Plasmon
დეკარისი / DECARIS


შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
დეკარისის ერთი 50მგ ტაბლეტი შეიცავს 50მგ ლევამიზოლს (59მგ ლევამიზოლის ჰიდროქლორიდის სახით)
დეკარისის ერთი 150მგ ტაბლეტ შეიცავს 150მგ ლევამიზოლს (177მგ ლევამიზოლის ჰიდროქლორიდის სახით)
დამხმარე ნივთიერებები 50 მგ ტაბლეტისთვის: სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის საქარინი, პოვიდონი, ტალკი, გარგრის არომატი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი “ყვითელი სანსეტი” (E110).
დამხმარე ნივთიერებები 150 მგ ტაბლეტისთვის: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, საქაროზა, ტალკი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერა
ტაბლეტები 50მგ - მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, ღია ფორთოხლისფერი, გარგრის სუსტი სუნით, ნაპრალით და მეოთხედებად გამყოფი ნაზოლებით ერთ მხარეს. განაკვეთზე მკრთალი ფორთოხლისფერი, ტაბლეტების დიამეტრი დაახლოებით 7მმ.
ტაბლეტები 150მგ - მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, თითქმის თეთრი ფერის, ნაჭდევით და გრავირებით „DECARIS 150” ერთ მხარეს. ტაბლეტების დიამეტრი დაახლოებით 9მმ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰელმინთური საშუალება
ათქკოდი: Р02СЕ01.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა

დეკარისის მოქმედი ნივთიერება - ლევამიზოლი წარმოადგენს ანტიჰელმინთურ საშუალებას. ნემატოდების განგლიის მსგავს წარმოქმნაზე მოქმედებით დეკარისი იწვევს ჰელმინთების კუნთების მადეპოლარიზებელ ნეიროკუნთოვან დამბლას, ბლოკავს სუქცინატდეჰიდროგენაზას, თრგუნავს ფუმარატდეჰიდროგენაზას, არღვევს ჰელმინთების ბიოენერგეტიკული პროცესების მიმდინარეობას. ამგვარად პარალიზებული ნემატოდები გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაწლავის ნორმალური პერისტალტიკისას პრეპარატის მიღებიდან 24 საათის შემდეგ. 

ფარმაკოკინეტიკა
ლევამიზოლი 50მგ დოზით შიგნით მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია ისაზღვრება დაახლოებით 1,5-2 საათში მიღების შემდეგ. ლევამიზოლი ექვემდებარება ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში, მისი ძირითადი მეტაბოლიტებია პ-ჰიდროქსი-ლევამიზოლი და მისი გლუკურონიდი.

ორგანიზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-6 საათს. უცვლელი სახით შარდთან ერთად გამოიყოფა 5%-ზე ნაკლები, განავალთან ერთად-0.2%-ზე ნაკლები.

მიღების ჩვენება
შემდეგი ჰელმინთებით დაინფიცირება: Ascaris lumbricoidesNecator Americanus da Ancylostoma duodenale.

 

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ: აგრანულოციტოზი გამოწვეული სამკურნალო საშუალებებით (ანამნეზში), ბავშვთა ასაკი 3 წლამდე, ლაქტაციის პერიოდი. 
150მგ ტაბლეტებისთვის ბავშვთა ასაკი წარმოადგენს უკუჩვენებას

ორსულობა
ორსულებს პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს. 

ლაქტაციის პერიოდი
ახალშობილის დაცვისთვის უნდა გადაწყდეს, შეწყდეს ძუძუთი კვება თუ პრეპარატის მიღება. იმის მიხედვით, თუ რამდენად აუცილებელია დედისთვის პრეპარატის მიღება.
სიფრთხილით არის გამოყენება საჭირო ღვიძლის/თირკმლის უკმარისობისას, ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნის დათრგუნვის დროს.

გამოყენების მეთოდი და დოზები
ტაბლეტები 50მგ:
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე (10-20კგ), 25-50მგ (1/2-1 ტაბლეტი); 6-დან 10 წლამდე (20-30კგ) 50-75მგ (1-1,5 ტაბლეტი), 10-დან 14 წლამდე (30-40კგ)-75-100მგ (1,5-2ტაბლეტი) ერთჯერადად. 
პრეპარატის მიღება საჭიროა ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, საღამოს. არ არსებობს საფაღარათო საშუალებების მიღების ან სპეციალური დიეტის აუცილებლობა. აუცილებლობისას პრეპარატის მიღება შეიძლება განმეორდეს 7-14 დღის შემდეგ. 
ტაბლეტები 150მგ:
მოზრიდლებში ინიშნება ერთჯერადად ერთი ტაბლეტ 150მგ. პრეპარატის მიღება საჭიროა ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, საღამოს. არ არსებობს საფაღარათო საშუალებების მიღების ან სპეციალური დიეტის აუცილებლობა. საჭიროებისას, პრეპარატის მიღება შეიძლება განმეორდეს 7-14 დღის შემდეგ. 

ჭარბი დოზირება
სიმპტომები
ლევამიზოლის დიდი დოზის შეყვანისას (600მგ-ზე მეტი), აღწერილია ინტოქსიკაციის შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, კრუნჩხვები, ფაღარათი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ცნობიერების დაბინდვა. 
მკურნალობა
შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას თუ პრეპარატის მიღების შემდეგ დიდი დრო არ გასულა, შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა. აუცილებელია სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი და სიმპტომური მკურნალობა. 
ანტიქოლინესთერაზული მოქმედების ნიშნების არსებობისას შეიძლება ატროპინის შეყვანა. 

გვერდითი მოქმედება
თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულისცემის შეგრძნება, კრუნჩხვები, დისპეფსიური მოვლენები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, დიარეა. აღწერილია ცნს მხრივ განვითარებული მოვლენები (ენცეფალოპათია) 2-5 კვირის შემდეგ, აგრეთვე ალერგიული რეაქციები, (კანის გამონაყარი), კრუნჩხვები. პაციენტების უმრავლესობაში ეს მოვლენა იყო შექცევადი, გლუკოკორტიკოიდების ადრეული გამოყენება კი აუმჯობესებდა პროგნოზს. 
ამ სიმპტომების დეკარისის მიღებასთან კავშირი საბოლოოდ სარწმუნო არ არის. დიდი დოზების გამოყენებისას ან ხანგრძლივი თერაპიისას შეიძლება აღინიშნოს ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ტრემორი. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას სპირტიან სასმელებთან ერთად აღინიშნება დისულფირამის მსგავსი მოვლენები. 
სიფრთხილეა საჭირო დეკარისის გამოყენებისას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მოქმედებენ სისხლის წარმოქმნაზე. 
პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას კუმარინის მსგავს ანტიკოაგულანტებთან ერთად შეიძლება გახანგრძლივდეს პროთრომბინის დრო, ამიტომ აუცილებელია პერორალური ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია დეკარისი ზრდის სისხლში ფენიტოინის დონეს, ამიტომ მათი ერთდროულად გამოყენებისას აუცილებელია სისხლში ფენიტოინის დონის კონტროლი. დეკარისის ერთდროულად გამოყენება არ შეიძლება ლიპოფილურ პრეპარატებთან ერთად როგორიცაა ტეტრაქლორმეთანი, ტეტრაქლორეთილენი, ხენოპოდიის ზეთი, ქლოროფორმი ან ეთერი, რადგან შეიძლება გაიზარდოს მისი ტოქსიურობა. 

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღების დროს და მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაში არ შეიძლება სპირტიანი სასმელების მიღება. დამტკიცებული არ არის, რომ ლევამიზოლი, გამოყენებული ანტიჰელმინთური საშუალების სახით, თრგუნავს ნერვულ სისტემას. 

პრეპარატის გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატის მიღების დროს შეიძლება განვითარდეს დროებითი, სუსტად გამოხატული თავბრუსხვევა, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში. 

გამოშვების ფორმა
ტაბლეტები 50მგ: 2 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ტაბლეტები 150მგ: 1 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს +25°C ტემპერატურისა.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
5 წელი
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით.

სად შევიძინოთ?