Plasmon
ტრიამ-დენკი / Triam-Denk


შემადგენლობა:
აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ტრიამცინოლონის აცეტატე.
ერთი მინის ამპულა შეიცავს 1 მლ თეთრ სუსპენზიას, რომელშიც შედის 40მგ ტრიამცინოლონის აცეტატი. 
სხვა დამხმარე ნივთიერებებია ბენზილის სპირიტი, პოლიეთილენი 4000, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმი, პოლისორბატ 80, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილის პ-ოქსიბენზოატი, პროპილ პ-ოქსიბენზოატი, საინექციო წყალი. 

ტრიამ-დენკი 40 ინექციის ფიზიკური მახასიათებლები და შეფუთვა:
თეტრი, ერთგვაროვანი სუსპენზია 2 მლ ყვითელ მინის ამპულაში. 

ჩვენება
ტრიამ-დენკი 40 ინექცია წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიულ პრეპარატს (გლუკოკორტიკოსტეროიდი).
ტრიამ-დენკი 40 ინექცია გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
ინტრამუსკულარული ინექცია:
- როდესაც საჭიროა კორტიკოსტეროიდების დიდი დოზების გამოყენება, მათ შორის ზოგიერთი ტიპის ალერგია და დერმატოლოგიური და შემართებელი ქსოვილის დაავადებები;
- სეზონური ალერგიების დროს შესაძლებელია მთელი პერიოდის განმავლობაში მიაღწიონ სიმპტომების რემისიას ერთი ინტრამუსკულარული ინექციის საშუალებით;
ინტრა-არტიკულური ინექცია:
- ტკივილის და შეშუპების შესამცირებლად, მოძრაობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან ერთად;
- რევმატოიდული ართრიტით, ოსტეოართრიტით და პოდაგრის დროს მიმდინარე მწვავე ართრიტით გამოწვეული სახსრის ტკივილის, შეშუპების და რიგიდობის შემსუბუქება. 
ადგილობრივი ინექცია:
- მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი, ეპიკონდილიტი, ტენდინიტი და მწვავე, არასპეციფიკური ტენოსინოვიტი. 

უკუჩვენება
ტრიამ-დენკი 40 ინექცია არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ტრიამცინოლონის აცეტონიდის, ბენზილის სპირტის ან ტრიამ-დენკი 40 ინექციაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
- დღენაკლულებში და ახალშობილებში.
არ შეიძლება ტრიამ-დენკი 40 ინექციის შეყვანა თვალის მინის სხეულში (მინის სხეულის გავლით).

არ შეიძლება ხანგრძლივი მკურნალობის დანიშვნა შემდეგ შემთხვევებში:
კუჭ-ნაწლავის წყლული, მძიმე ოსტეოპოროზი, თუ ანამნეზში აღინიშნება ფსიქიატრიული დაავადება, მწვავე ვირუსული დაავადება, მაგალითად სირსველი (herpes zoster), ჰერპესული ბუშტუკები ((herpes simplex), ჩუტყვავილა (varicella), ამებიაზი, HBsAg-დადებითი ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი, ვაქცინაციამდე დაახლოებით 8 კვირით ადრე და 2 კვირის შემდეგ, ტუბერკულოზური ან ათაშანგული კანის პროცესები, შინაგანი ორგანოების სოკოვანი ინფექციები (სისტემური მიკოზი) და პარაზიტოზი, პოლიომიელიტი, ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფადენიტი) ბცჟ ვაქცინაციის შემდეგ, კანის ანთება პირის ირგვლივ (პერიორალური დერმატიტი), როზაცეა, აბსცესი და ჩირქოვანი ინფექციები, გულყრები, მიასთენია, გლაუკომა (ვიწრო და ღია კუთხოვანი გლაუკომა).

ინტრა-არტიკულური ინექციის გაკეთება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
ინფექცია იმ სახსარში ან მის გარშემო, რომელსაც მკურნალობენ, ბაქტერიული ართრიტი, იმ სახსრის არასტაბილურობა, რომელსაც მკურნალობენ, სისხლდენისკენ მიდრეკილება (სპონტანური ან ანტიკოაგულანტების შედეგად), პერიარტიკულარული კალციფიკაცია, არავასკულარიზებული ოსტეონეკროზი, მყესის გაგლეჯა, შარკოს სახსარი. 

ბავშვები:
არ შეიძლება ტრიამ-დენკი 40 ინექციის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ინტრამუსკულარულად შეყვანა 16 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში. 
რადგან ტრიამ-დენკი 40 ინექცია არის კრისტალური სუსპენზია, არ შეიძლება მისი შეყვანა ინტრავენურად. 

განსაკუთრებული სიფრთხილე ტრიამ-დენკი 40 ინექციის დროს:
შენიშვნა: სუსპენზია უნდა შეინჯღრეს ერთგვაროვანი კონსისტენციის მისაღებად. 
ასევე სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული შემთხვევითი ინტრავასკულარული ინექცია. ეს განსაკუთრებით ეხება სახეს (ტუჩების ზემოთ) და სკალპს, ისევე როგორც დუნდულა კუნთში ინექციას.
თავისი სპეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე, გლუკოკორტიკოიდების ინტრა-არტიკულური შეყვანა ზრდის სახსრის ინფექციის რისკს. 
გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივმა და განმეორებითმა გამოყენებამ იმ სახსრებზე, რომლებიც განიცდიან ზეწოლას, შესაძლებელია გააუარესოს სახსრის დეგენერაციული ცვლილებები. ერთი შესაძლო მიზეზია დაზიანებული სახსრის გადატვირთვა მას შემდეგ, რაც მოხდება ტკივილის და სხვა სიმპტომების გაქრობა. 
მიმდინარე ინფექციის შემთხვევაში ტრიამ-დენკი 40 ინექცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ სპეციფიკურ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობასთან ერთად.
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ტუბერკულოზი (სიფრთხილით: რეაქცივაცია!), მაშინ იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ტუბერკულოსტატურ პრეპარატებთან ერთად. 
დიაბეტიან პაციენტებში ტრიამ-დენკი 40 ინექციის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ინსულინის ან სხვა ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატებისადმი მოთხოვნილების გაზრდა.
ტრიამ-დენკი 40 ინექციის დროს საჭიროა სისხლის არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი ისეთ პაციენტებში, რომლებიც ძნელად ექვემდებარებიან ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას. 
გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, რადგან არსებობს მისი მიმდინარეობის გაუარესების რისკი. 
რადგან არსებობს ნაწლავის კედლის გასკდომის (ნაწლავის პერფორაციის) რისკი, ტრიამ-დენკი 40 ინექცია ინიშნება მხოლოდ პირდაპირი ჩვენების შემთხვევაში და განსაკუთრებული სიფრთხილით იმ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის მძიმე ანთება (წყლულოვანი კოლიტი) და აქვს პერფორაციის რისკი, ასევე დივერტიკულიტის და ნაწლავის ანასტომოზის (უშუალოდ პოსტოპერაციული) დროს. 
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთაც აღენიშნება კუნთების დაავადებები, მიდრეკილება თრომბოზის ან ემბოლიის მიმართ, მეტასტაზური კარცინომა და თირკმლის მწვავე ან ქრონიკული ინფექცია (ნეფრიტი). 
მძიმე ინფექციის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობასთან ერთად. 
რადგან ტრიამ-დენკი 40 ინექცია წარმოადგენს ძლიერ მოქმედ პრეპარატს, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, თუ მას აქვს ან უახლოეს წარსულში აღენიშნებოდა რაიმე ტუბერკულოზური დაავადება ან სხვა ქრონიკული ინფექცია (მაგ. ყბის, შუბლის სინუსების ანთება, ნაღვლის ბუშტის ანთება ან სხვა), თუ პაციენტს უახლოეს პერიოდში ჩაუტარდა ვაქცინაცია, თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭის ან ნაწლავის წყლული (თვით შორეულ წარსულში) ან თუ აღენიშნება დიაბეტი (იხ. ნაწილი 4. “სავარაუდო გვერდითი ეფექტები”).
კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ მკურნალობის დროს პაციენტს აღენიშნება ცხელება ან ჩივილები კუჭის მხრივ, ნევროლოგიური დარღვევები ან დაავადების ნებისმიერი სხვა ნიშნები. 
თუ პაციენტმა უნდა შეცვალოს მკურნალი ექიმი, მან უნდა აცნობოს ახალ ექიმს, რომ დაავადებას მკურნალობდა აღნიშნული პრეპარატით.
ტრიამ-დენკი 40 ინექციით ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა ჩატარდეს რეგულარული სამედიცინო შემოწმებები (მათ შორის თვალის შემოწმება უნდა მოხდეს 3 თვიანი ინტერვალებით). შედარებით მაღალი დოზების გამოყენებისას საჭიროა შესაბამისი რაოდენობის კალიუმის მიღება და ნატრიუმის შეზღუდვა და ასევე შრატის კალიუმის დონის გადამოწმება. ასევე გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. 
სპეციფიკური ვირუსული დაავადებები ჩუტყვავილა, წითელა შესაძლებელია მიმდინარეობდეს განსაკუთრებით მძიმედ გლუკოკორტიკოიდებით ნამკურნალებ პაციენტებში. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან იმუნოსუპრესიული ბავშვები და პირები (ანუ დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები), რომელთაც ანამნეზში არ აღენიშნება ჩუტყვავილა ან წითელა. თუ ასეთ პირებს კონტაქტი ექნებათ ჩუტყვავილით ან წითელათი დაავადებულ ადამიანებთან ტრიამ-დენკი 40 ინექციით მკურნალობის დროს, ასეთ შემთხვევაში უნდა დაიწყოს პრევენციული მკურნალობა. 

ეფექტები ლაბორატორიულ მეთოდებზე:
კანის რეაქციები ალერგიული ტესტების მიმართ შესაძლებელია შესუსტდეს.  

ბავშვები:
ტრიამ-დენკი 40 ინექცია არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და არ ინიშნება ინტრამუსკულარულად 16 წელზე უმცროს მოზარდებში.

ხანდაზმულები:
ხანდაზმულ პაციენტებში ტრიამ-დენკი 40 ინექცია გამოიყენება მხოლოდ რისკის და სარგებლის შეფასების შემდეგ (იზრდება ოსტეოპოროზის რისკი). 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
აუცილებლად უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი მკურნალობს ან უახლოესი პერიოდის განამავლობაში მკურნალობდა სხვა პრეპარატებით, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებით.
ტრიამ-დენკი 40 ინექციასთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია მოხდეს ურთიერთქმედება შემდეგ ნივთიერებებთან ან პრეპარატების ჯგუფთან.

ეფექტის გაძლიერება ან გვერდითი ეფექტის განვითარების მომატებული რისკი:
თუ კომბინირებულად მიიღება სალიცილატებთან, ინდომეტაცინთან და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან/ ანტირევმატიულ პრეპარატებთან ერთად, ასეთ შემთხვევაში იზრდება კუჭ-ნაწლავის წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკი.
ესტროგენებმა (მაგ. ოვულაციის ინჰიბიტორები) შესაძლებელია გააძლიერონ ტრიამ-დენკი 40 ინექციის კლინიკური ეფექტი. 
საგულე გლიკოზიდების ეფექტი შესაძლებელია გაძლიერდეს კალიუმის დეფიციტის შემთხვევაში. 
კომბინირებული გამოყენებისას ზოგიერთმა შარდმდენმა შესაძლებელია გამოიწვიოს კალიუმის დამატებითი ექსკრეცია. საფაღარათო საშუალებებმა ასევე შესაძლებელია გააძლიერონ კალიუმის დაკარგვა. 
კორტიკოსტეროიდებმა შესაძლებელია გამოიწვიონ პრაზიქვანტელის კონცენტრაციის შემცირება სისხლში. 
კომბინირებული მიღებისას აგფ ინჰიბიტორებმა შესაძლებელია გააძლიერონ სისხლის ანალიზის ცვლილების რისკი. 
ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი, მეფლოქინი: შესაძლებელია გაიზარდოს მიოპათიის და კარდიომიოპათიის განვითარების რისკი. 
სისხლში ციკლოსპორინის დონე იზრდება: იზრდება ცერებრალური გულყრების განვითარების რისკი.

ეფექტის შესუსტება:
შიგნით მისაღები ანტიდიაბეტური (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ) და ინსულინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი მცირდება. ფერმენტის ინდუქტორები, მაგალითად ბარბიტურატები, ფენიტოინი, პრიმიდონი ან რიფამპიცინი ამცირებენ კორტიკოსტეროიდების ეფექტს. შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტების ეფექტი (კუმარინის დერივატების) სუსტდება. კომბინირებული მიღებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის დარეგულირება. სომატროპინის ეფექტი შესაძლებელია შემცირდეს ხანგრძლივი გამოყენებისას.  TSH-ის დონის მომატება შესაძლებელია შემცირდეს პროტირელინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში. 

სხვა სავარაუდო ურთიერთქმედებები:
მოსალოდნელია თვალის შიდა წნევის უფრო მეტად გაზრდა, თუ ტრიამ-დენკი 40 ინექცია გამოიყენება ატროპინთან ან სხვა ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად. 
კორტიკოსტეროიდებმა შესაძლებელია შეამცირონ ან გაძლიერონ არამადეპოლარიზირებელი მიორელაქსანტების ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ეფექტი.  

რიამ-დენკი 40 ინექციის გამოყენება საკვებთან ან სასმელთან ერთად:
არ არის რეკომენდებული ჭარბი მარილის მოხმარება.
ტრიამ-დენკი 40 ინექციით მკურნალობის დროს საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილებით და ვიტამინებით.

ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 
რადგან ტრიამ-დენკი 40 ინექცია წარმოადგენს საკმაოდ ძლიერ პრეპარატს, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს თუ იგი არის ორსულად ან დაორსულდა მკურნალობის დროს. 
არ შეიძლება ტრიამცინოლონის აცეტონიდის გამოყენება ორსულობის პირველი 5 თვის განმავლობაში, რადგან ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა ანომალიები, ხოლო ადამიანებში არ არსებობს მონაცემები ამ პერიოდში მიღებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ხანგრძლივი გამოყენებისას არ არის გამორიცხული საშვილოსნოს შიდა ზრდის დარღვევა. თუ მკურნალობა მიმდინარეობს ორსულობის ბოლო პერიოდში, მაშინ ნაყოფს ემუქრება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დეგენერაცია. 
გლუკოკორტიკოიდები გადადის დედის რძეში. თუ საჭიროა მაღალი დოზების მიღება ან ხანგრძლივი მკურნალობა, ასეთ შემთხვევაში ლაქტაცია უნდა შეწყდეს. 

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა
არ არსებობს მონაცემები, რომ პრეპარატმა შესაძლებელია იმოქმედოს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრიამ-დენკი 40 ინექციაში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ტრიამ-დენკი 40 ინექცია შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ (23მგ) ნატრიუმს თითოეულ მილილიტრზე, ანუ ძირითადად მარილისგან თავისუფალია. 


გამოყენების წესი
აღნიშნული პრეპარატი ინიშნება მკურნალი ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ. 
ტრიამ-დენკი 40 ინექცია განკუთვნილია ინტრამუსკულური, ინტრა-არტიკულური და ადგილობრივი ინექციებისთვის. იგი არ გამოიყენება ინტრავენური ინექციისთვის. საჭიროა ასეპტიკური პირობების დაცვა. რადგან ეფექტის ხანგრძლივობა ცვალებადია, შემდგომი დოზები მიიღება სიმპტომების რეციდივის დროს და არა დადგენილი ინტერვალის შესაბამისად. 
გამოიყენებამდე საჭიროა სუსპენზიის შენჯღრევა. 

• ინტრამუსკულური ინექცია:
კორტიკოსტეროიდების დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, კლინიკური სურათის და მკურნალობის ეფექტურობის შესაბამისად. 

მოზრდილები და 16 წელზე უფროსი ბავშვები:
სავარაუდო საწყისი დოზა შეადგენს 40 მგ (1მლ), რომელიც შეჰყავთ ღრმად, დუნდულა კუნთის ზედა, გარეთა მეოთხედში (არა ინტრავენურად ან კანქვეშ). შემდგომი დოზები დამოკიდებულია პაციენტის რეაქციაზე და სიმპტომების შემსუბუქების პერიოდზე. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს 80მგ-მდე ტრიამცინოლონის აცეტონიდის დოზის შეყვანა. დუნდულა კუნთში ღრმა ინექციისას ხდება ქსოვილოვანი ატროფიისგან თავის არიდება, რაც შესაძლებელია განვითარდეს სხვა შემთხვევაში. ინექციის შემდეგ სტერილური ტამპონი მჭიდროდ უნდა დაეჭიროს ინექციის ადგილას 1-2 წუთის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული სუსპენზიის უკუდინება ინექციის ადგილიდან. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ თივის ცხელება ან ყვავილის მტვერით გამოწვეული ასთმა (პოლინოზი) და რომლებიც არ ექვემდებარებიან ჩვეულებრივ მკურნალობას, 40-100მგ დოზის შეყვანის შემდეგ შესაძლებელია აღენიშნებოდეთ სიმპტომების რემისია, რაც შესაძლებლია გაგრძელდეს მთელი ყვავილობის სეზონის განმავლობაში. თუ რამდენიმე ინექცია არის საჭირო, მაშინ ინექციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 4 კვირა.
 
• ინტრა-არტიკულური ინექცია:
ინტრა-არტიკულურად შეყვანისას დოზა დამოკიდებულია სახსრის ზომაზე და სიმპტომების სიმძიმეზე. ზოგადად ქვემოთ მოცემული დოზები საკმარისია სიმპტომების გასაუმჯობესებლად  მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში (იხ. ნაწილი 2. ტრიამ-დენკი 40 ინექციის გამოყენებამდე). 

მცირე სახსრები: (მაგ. ხელის და ფეხის თითები)

10 მგ-მდე ტრიამცინოლონის აცეტონიდი

საშუალო ზომის სახსრები: (მაგ. მხარი, იდაყვი)

20 მგ-მდე ტრიამცინოლონის აცეტონიდი

დიდი ზომის სახსრები: (მაგ. თეძო, მუხლი)

20-40 მგ-მდე ტრიამცინოლონის აცეტონიდი


თუ რამდენიმე სახსარი არის დაზიანებული, მაშინ შესაძლებელია დაინიშნოს 80მგ-მდე. 
თავიდან უნდა მოხდეს სახსარში დაგროვებული ნებისმიერი სახის სითხის დრენაჟი, რათა უფრო ჩქარა მიაღწიონ ტკივილის შემსუბუქებას და თავიდან აიცილონ კორტიკოსტეროიდების არასასურველი განზავება. ინექცია უნდა გაკეთდეს ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის დაგროვება კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. ინექციის დროს საჭიროა ასეპტიკის მკაცრი პირობების დაცვა. ინტრა-არტიკულური ინექციისას კანი ისევე უნდა მომზადდეს, როგორც ოპერაციის დროს. პერიარტიკულური რბილ ქსოვილში შემთხვევით მოხვედრისას არ მიიღწევა ისეთივე ეფექტი, როგორც ინტრა-არტიკულური ინექციის დროს. იგი მოქმედებს ისეთივე მექანიზმით, როგორც ინტრამუსკულური ინექცია. 
განმეორებითი გამოყენებისას, ინექციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 3-4 კვირა. 

• ადგილობრივი ინექცია
ბურსიტის ადგილობრივი მკურნალობისას მოზრდილებში და 12 წელზე უფროს ბავშვებში (იხ. ნაწილი 2. ტრიამ-დენკი 40 ინექციის გამოყენებამდე) ინიშნება 10მგ ტრიამცინოლონის აცეტონიდი მცირე ზომის ადგილებისთვის და 10-40მგ ტრიამცინოლონის აცეტონიდი დიდი ზომის ადგილებისთვის, რაც დამოკიდებულია დაზიანებული ადგილის ზომაზე და ადგილზე. 
ტრიამ-დენკი 40 ინექცია გადანაწილდება მარაოსებურად ყველაზე მტკივნეულ ადგილებში. თავი უნდა იქნას აცილებული დიდი დეპოზიტების ჩალაგება.  

გამოყენების ხანგრძლივობა
თივის ცხელების და სხვა სეზონური ალერგიული დაავადებების მკურნალობისას 1 ტრიამ-დენკი 40 ინექციის ამპულის ინტრამუსკულური შეყვანა (=40მგ ტრიამცინოლონის აცეტონიდი) წელიწადში ერთხელ, ყვავილობის სეზონის დროს ჩვეულებრივ საკმარისია. თუ საჭიროა რამდენიმე ინექციის გაკეთება, მაშინ ინექციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 4 კვირა.
ინტრა-არტიკულური ინექციისას საჭიროა ისეთივე პირობების დაცვა, როგორც სახსრის ღია ოპერაციის დროს და უნდა ჩატარდეს მკაცრ ასეპრიკურ პირობებში. ზოგადად, ტრიამ-დენკი 40 ინექციის 1 ინტრა-არტიკულური შეყვანა საკმარისია სიმპტომების შესამსუბუქებლად. თუ საჭიროა მეორე ინექციის შეყვანა, იგი არ უნდა გაკეთდეს სულ მცირე 3-4 კვირის განმავლობაში. ერთ სახსარში ინექციის რაოდენობა უნდა შეიზღუდოს 3-4-მდე. განსაკუთრებით განმეორებითი ინექციის შემდეგ დაზიანებული სახსარი უნდა იყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.   

ტრიამ-დენკი 40 ინექციის დოზის გადაჭარბება:
იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი ხანი ხდებოდა გადაჭარბებული დოზის შეყვანა, შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა სიმპტომები, რაც აღწერილია ნაწილში 4. “შესაძლო გვერდითი ეფექტები”. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. 

ტრიამ-დენკი 40 ინექციის შეწყვეტა:
მკურნალობის დასრულების ან ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტის საჭიროების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია შემდეგი რისკ-ფაქტორები: მიმდინარე დაავადების გამწვავება ან რეციდივი, თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა (განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში, მაგალითად ინფექციები, უბედური შემთხვევების შემდეგ, ფიზიკური სტრესის გაზრდისას), კოტრიზონის მოხსნის სინდრომი. 
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი შეკითხვების გაჩენისას უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად ტრიამ-დენკი 40 ინექციამაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. 
გვერდითი ეფექტების სიხშირე დახარისხებულია შემდეგნაირად:

 

Zალიან ხშირად  1ან მეტი შემთხვევა ყოველ 10 პაციენტზე

ხშირად:         1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 10 პაციენტზე, მაგრამ 1 ან

                 მეტი შემთხვევა  ყოველ 100 პაციენტზე   

შედარებით     1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 100 პაციენტზე, მაგრამ 1 ან

იშვიათად       მეტი შემთხვევა ყოველ 1000 ნამკურნალებ პაციენტზე

 იშვიათად      1 ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 1000 პაციენტზე, მაგრამ 1 ან

                მეტი შემთხვევა ყოველ 10,000 ნამკურნალებ პაციენტზე

ძალიან         უფრო ნაკლები ვიდრე 1 შემთხვევა ყოველ 10,000 ნამკურნალებ

იშვიათად       პაციენტზე

 

უცნობი        ვერ დგინდება არსებული მონაცემებიდან

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები:
ზომიერი ლეიკოციტოზი, ლიმფოპენია, ეოზინოფილია, პოლიგლობულია.


იმუნური სისტემის დარღვევები:
იმუნური სისტემის დასუსტება, ინფექციის შენიღბვა. ოპორტუნისტული ინფექციები, ტუბერკულოზის რეციდივი, ჰიპერმგრძნობელობა, სისუსტე.


ენდოკრინული დარღვევები:
ხანგრძლივი მკურნალობის ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია და კუშინგოიდური სიმპტომების გამოწვევა (მთვარისებრი სახე, ტორსის სიმსუქნე). 

ზრდის შეჩერება ბავშვებში და მოზარდებში, სქესობრივი ჰორმონების სეკრეციის დარღვევა (მენტსტრუაციის შეწყვეტა, სხეულის ჭარბთმიანობა, იმპოტენცია). ჰირსუტიზმი, გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება, დიაბეტი. 

მეტაბოლიზმი და კვებითი დარღვევები:
წონის მომატება, აზოტის ნეგატიური ბალანსი, ნატრიუმის შეკავება და შეშუპების განვითარება, კალიუმის ექსკრეციის გაზრდა (სიფრთხილე: გულის რითმის დარღვევა).

ფსიქიატრიული დარღვევები:
ეიფორია, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, დეპრესია, უძილობა. შიზოფრენიის მიმდინარეობის გაუარესება, გაღიზიანება, ენერგიისა და მადის გაძლიერება. 

ნერვული სისტემა:
იდიოპათიური ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, ლატენტური ეპილეფსიის გამოვლენა, ნევრიტი, პარესთეზია, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია გამოვლინდა ბავშვებში სტეროიდების ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტისას. 


გულის მხრივ  დარღვევები:
ჰიპერტენზია, გულის წასვლა, გულის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა. 

ვასკულარული დარღვევები:
მანეკტროზებელი ანგიიტი, არტერიოსკლეროზის და თრომბოზის გაზრდილი რისკი, სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი; იგი ასევე ვლინდება მოხსნის სინდრომისას ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ).

თვალის მხრივ დარღვევები:
გაზრდილი თვალშიდა წნევა, პაპილოედემა, რქოვანას ან სკლერას გათხელება, თვალის ვირუსული დაავადების გამწვავება. კატარაქტა, გლაუკომა, ეგზოფთალმი, რქოვანას პერფორაცია. სიბრმავე გამოვლინდა თვალის მიდამოში ინექციისას. სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას გამოვლინდა ბადურის ქვეშ სითხის დაგროვების რისკის მომატება, რის დროსაც ასევე იზრდება ბადურის ჩამოშლის ალბათობა (ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია). 

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები:
გულისრევა, დისპეპსია, პეპტიური წყლული პერფორაციის ან ჰემორაგიის რისკით, მუცლის შებერილობა, საყლაპავის დაწყლულება, საყლაპავის კანდიდიაზი, მწვავე პანკრეატიტი. 

კანი და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები:
კანის შეხორცების დარღვევა, კანის ატროფია, დალურჯება, სტრიები, ტელანგიექტაზია, აკნე. კანზე ბუშტუკების გაჩენა (მილიარია), სხეულის თმიანობის მომატება (ჰიპერტრიქოზი), თმის ფოლიკულების ანთება (ფოლიკულიტი), პიგმენტური ცვლილებები, ოფლიანობის გაძლიერება, კანის და ლორწოვანი გარსების სისხლჩაქცევები (პეტექია, ეკხიმოზი), კანის ანთება პირის გარშემო (პერიორალური დერმატიტი). 

არახშირად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად ეგზანთემა. 

კანის და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ დარღვევები:
ოსტეოპოროზი (ხანმოკლე და დაბალ დოზიანმა მკურნალობამაც კი შესაძლებელია გამოიწვიოს ძვლოვანი მასის შემცირება), ხერხემლის და ლულოვანი ძვლების მოტეხილობები, არტერიოსკლეროზი, მყესის გაგლეჯა, კუნთოვანი ატროფია და ადინამია, ასეპტიკური ოსტეონეკროზი (მხრის და თეძოს ძვლის თავის).

ზოგადი დარღვევები:
არახშირად: შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები), როგორიც არის სიწითლე, კანზე ბუშტუკების გაჩენა და კარდიოვასკულარული რეაქციები, რაც არ არის დამოკიდებული შეყვანის გზაზე და სიხშირეზე. 

ინტრა-არტიკულური რეაქცია:
ტკივილი და სხვა სახის ადგილობრივი სიმპტომები შესაძლებელია გაგრძელდეს მცირე ხანი მანამ, სანამ არ მოხდება სიმპტომების ეფექტური შემსუბუქება, თუმცა სახსარში დისკომფორტის შეგრძნება იშვიათია. შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი ცხიმოვანი ქსოვილის ატროფია, თუ ინექციის შეყვანა არ მოხდება სახსრის სივრცეში, თუმცა იგი დროებითია და ქრება რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. 

ინტრადერმული ინექცია:
შესაძლებელია გამოვლინდეს ადგილობრივი გაღიზიანების და აუტანლობის ნიშნები (სიცხის შეგრძნება, კანის გაღიზიანება, მუდმივი ტკივილი). სტერილური აბსცესი, ჰიპერ და ჰიპოპიგმენტაცია და კანქვეშა და კანის ატროფია (რაც ჩვეულებრივ ქრება, თუ თავად ძირითადი დაავადების პროცესი არ არის ატროფიული). 


სხვა სავარაუდო გვერდითი ეფექტები:
იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შესაძლებელია განვითარდეს ბენზილის სპირტის გამო. 

სხვა ინფორმაცია:
ნებისმიერ გამოვლენილ გვერდით ეფექტს მკურნალობენ სიმპტომურად. კუჭ-ნაწლავის წყლულის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია დაინიშნოს შესაბამისი პრეპარატი, მაგალითად ანტაციდი. 

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან პაციენტი შეამჩნევს ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი აღნიშნულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ტრიამ-დენკი 40 ინექცია არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას. 
ამპულა ინახება ვერტიკალურ მდგომარეობაში. გამოყენების შემდეგ დარჩენილი მასალა უნდა განადგურდეს. არ შეიძლება გაყინვა. 
შენახვის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით)
სად შევიძინოთ?