ფირის 1 სმ2 შეიცავს:
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი – 0,89მგ; ანესთეზინი (ბენზოკაინი) - 1,78მგ; პიოფაგი - არა ნაკლებ 104-ფაგისა; პროტეოლიზური ფერმენტიa - ქიმოტრიფსინი - 0,13მგ;
ბიოდეგრადირებადი პოლიმერი - 5,35-7,18მგ;
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი - მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიმიკრობული საშუალება ფტორქინოლების ჯგუფიდან ხასიათდება ბაქტერიციდული მოქმედებით: იწვევს ბაქტერიის ფერმენტ დნმ-ჰირაზას ინჰიბირებას, რის გამოც ირღვევა დნმ-ის რეპლიკაცია და ბაქტერიების უჯრედების ცილის სინთეზი. ციპროფლოქსაცინი მოქმედებს მიკროორგანიზმებზე როგორც გამრავლების, ასევე მოსვენების ფაზაში.
პიობაქტერიოფაგი იწვევს 5 ძირითადი ჩირქმბადი მიკროორგანიზმის (Ps.aeruginosa, E.coli, Staphylococcus, Streptococcus, Proteus) ლიზისს, ხასიათდება იმუნომასტიმულირებელი მოქმედებით.
a - ქიმოტრიფსინი შლის ნეკროზულ (მკვდარ) ქსოვილებს და ფიბრინოზულ წარმონაქმნებს (თრომბი, სისხლის შენადედები), აჯირჯვებს ბლანტ სეკრეტებს, ექსუდატებს. ბიოდეგრადირებადი პოლიმერი ბიოშეთავსებადი ნაერთია, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ამინომჟავებად. ხასიათდება ბაქტერიციდული აქტივობით, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის და ეპითელიზაციის პროცესებს.
თერაპიული ეფექტი მიიღწევა სამკურნალო ნივთიერებების მაღალი ლოკალური კონცენტრაციის გამო (დაბალი ინტეგრალური დოზის პირობებში) ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რასაც მინიმუმამდე დაყავს შესაძლო გვერდითი მოვლენები.
ძნელად შეხორცებადი, ინფიცირებული ზედაპირული ჭრილობები, ნაწოლები, სხვადასხვა ეტიოლოგიის ტროფიკული წყლულები, დამწვრობები.
სტანდარტულად დამუშავებული ჭრილობა საგულდაგულოდ ირეცხება ნატრიუმის ბიკარბონატის 4-5%-იანი თბილი წყალხსნარით და 'ფაგობიოდერმის' ფირი ედება ჭრილობას მიმდებარე ქსოვილების მცირე გადაფარვით. ფირს ზემოდან ეფარება დოლბანდის ტამპონი და ფიქსირდება. 2-3 დღეში ერთხელ ტარდება რევიზია - თუ ფირი გაწოვილი ან ძლიერ ფრაგმენტირებულია, იდება ახალი. მიხორცების შემთხვევაში ფირი რჩება ჭრილობის სრულ შეხორცებამდე.
შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები ფირში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
• მომატებული მგრძნობელობა ფირის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
• ფენილკეტონურია (პრეპარატი შეიცავს ფენილალანინს);
არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.
სიფრთხილე:
არაკომპესირებული შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული ტროფიკული წყლულების მკურნალობისას მცირდება ფაგობიოდერმის თერაპიული ეფექტურობა.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
არ არსებობს სათანადო კვლევები სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ
შენახვის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25˚С ტემპერატურაზე.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.