Plasmon
კარლონი პლუსი / Carlon Plus

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): enalapril maleate, hydrochlorothiazide
  • მწარმოებელი კომპანია: NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S
  • მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
  • გამოშვების ფორმა: 20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა:

კარლონ პლუსის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ენალაპრილის მალეატს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კარლონ პლუსის ტაბლეტი არის აგფ ინჰიბიტორის ენალაპრილის მალეატისა და თიაზიდური კლასის დიურეზულის ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია. კომბინაციაში გამოყენებისას ენალაპრილის მალეატს და ჰიდროქლოროთიაზიდს გააჩნია დამატებითი ანტიპერტენზიული ეფექტები.

 

ენალაპრილის მალეატი

მოქმედების მექანიზმი:

ენალაპრილი არის ძლიერი, ხანგრძლივმოქმედი პრეპარატი, რომელიც აინჰიბირებს ანგიოტენზინ გარდამქმნელ ფერმენტს და გამოიყენება ჰიპერტენზიისა და გულის შეგუბებითი უკმარისობის სამკურნალოდ.

 

მისი მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბირებაზე, რომელიც ახდენს არაქტიური I ანგიოტენზის II ანგიოტენზინად გარდაქმნის კატალიზებას, რომელიც წარმოადგენს ძლიერ ვაზოკონსტრიქტორსა და ალდოსეტრონის სეკრეციის სტიმულატორს.

 

აგფ-ს ინჰიბირება ამცირებს პლაზმაში II ანგიოტენზინის დონეს, რომელიც თავის მხრივ, იწვევს ვაზოპრესორული აქტივობისა და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ ალდოსტერონის სეკრეციის შემცირება მცირედ ხდება, ის უმნიშვნელოდ ზრდის კალიუმის შრატისმიერ დონეს. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ენალაპრილსა და თიაზიდის წარმოებულ დიურეტიკს, კალიუმის შრატისმიერი დონეები რჩება უცვლელი. II ანგიოტენზინის ინჰიბირება იწვევს პლაზმური რენინის აქტივაციის ზრდას უარყოფითი რეაგირების მექანიზმის გზით. ენალაპრილი არის ანტიჰიპერტენზიული საშუალება, რომელიც ერთნაირად ეფექტურია რენინის როგორც მაღალი, ისე დაბალი დონეების მქონე პაციენტებში. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც გადიან მონოთერაპიას ენალაპრილის რეკომენდებული დოზებით, დოზირების ინტერვალის ბოლოსკენ შეიძლება შემცირდეს ანტიჰიპერტენზიული მოქმედება, რაც ნაკლებად ვლინდება ენალაპრილის მალეატისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციური გამოყენებისას.

 

ფარმაკოკინეტიკა და მეტაბოლიზმი:

პერორალური მიღების შემდეგ ენალაპრილის მალეატის დაახლოებით 60-70 პროცენტი აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსორბციის შემდეგ ღვიძლში გარდაიქმნება ენალაპრილატად, უფრო ძლიერ ათქ ინჰიბიტორად. ენალაპრილის მალეატის ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ ენალაპრილატის უმაღლესი შრატისმიერი კონცენტრაციები მიიღწევა 3-4 საათის განმავლობაში. ენალაპრილატი 50-60%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ენალაპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 11 საათი. პრეპარატის 61 პროცენტი ელიმინირდება შარდში, ხოლო 33 პროცენტში განავალში ენალაპრილისა და ენალაპრილატის სახით.

 

ფარმაკოდინამიკა:

ენალაპრილის მალეატის გამოყენება ზომიერი და მწვავე ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იწვევს წოლისას და დგომისას არტერიული წნევის დაწევას ჩვეულებრივ ორთოსტატური კომპონენტის გარეშე. სიმპტომური პოსტურალური ჰიპოტენზია ნაკლებად ხშირია ცალკე ენალაპრილის გამოყენებისას, თუმცა მოსალოდნელია სითხის შემცირებული რაოდენობის მქონე იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან დიურეტიკებით მკურნალობაზე.

 

შესწავლილი პაციენტების უმრავლესობაში ენალაპრილის მალეატის ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ, ანტიჰიპერტენზიული მოქმედება იწყება ერთ საათში, ხოლო არტერიული წნევის დაწევა პიკს აღწევს 4-6 საათისთვის. 

 

რეკომენდებული დოზებით მიღებისას მონოთერაპიაში ენალაპრილის მალეატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტები ნარჩუნდება მინიმუმ 24 საათის განმავლობაში. ზოგიერთ პაციენტში ეფექტები შეიძლება შემცირდეს დოზის მიღების ინტერვალის ბოლოსკენ; ეს ნაკლებად აღინიშნა ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული გამოყენებისას.

 

ზოგიერთ პაციენტში არტერიული წნევის ოპტიმალური დაწევის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს ენალაპრილის რამდენიმე კვირის განმავლობაში მიღება.

 

ენალაპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტები ვლინდება ხანგრძლივი თერაპიის მთელ პერიოდში. ენალაპრილის ერთბაშად მოხსნა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ მომატებას.

 

ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ჰემოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ენალაპრილით გამოწვეული არტერიული წნევის დაწევას თან ახლდა პერიფერული არტერიული რეზისტენტობის შემცირება გულის მუშაობის მომატებითა და გულის რითმის მცირე ან არავითარი ცვლილებით. ენალაპრილის მალეატის მიღების შემდეგ იზრდება თირკმელში სისხლის ნაკადის მოცულობა; გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარე ჩვეულებრივ უცვლელია. ანალოგიური ეფექტები აღინიშნება რენოვასკულარული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.

 

ჰიდროქლორთიაზიდი

მოქმედების მექანიზმი:

ჰიდროქლოროთიაზიდი არის თიაზიდური დიურეზული, რომელიც გამოიყენება ჰიპერტენზიისა და შეშუპების სამკურნალოდ. მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება დისტალურ თირკმლის არხებზე მოქმედებას, რაც ამცირებს ნატრიუმისა და ქლორიდის იონების და შესაბამსიად, წყლის რეაბსორბციას. ამას თან შეიძლება ახლდეს კალიუმის, ბიკარბონატისა და მაგნიუმის ექსკრეცია.

ამავე დროს, თიაზიდური კლასის დიურეზულებს შეიძლება ჰქონდეთ ჰიპოტენზიური ეფექტები, რაც ასოცირებულია პერიფერული რეზისტენტობისას ინდუცირებულ ნაწილობრივ დაქვეითებასთან. ამ კლასის დირეზულმა შეიძლება ასევე გააძლიერონ სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები.

 

 

ფარმაკოკინეტიკა და მეტაბოლიზმი:

პერორალური მიღების შემდეგ ჰიდროქლოროთიაზიდი საკმაოდ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 65-70 პროცენტს. პლაზმაში ნახევარგამოყოფის პერიოდია 5.6-14.8 საათი. დიურეტიკული მოქმედება იწყება პერორალური მიღებიდან 2 საათში, უმაღლესი დონე მიიღწევა დაახლოებით 4 საათში და გრძელდება 6-12 საათი. ჰიდროქლორთიაზიდი არ მეტაბოლიზდება. მიღებული დოზის დაახლოებით 61 პროცენტი გამოიდევნება შარდში უცვლელი ფორმით 24 საათის განმავლობაში. 

 

ჩვენებები:

კარლონ პლუსის ტაბლეტი ნაჩვენებია ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებისთვისაც შესაფერისია კომბინაციური თერაპია.

 

უკუჩვენებები:

კარლონ პლუსის ტაბლეტი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ენალაპრილის მალეატის, ჰიდროქლოროთიაზიდის ან სულფონამიდის წარმოებული პრეპარატებისადმი; იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ადრე აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან ასოცირებული ანგიონევროზული შეშუპება და ანურიის მქონე პაციენტებში. 

 

გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:

ენალაპრილის მალეატი

ჰიპოტენზია:

გაურთულებელი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, სერიოზული ჰიპოტენზია იშვიათია. მიუხედავად ამისა, იმ პაციენტებში, რომლებიც დაცლილნი არიან მარილისა და სითხისაგან და იმყოფებიან ძლიერი დიურეტიკებით მკურნალობაზე და რომლებიც არიან დიალიზზე, ენალაპრილის მიღების შესაძლო შედეგი არის ჰიპოტენზია.

გულის სერიოზული შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც იმავდროულად აღენიშნებათ ან არ აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა, შეიძლება აღინიშნოს ზედმეტი ჰიპოტენზია და შეიძლება ასოცირებული იყოს ოლიგურიასთან, პროგრესიულ აზოთემიასთან და იშვიათად, თირკმლის მწვავე უკმარისობასთან და სიკვდილთან.

აუცილებელია ასეთი პაციენტების კონტროლი თერაპიის პირველი ორი კვირის განმავლობაში და ენალაპრილის და/ან დიურეზულის დოზის მომატებისას.

იგივე ზომები მიიღება გულის იშემიური დაავადებისა და ცერებროვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებში, ვინაიდან არტერიული წნევის ზედმეტად დაწევამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ცერებროვასკულური შეტევის განვითარება.

ჰიპოტენზიის განვითარებისას პაციენტი უნდა მოთავსდეს მწოლიარე მდგომარეობაში და აუცილებლობისას გაუკეთდეს მარილის ი.ვ. ინფუზია. დროებითი ჰიპოტენზიური რეაქციების განვითარებისას საჭირო არ არის პრეპარატის შეწყვეტა.

 

ანგიონევროზული შეშუპება:

იმ პაციენტებში, რომლებიც გადიან თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით, მათ შორის ენალაპრილით, აღინიშნა სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხახისა და/ან ხორხის შეშუპება. ასეთ შემთხვევებში, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპია და მონიტორინგი. სახისა და ტუჩების შეშუპება გადის მკურნალობის გარეშე. მაგრამ ხორხის შეშუპებასთან ასოცირებული ანგიონევროზული შეშუპება შეიძლება იყოს ფატალური. ენის, ხახისა და ხორხის შეშუპებისას უნდა ჩატარდეს შესაბამისი თერაპია კანქვეშ 1:1000 ეპინეფრინის მარილის შეყვანით (0.3-0.5მლ) და საჰაერო გზის გახსნით, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს საჰაერო გზის ობსტრუქცია.

 

ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი:

აგრანულოციტოზისა და ნეიტროპენიის განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით, თირკმლისა და კოლაგენის ვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებში უნდა ჩატარდეს სისხლის თეთრი უჯრედების რეგულარული კონტროლი.

 

თირკმლის დისფუნქცია:

გულის სერიოზული შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებშიც თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მოქმედებაზე, ენალაპრილით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ოლიგურია, პროგრესიული აზოთემია და იშვიათად, თირკმლის მწვავე უკმარისობა და სიკვდილი. თირკმლის ცალმხრივი ან ორმხრივი არტერიული სტენოზის დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციების კონტროლი მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჰიპერტენზიის ან გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში კომბინირებული თერაპიისას შეიძლება აღინიშნოს სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის დონეების მომატება. ასეთ შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

 

ჰიპერკალემია:

ვინაიდან ჰიპერკალემიის განვითარების რისკი შედარებით ნაკლებად ხშირია ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული გამოყენებისას, კარლონ პლუსის ტაბლეტებით თერაპია სიფრთხილით უნდა ჩატარდეს ისეთი ფაქტორების არსებობისას როგორიცაა თირკმლის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, კალიუმდამზოგავი დიურეტიკები, კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიო ჰიპერკალემია.

 

ხველა:

აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს მშრალი და ხანგრძლივი ხველა, რაც გადის თერაპიის შეწყვეტისთანავე. 

 

ქირურგია/ანესთეზია:

ფართო ქირურგიული ჩარევებისას და ჰიპოტენზიური საშუალებებით ანესთეზიის დროს ენალაპრილმა შეიძლება დაბლოკოს კომპენსატორული რენინის გამოთავისუფლებით გამოწვეული II ანგიოტენზინის წარმოქმნა. ჰიპოტენზიის განვითარებისას ტარდება მკურნალობა მოცულობის გაზრდის საშუალებებით. 

 

ჰიდროქლოროთიაზიდი

თირკმლის სერიოზული დაავადების მქონე პაციენტებში თიაზიდური კლასის დიურეტიკები გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილით. თიაზიდურმა დიურეზულებმა შეიძლება ხელი შეუწყოს აზოთემიასა და გამოავლინოს აკუმულაცია ასეთ პაციენტებში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, ვინაიდან ნებისმიერმა ცვლილებამ სითხისა და ელექტროლიტების ბალანსში შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კომა.

თიაზიდური კლასის დიურეზულებით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსი, როგორიცაა ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი და ჰიპერკალცემია. ვინაიდან ენალაპრილი ამცირებს ალდოსტერონის წარმოებას, ჰიდროქლოროთიაზიდით ინდუცირებული კალიუმის დაკარგვა მცირდება კომბინირებული თერაპიისას.

ვინაიდან თიაზიდური კლასის დიურეტიკებით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერგლიცემია, შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური ჰიპოგლიცემიური საშუალებების ან ინსულინის დოზის კორექცია.

 

გამოყენება ბავშვებში:

ვინაიდან არ არსებობს ბავშვებში კარლონ პლუსის ტაბლეტის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ ადექვატური მტკიცებულებები, პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის კატეგორია: C (პირველი ტრიმესტრი) და D (მეორე და მესამე ტრიმესტრები)

კარლონ პლუსის ტაბლეტი არ გამოიყენება ორსულ ქალებში, ვინაიდან ათქ ინჰიბიტორებმა შეიძლება გამოიწვიონ ნაყოფისა და ახალშობილის ავადობა და სიკვდილი, განსაკუთრებით ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში გამოყენებისას.

ენალაპრილი, ენალაპრილატი და თიაზიდური დიურეტიკები გადადის დედის რძეში. ბავშვზე შესაძლო არასასურველი ეფექტების გამო, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ლაქტაციის ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ, დედისათვის პრეპარატის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

 

არასასურველი რეაქციები:

კარლონ პლუსის ტაბლეტი ზოგადად კარგად გადაიტანება. პაციენტთა უმრავლესობაში, გვერდითი ეფექტები ზომიერი და გარდამავალი ხასიათისაა და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას. ყველაზე ხშირად ვლინდება შემდეგი გვერდითი ეფექტები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა და ხველა. სხვა გვერდითი ეფექტებია:

- კარდიოვასკულარული სისტემა: ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, გახშირებული გულისცემა, ტაქიკარდია.

- გასტროინტესტინალური სისტემა: გულისრევა, პირღებინება, დისპეფსია, ყაბზობა, პირის სიმშრალე, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ღვიძლისმიერი ფერმენტებისა და შრატისმიერი ბილირუბინის დონეების მომატება

- ნერვული სისტემა: უძილობა, ნევროზულობა, პარესთეზია, ძილიანობა

- საშარდე სისტემა: სისხლში შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის დონეების მომატება, საშარდე ტრაქტის ინფექციები

- კანი: ქავილი, გამონაყარი

- სხვა: ტკივილი გულ-მკერდის არეში, სინკოპე, დისპნოე, ზურგის ტკივილი, ართრალგია, ოფლიანობა, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება, ტინიტი, ანგიონევროზული შეშუპება, კუნთების სპაზმი, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დონეების დაქვეითება.

 

არასასურველი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს. 

 

ენალაპრილის მალეატი

დიურეტიკულ თერაპიაზე მყოფ პაციენტებში, ენალაპრილით მკურნალობის დაწყების შემდეგ ხშირად შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის დაწევები. ამგვარი მოვლენების შემცირება შეიძლება მარილის მიღების გაზრდით ან ენალაპრილით მკურნალობის დაწყებამდე დიურეტიკების მიღების შეწყვეტით. თუ შეუძლებელია დიურეტიკული თერაპიის შეწყვეტა პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ.

ვინაიდან ენალაპრილისა და კალიუმდამზოგავი დიურეტიკების ან კალიუმის მარილების ერთდროული მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ჰიპერკალემია, ხშირად უნდა გაიზომოს შრატისმიერი კალიუმის დონეები.

ვინაიდან იმ პაციენტებში, რომლებიც ლითიუმის პრეპარატებთან ერთად იღებენ ათქ ინჰიბიტორებს, შეიძლება ჰანვითარდეს ლითიუმით ტოქსიკურობა, აუცილებელია შრატში ლითიუმის დონეების კონტროლი.

 

ჰიდროქლოროთიაზიდი

ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან და ნარკოტიკულ ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გამწვავდეს ორთოსტატური ჰიპოტენზია.

ანტიდიაბეტურ პრეპარატთან (როგორიცაა პერორალური საშუალებები და ინსულინი) ერთად მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექცია.

ვინაიდან ნაღველმჟავა შემაკავშირებელმა ფისმა (ქოლესტირამინმა და ქოლესტიპოლმა) შეიძლება შეამციროს ჰიდროქლორთიაზიდის აბსორბცია, მათი ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თიაზიდურმა დიურეზულებმა შეიძლება გამოიწვიოს ლითიუმის ტოქსიკურობა ლითიუმის თირკმლისმიერი კლირენსის შემცირებით.

როდესაც კორტიკოსტეროიდები და AჩთH ერთდროულად გამოიყენება, შეიძლება განვითარდეს ელექტროლიტური დარღვევები, განსაკუთრებით ჰიპოკალიემია. 

ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, შეიძლება შესუსტდეს თიაზიდური დიურეტიკების ანტიჰიპერტენზიული ეფექტურობა. 

 

დოზირება და მიღების წესი:

კარლონ პლუსის ტაბლეტი მიიღება პერორალურად ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. თუ ექიმი განსხვავებულ დოზირებას არ დანიშნავს, გამოიყენება შემდეგი დოზირების რეჟიმები:

- პაციენტები თირკმლის ნორმალური ფუნქციით: 1 კარლონ პლუსის ტაბლეტი დღეში ერთხელ.

- პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით: იმ პაციენტებში, რომლებშიც კრეატინინის კლირენსი არის 30-80 მლ/წთ, ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის ½ კარლონ პლუსის ტაბლეტი დღეში. 

თუ კრეატინინის კლირენსი არის 30 მლ/წთ-ზე ნაკლები, კარლონ პლუსის ტაბლეტი არ მიიღება.

 

 

ჭარბი დოზირება:

კარლონ პლუსის ტაბლეტის ჭარბი დოზის მიღებისას, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს სიმპტომური და დამხმარე თერაპია. შეიძლება ასევე ჩატარდეს კუჭის გამორეცხვა და ემეზისის ინდუქცია; შემოთავაზებული თერაპიული ღონისძიებები მოიცავს ჰიპოტენზიის, ელექტროლიტების დისბალანსისა და დეჰიდრატაციის კორექციას. სისხლის მიმოქცევიდან ენალაპრილატის გამოდევნა შეიძლება ჰემოდიალიზით.

 

შენახვის პირობები:

ინახება 25°C-მდე, საკუთარ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

 

შეფუთვა:

კარლონ პლუსის ტაბლეტები წარმოდგენილია 20 ტაბლეტიან ბლისტერებში.

 

სხვა ფარმაცევტული ფორმები:

კარლონი 5 მგ ტაბლეტი წარმოდგენილია 20 ტაბლეტიან ბლისტერებში.

კარლონი 10 მგ ტაბლეტი წარმოდგენილია 20 ტაბლეტიან ბლისტერებში.

 

ვარგისობის ვადა:

2 წელი

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით. 

სად შევიძინოთ?