შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 24 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს. №30 ტაბლეტი.
არააქტიური ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, ლიმონმჟავა, ტალკი და სილიციუმის დიოქსიდი.
ინფორმაცია პაციენტებისათვის
1. სერკასტინის გამოყენების ჩვენება:
- მენიერის დაავადება: ხასიათდება სამი ძირითადი სიმპტომით:
• თავბრუსხვევა (თავბრუსხვევის შეგრძნება ზოგადი სისუსტით, რასაც მოჰყვება გულისრევა ან ღებინება);
• ხმაური ყურებში;
• სმენის დაკარგვა ან დარღვევა.
- თავბრუსხვევის შეგრძნება: გამოწვეული ყურის ლაბირინთის დისფუნქციით. (ე.წ. "ვესტიბულური ვერტიგო").
2. სერკასტინის მოქმედების მექანიზმი:
სერკასტინი შეიცავს ბეტაჰისტინს, რომელიც წარმოადგენს "ჰისტამინის ანალოგს". უზრუნველყოფს ყურის ლაბირინთში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ამცირებს ენდოლიმფურ წნევას.
სერკასტინის მიღების ფონზე ხდება თავბრუსხვევისა (რომელსაც მოჰყვება გულისრევა და ღებინება) და ყურებში ხმაურის სიმპტომების კუპირება. მდგომარეობის გაუმჯობესება ზოგიერთ შემთხვევაში შეინიშნება მხოლოდ რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა რამდენიმე თვიანი მკურნალობის კურსი.
არსებობს მტკიცებულება, რომ თუ მკურნალობა ჩატარდება დაავადების დაწყებისთანავე, ეს მოახდენს მისი პროგრესირების და/ან სმენის დაკარგვის პრევენციას დაავადების შორსწასულ სტადიებზე.
3. როდის არ არის რეკომენდებული სერკასტინის გამოყენება?
უკუჩვენებები:
არ მიიღოთ სერკასტინი თუ:
• ხართ ალერგიული (გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა) ბეტაჰისტინის ან პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ (იხილეთ „შედგენილობა“);
• გაქვთ დიაგნოსტირებული თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ე.წ. ფეოქრომოციტომა).
4. რა უნდა ვიცოდე სერკასტინის გამოყენებამდე?
სიფრთხილის ზომები:
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, სანამ მიიღებდეთ ამ მედიკამენტს თუ:
• გაქვთ კუჭის წყლული,
• გაქვთ ასთმა.
თუ რომელიმე ზემოაღნიშნული სიტუაცია ვრცელდება თქვენზე, (ან არ ხართ დარწმუნებული), სერკასტინის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენმა ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენს მიმართ უფრო ყურადღებით მონიტორინგის განხორციელება, სანამ თქვენ ღებულობთ სერკასტინს.
სერკასტინის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ეფექტურობისა და უსაფრთხოების არასაკმარისი მონაცემების გამო სერკასტინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტომანქანის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობას უნარზე:
სავარაუდოდ, სერკასტინი გავლენას არ ახდენს ავტომანქანის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობას უნარზე. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ დაავადებებმა, რომლების გამოც მკურნალობთ სერკასტინით (როგორიცაა მენიერის დაავადება ან ვერტიგო), შეიძლება გამოიწვიონ თავბრუსხვევა ან ზოგადი სისუსტე, ამგვარად შეიძლება გავლენა მოახდინონ თქვენს მიერ ავტომანქანის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობას უნარზე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ბოლო დროს მიიღეთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტები, მათ შორის არა-რეცეპტურული მედიკამენტები და მცენარეული მედიკამენტები (აქტიური მცენარეული ნედლეულისგან მიღებული მედიკამენტები).
განსაკუთრებით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ:
• ანტიჰისტამინურ საშუალებებს - მათ შეიძლება (თეორიულად) შეამცირონ სერკასტინის ეფექტი. სერკასტინმა შეიძლება ასევე შეამციროს ანტიჰისტამინური საშუალებების ეფექტი.
• მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (MAOI), როგორიცაა მაგალითად, სელეგილინი - გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ ბეტაჰისტინ დიჰიდროქლორიდის რაოდენობა ორგანიზმში.
თუ რომელიმე ზემოაღნიშნული სიტუაცია ვრცელდება თქვენზე, (ან არ ხართ დარწმუნებული), სერკასტინის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. შენახვის პირობები:
შეინახეთ სერკასტინი თავის ორიგინალ პაკეტში, ოთახის ტემპერატურაზე (15°C- სა და 30°C- ს შორის) და დაიცავით ნესტისაგან. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი მისი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ ორიგინალ პაკეტში.
სერკასტინის ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი და ორმხრივამოზნექილი.
გამოყენებამდე დააკვირდით მედიკამენტის გარეგნულ იერსახეს. იმ შემთხვევაში, თუ ის ჯერ არ არის ვადაგასული, მაგრამ შეამჩნევთ ცვლილებას გარეგნულ იერსახეში, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ფარმაცევტს, შეგიძლიათ თუ არა მისი გამოყენება.
6. როგორ უნდა მივიღო სერკასტინი?
ყოველთვის მიიღეთ სერკასტინი ექიმის დანიშნულების მიხედვით. უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს თუ ფარმაცევტს, თუ გაგიჩნდებათ რაიმე კითხვა. თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს თქვენი დოზა, რაც დამოკიდებულია თქვენს პროგრესზე. განაგრძეთ მედიკამენტის მიღება, რადგანაც ეფექტის მიღწევას შეიძლება დასჭირდეს გარკვეული დრო.
სერკასტინის მიღების წესი:
• სერკასტინი 24 მგ: ერთი ტაბლეტი ორჯერ დღეში.
სერკასტინი მიიღება პერორალურად, წყლის მიყოლებით. შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თუმცა, სერკასტინმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მცირე პრობლემები (იხ. „რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს ამ მედიკამენტმა“?). სერკასტინის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეამციროს კუჭის პრობლემები. თუ თქვენ უნდა მიიღოთ დღეში ერთზე მეტი ტაბლეტი, გადაანაწილეთ ტაბლეტის მიღება მთელ დღეზე, მაგალითად, მიიღეთ ერთი ტაბლეტი დილით და ერთი საღამოს. შეეცადეთ, მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს. ეს ჩვევა ხელს შეუწყობს თქვენს ორგანიზმში მედიკამენტის მუდმივ რაოდენობას.
ხანდაზმული ადამიანები
ხანდაზმულ ადამიანებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის და/ან თირკმელების პათოლოგიის მქონე პირები:
ამ ჯგუფის პაციენტებში ამ მედიკამენტის მიღებისას კლინიკური კვლევების შედეგები ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა პოსტ-მარკეტინგული გამოცდილების მიხედვით დოზის კორექცია საჭირო არ არის.
არ შეწყვეტოთ მკურნალობა თქვენი ექიმის თანხმობის გარეშე.
7. რა უნდა გავაკეთო, თუ დამავიწყდება ამ მედიკამენტის მიღება?
იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდებათ სერკასტინის დოზის მიღება, ყურადღებას ნუ მიაქცევთ გამოტოვებულ დოზას და უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს, ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზირების სქემის შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შევსების მიზნით.
8. გვერდითი მოვლენები:
ისევე როგორც ყველა მედიკამენტმა, სერკასტინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა, ისინი არ განუვითარდება ყველას. ამ მედიკამენტის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები
თუ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ სერკასტინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სამედიცინო დახმარებას. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
• წითელი და არარეგულარული გამონაყარი კანზე, ან ანთებადი კანის ქავილი;
• სახის, ტუჩების, ენის ან კისრის შეშუპება;
• სისხლის წნევის დაქვეითება;
• გონების დაკარგვა;
• სუნთქვის გაძნელება.
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:
ზოგად რეაქციებს (განუვითარდება ამ მედიკამენტის მიმღები პაციენტების 1% -10% -ს)
• საკვების მოუნელებლობა (დისპეფსია);
• თავის ტკივილი;
• ზოგადი სისუსტის შეგრძნება (გულისრევა).
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა სერკასტინის გამოყენებისას: კუჭის მცირე პრობლემები, როგორიცაა ღებინება, კუჭის ტკივილი და შებერილობა (მუცლის შებერვა). სერკასტინის საკვებთან ერთად მიღება ამცირებს კუჭის პრობლემებს.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ჩანართ-ფურცელში, ან თუ რომელიმე გვერდითი მოვლენები გაუარესდება, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
9. ჭარბი დოზირება:
დაფიქსირებულია დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევა. ზოგიერთ პაციენტს გამოუვლინდა ზომიერი სიმპტომები 640 მგ-მდე დოზებზე, როგორიცაა გულისრევა, ძილიანობა და მუცლის ტკივილი. უფრო სერიოზული გართულებები (მაგ. კრუნჩხვები, და გულის და ფილტვის მხრივი გართულებები) აღინიშნა დოზის განზრახ გადაჭარბების შემთხვევაში, განსაკუთრებით სხვა, ჭარბი დოზით მიღებულ მედიკამენტებთან კომბინაციაში.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა მოიცავდეს ტრადიციულ დამხმარე ზომებს.
მწარმოებელი:
„ევროფარმა ლაბორატორიოს“ S.A.
როდ. პრეს. კასტელო ბრანკო კმ 35.6
იტეპევი - SP