ნაწლავის ნახეთქები, ჰემოროი,   უროლოგიური დაავადებები (ქრონიკული პროსტატიტი, ქრონიკული ურეთრიტი).

მიღების წესი:  მოზრდილებში  1 სანთელი დღეში 1–2 ჯერ რექტალურად ან ვაგინალურად.

გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები.  შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა  სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება:  რექტალური გზით სანთლის ხმარებისას, დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების არსებობისას, შეიძლება აღინიშნოს ტკივილი სანთლის გაკეთებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: 2,0 გ. 5 სანთელი პოლიეთილენის კონტურულ ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ (8–15 °C),  ბავშვებისათვის  მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის  ვადა: 2 წელი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III,  გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

სად შევიძინოთ?