Plasmon
სპრეგალი / SPREGAL


შემადგენლობა

აეროზოლი გარეგანი გამოყენებისთვის:
ფლაკონში 152 გ
10 გ
ესდეპალეტრინი . . . . . . . . . . . . . . . . 63 მგ
პიპერონილის ბუტოქსიდი . . . . . . . . 504 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ეთანოლი, დიეთილენგლიკოლ მონოეთილის ეთერი, მაკროგლიცერიდი, პროპელენტური აირი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ესდეპალეტრინი წარმოადგენს ნეიროტოქსიურ შხამს მწერებისთვის. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კათიონური ცვლის მოშლით, რომელიც დაკავშირებულია ნერვული უჯრედების მემბრანების შეღწევადობის დარღვევასთან. პიპერონილის ბუტოქსიდი აძლიერებს ესდეპალეტრინის მოქმედებას, ვინაიდან ახდენს მწერების მიერ გამოყოფილი დეტოქსიკაციური ფერმენტების ბლოკირებას. სპეციალურად შემუშავებული შემავსებელი საშუალებას იძლევა პრეპარატი დატანილი იქნას სხეულის მთელ ზედაპირზე და ხელს უწყობს აქტიური ნივთიერებების შეღწევას ეპიდერმისის ზედაპირული ფენის მეშვეობით მუნის შესასვლელი ხვრელების სიღრმეში.

ჩვენებები
- მუნი ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში;
- დემოდეკოზი

მიღების წესები და დოზები
მკურნალობა უნდა ჩატარდეს საღამოს 18-19 საათზე, იმისათვის, რომ პრეპარატი ახდენდეს მოქმედებას მთელი ღამის განმავლობაში. დამუშავებისას უნდა იმყოფებოდეთ განიავების საშუალების მქონე საცხოვრებელში, ცეცხლის ნებისმიერი წყაროსაგან შორს.
პრეპარატით უნდა დამუშავდეს სხეულის მთელი ზედაპირი, გარდა სახისა და თმისა. პრეპარატის შესხურება უნდა წარმოებდეს კანის ზედაპირიდან 20-30 სმ-ის დაშორებით. განსაკუთრებით გულმოდგინედ უნდა დამუშავდეს ხელებისა და ფეხების თითებშორისი ნაოჭების, იღლიების არე, შორისი, ყველა ნაკეცი და დასნებოვნებული ადგილი. შემდეგ საჭიროა სუფთა ტანისამოსის ჩაცმა და 12 საათის განმავლობაში აკრძალულია დაბანვა.
12 საათის შემდეგ გულდასმით დაიბანეთ საპნით, თბილი გამდინარე წყლით და გაიმშრალეთ.
პრეპარატის გამოყენებამდე ბავშვებში (მათ შორის ახალშობილებში) აუცილებელია ცხვირის, პირისა და თვალების დაფარვა ხელსაწმენდით. მეძუძური ასაკის ბავშვებში საფენების შეცვლისას აუცილებელია განმეორებით დაუმუშავდეს დუნდულების მთელი არე. აუცილებლობის შემთხვევაში სახის კანი დამუშავდეს პრეპარატში დასველებული ბამბა-დოლბანდის ტამპონით.
დემოდეკოზის შემთხვევაში პრეპარატის შეზელვა ხდება სახის კანის დაავადებულ უბნებზე პრეპარატში დასველებული ბამბა-დოლბანდის ტამპონით. მკურნალობის ხანგრძლივობა დემოდეკოზის დროს შეადგენს 1-2 კვირას.

გვერდითი მოვლენები
სპრეგალი კარგად გადაიტანება. შესაძლებელია მსუბუქი წვის შეგრძნება, რაც სწრაფად გაივლის.

უკუჩვენება
ერთ-ერთი კომპონენტის ინდივიდუალური გადაუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები
სპრეგალის ერთი ბალონი საკმარისია სამი ადამიანის სამკურნალოდ. Uუნდა ავიცილოთ პრეპარატის მოხვედრა თვალში და ლორწოვან გარსზე. პრეპარატის შემთხვევით თვალში მოხვედრისას აუცილებელია მისი გამორეცხვა თბილი წყლით. ხელახალი დასნეულებისაგან დაცვის მიზნით აუცილებელია ლოგინის თეთრეულის და ტანსაცმლის დამუშავება პრეპარატით A- პარი.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
ბალონი იმყოფება წნევის ქვეშ. დაიცავით მზის სხივების მოხვედრისა და 50oC მეტი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან. არ ჩაჩხვლიტოთ და არ დაწვათ თუნდაც ცარიელი ბალონი.

სად შევიძინოთ?