შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს: ფიტინი 250მგ , ლაქტოზას მონოჰიდრატი 110მგ, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ოპადრაი თეთრი.
დანიშნულება: წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური დაღლილობის და სტრესის დაძლევაში, აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ფიტინი-ს დადებითი ეფექტები დაკავშირებულია ინოზიტოლთან, რომელიც წარმოიმქნება ფიტინის ნაწლავებში გადამუშავების შედეგად. ფიტინი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს და არა ფარმაცევტულ პრეპარატს!
გამოიყენება სქესობრივი ფუნქციების და ცნს-ის ფუნქციის გასაუმჯობესებლად. აძლიერებს იმუნურ სისტემას. ასტიმულირებს ძვლოვანი ქსოვილის ზრდას და განვითარებას (ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა, კარიესი, რაქიტი, მოტეხილობა და სხვა) და აუმჯობესებს ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციონირებას. დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციაზე. გამოიყენება კუნთოვანი ჰიპოტროფიის დროს.
რეკომენდებული დოზირება: მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. 2 დან -6 წლამდე ასაკის ბავშვები - 1-2 ტაბლეტი, ხოლო 6 წელს ზევით ასაკის ბავშვები 2-4 აბი დღეში. ფიტინის მიიღება საკვების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე ან კვებებს შორის შუალედში რამდენიმე კვირის განმავლობაში.
რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება არ შეიძლება!
არ გამოიყენოთ როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი!
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!