Plasmon
სედონიკი / SEDONIK


შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: კუნელის ნაყოფი – 0.03 გრ, მიხაკის ნაყოფი – 0.015 გრ, სამკურნალო ბარამბოს ბალახი 0.045 გრ, ძიძოს ბალახი 0.015 გრ, შვრიის ნაყოფი 0.075, შავბალახა 0.06 გრ, სვია 0.06 გრ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. “სედონიკი” ავლენს სედაციურ მოქმედებას. პრეპარატის სედატიური ეფექტი იწყება მის გამოყენების პირველი დღიდან. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი დგება 1-1.5 საათის შემდეგ და გრძელდება 2-4 საათი. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებით. სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები დადებითად მოქმედებენ ნერვული სისტემის ფუნქციონალურ აქტივობაზე, ავლენენ რა უპირატესად სედაციურ მოქმედებას, ხსნიან შიშის გრძნობას, ფსიქიკურ დაძაბულობას.
პრეპარატის მოქმედება არის მისი კომპონენტების ერთობლივი მოქმედების შედეგი, ამიტომ პრეპარატის მეტაბოლიტების გამოვლენა შეუძლებელია.

ფარმაკოკინეტიკა
არ არის შესწავლილი.

ჩვენებები
სხვადასხვა ეტიოლოგიის ნევროზები; ნევრასთენიის მსუბუქი ფორმა, რასაც თან ახლავს გაღიზიანება, შფოთვა, შიში, ადვილად დაღლილობა, გაფანტულობა; ნერვული აღგზენაბდობა; უძილობა; ნეიროცირკულატორული დისტონია ჰიპერტონული და კარდიული ტიპის; ასთენიური სინდრომი (ჰიპერსტატიკური ფორმა).

მიღების წესები და დოზები
ინიშნება პერორალურად, უფროსებში და 12 წელს ზემოთ მოზარდებში; 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამიდან 30 წუთის შემდეგ, სულ მცირე 100 მლ სითხის მიყოლებით. მკურნალობის კურსი – 4 კვირა. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი გამეორება 10-15 დღის შემდეგ. წლის განმავლობაში მკურნალობის კურსის გამეორება რეკომენდებულია 2-3-ჯერ.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ძილიანობის, არტერიული წნევის დაქვეითების, დისპეფსიური მოვლენების განვითარება (გულისრევა, ღებინება, გულძმარვა).

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. 12 წლამდე ბავშვთა ასაკი. ქალებში ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. პაციენტებში სისხლის დაქვეითებული შედედებით, შინაგანი სისხლდენებით.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ ინიშნება მძღოლებში, ასევე პაციენტებში, რომელთაც უწევთ ისეთ მექანიზმებთან და დანადგარებთან მუშაობა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციას საჭიროებენ.

ჭარბი დოზირება
შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუხვევის, გულძმარვის, გულისრევის შეგრძნება მკურნალობა სიმპტომატურია (კუჭის გამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
“სედონიკი” აძლიერებს ისეთი სამკურნალო საშუალებების მოქმედებას, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას. პრეპარატის კომპონენტები შეიცავენ B ჯგუფის ვიტამინებს და შეუძლიათ ლევოდოპას მოქმედების შესუსტება.

შენახვის პირობები და ვადები
სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 300ჩ ტემპერატურის პირობებში. 
ვარგისიანობა: 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?