ვეროშპირონი / VEROSPIRON
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): spironolactone
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით → კალიუმის დამზოგავი დიურეზული საშულებები
- მწარმოებელი კომპანია: GEDEON RICHTER Plc
- მწარმოებელი ქვეყანა: უნგრეთი
- გამოშვების ფორმა: 25მგტაბლეტი #20
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
შემადგენლობა:
ვეროშპირონი ტაბლეტები 25მგ:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: 25მგ სპირონოლაქტონს,
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი.
ვეროშპირონი კაფსულები 50მგ:
ყოველი კაფსულა შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: 50მგ სპირონოლაქტონს,
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატს.
კაფსულის გარსი:
კაფსულის ზედა ნაწილი: ყვითელი სანსეტი (E110), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.
კაფსულის ქვედა ნაწილი: ყვითელი სანსეტი (E110), ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი ქინოლონი (E104), ჟელატინი.
ვეროშპირონი კაფსულები 100მგ:
ყოველი კაფსულა შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: 100მგ სპირონოლაქტონს,
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატს.
კაფსულის გარსი:
კაფსულის ზედა ნაწილი: ყვითელი სანსეტი (E110), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.
კაფსულის ქვედა ნაწილი: ყვითელი სანსეტი (E110), ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი ქინოლონი (E104), ჟელატინი.
აღწერა:
ტაბლეტები 25მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი, ბრტყელი, მრგვალი ტაბლეტები ნაზოლით, დამახასიათებელი მერკაპტანური სუნით და მარკირებით “VEROSPIRON” ერთ მხარეს. დიამეტრი: დაახლოებით 9მმგ.
კაფსულები 50მგ:
კაფსულა: მყარი ჟელატინის, ზომა #3.
ზედა ნაწილი: გაუმჭვირვალე, ყვითელი ფერის.
ქვედა ნაწილი: გაუმჭვირვალე, თეთრი.
კაფსულები 100მგ:
კაფსულა: მყარი ჟელატინის, ზომა #0.
ზედა ნაწილი: გაუმჭვირვალე, ფორთოხლისფერი.
ქვედა ნაწილი: გაუმჭვირვალე, ყვითელი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალდოსტერონის ანტაგონისტები.
ათქ კოდი: C03D A01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
სპირონოლაქტონი წარმოადგენს ალდოსტერონის კონკურენტულ ანტაგონისტს. ის მოქმედებს ნეფრონის დისტალურ მილაკებში, აინჰიბირებს ნატრიუმის და წყლის შეკავებას, აგრეთვე კალიუმის ექსკრეციას - ალდოსტერონის ეფექტები. ის არამარტო ზრდის ნატრიუმის და ქლორის ექსკრეციას და აქვეითებს კალიუმის ექსკრეციას, არამედ აქვეითებს წყალბადის ექსკრეციას. დიურეზული ეფექტის გამო ახასიათებს ჰიპოტენზიური მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სპირონოლაქტონის აბსორბცია სწრაფი და სრულია. ის მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს (დაახლოებით 90%). სპირონოლაქტონი ექვემდებარება სწრაფ მეტაბოლიზმს. მის აქტიურ მეტაბოლიტს წარმოადგენს 7α-თიომეთილსპირონოლაქტონი და კანრენონი. იმის მიუხედავად, რომ სპირონოლაქტონის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანმოკლეა (1,3 საათი) მისი აქტიური მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია (2,8-11,2 საათი). მეტაბოლიტები ექსკრეტირდება ძირითადად შარდით; მცირე რაოდენობა გამოიყოფა განავლით. სპირონოლაქტონი და მისი მეტაბოლიტები გადის პლაცენტაში და ექსკრეტირდება ლაქტატში. ყოველდღე 100მგ სპირონოლაქტონის მიღების შემდეგ, 15 დღის განმავლობაში, ჯანმრთელ მოხალისეებში, როლებიც იღებდნენ საკვებს პლაზმაში პიკური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax), პლაზმაში პიკური კონცენტრაცია (Cmax) და ნახევარგამოყოფის პერიოდი (T ½) შეადგენდა: 2,6 საათს, 80ნგ/მლ-ს, და დაახლოებით 1,4 საათს. 7αთიომეთილსპირონოლაქტონის და კანრენონისთვის ეს მაჩვენებლები შეადგენდა 3.2 და 4.3 საათს ; 391ნგ/მლ-ს და 181ნგ/მლ-ს; 13,8 და 16.5 საათს.
თირკმელზე სპირონოლაქტონის ერთჯერადი დოზის გავლენა პიკს აღწევს 7 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.
პრეკლინიკური უსაფრთხოების კვლევების მონაცემები
ლიტერატურული მონაცემების მიხედვით ცხოველებში ადამიანისთვის მაქსიმალური დოზის შეყვანისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მათ უვითარდებოდათ სიმსივნეები და მიელოიდური ლეიკოზი; ამგვარად სპირონოლაქტონის ხანგრძლივ გამოყენებას უნდა მოერიდონ.
მიღების ჩვენება
-გულის შეგუბებითი უკმარისობა, როდესაც პაციენტს არ აღენიშნება პასუხი სხვა დიურეზულებით მკურნალობაზე ან არსებობს მათი ეფექტების პოტენცირების აუცილებლობა.
-ესენციური არტერიული ჰიპერტენზია, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში.
-ღვიძლის ციროზის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს შეშუპება და/ან ასციტი.
-პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მკურნალობა.
-ნეფროზული სინდრომით განპირობებული შეშუპების მკურნალობა
-ჰიპოკალიემიის მკურნალობა სხვა თერაპიის შეუძლებლობისას.
-ჰიპოკალიემიის პროფილაქტიკისთვის, პაციენტებში, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს, იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა მიდგომები არამიზანშეწონილი ან არაშესაბამისია.
უკუჩვენებები:
-ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ.
-ანურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის აზოტის გამომყოფი ფუნქციის გამოხატული დარღვევა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <10მლ/წთ).
-გულის უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფე <30მლ/წთ ან შრატში კრეატინინი >225მკომოლ/ლ).
-ჰიპერკალიემია
-ჰიპონატრიემია
-ადისონის დაავადება
-ორსულობა და ლაქტაცია.
-ბავშვები 6 წლამდე.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციიის პერიოდში:
ორსულობა: ვეროშპირონი უკუნაჩვენებია.
ლაქტაცია: ვეროშპირონი უკუნაჩვენებია. თუ არსებობს პრეპარატის გამოყენების უკიდურესი აუცილებლობა, ბავშვი ძუძუს უნდა მოაშორონ.
გამოყენების მეთოდი და დოზები
საერთო ჯამში, ვეროშპირონის დღიური დოზა ინიშნება ერთ ან ორ მიღებაზე, ჭამის შემდეგ. დღიური დოზის ან დღიური დოზის პირველი ნაწილის მიღება უმჯობესია დილით.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი:
პრეპარატი ოპერაციისთვის მოსამზადებლად უნდა დაინიშნოს 100-400მგ დოზით. პაციენტებში, რომლებშიც ოპერაცია არ იგეგმება, პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იყოს ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიის სახით, მეტნაკლებად ეფექტური დოზით, რომელიც ისაზღვრება ინდივიდუალურად. აღწერილ სიტუაციაში საწყისი დოზა უნდა შემცირდეს ყოველ 14 დღეში ერთხელ მინიმალური ეფექტური დოზის მიღწევამდე. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია სხვა ჯგუფის დიურეზულებთან კომბინაციაში გამოყენება გვერდითი რეაქციების შემცირებისთვის.
შეშუპება (გულის შეგუბებითი უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი):
მოზრდილები: საწყისი დღიური დოზა შეადგენს 100მგ-ს (25-200მგ) და ინიშნება ერთ ან ორ მიღებაზე.
უფრო მაღალი დოზების დანიშვნის შემთხვევაში ვეროშპირონის გამოყენება შეიძლება დიურეზულების სხვა ჯგუფებთან კომბინაციაში, რომლებიც მოქმედებს თირკმლის მილაკების უფრო პროქსიმალურ ნაწილებში. ამ შემთხვევაში საჭიროა ვეროშპირონის დოზირების კორექცია.
ღვიძლის ციროზი, რომელსაც ახლავს ასციტი ან შეშუპება.
თუ N+/K+ შარდში 1-ზე მეტია, დღიური დოზა და მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 100მგ-ს. თუ ეს მნიშვნელობა 1-ზე ნაკლებია, დღიური დოზა შეადგენს 200მგ-ს, მაქსიმალური-400მგ-ს. შემანარჩუნებელი დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
ესენციური არტერიული ჰიპერტენზია
საწყისი დღიური დოზა დანიშნული ერთ ან ორ მიღებაზე შეადგენს 50-100მგ-ს და გამოიყენება სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 2 კვირა, რადგან ამ პერიოდის ბოლოს მიიღწევა მაქსიმალური თერაპიული ეფექტი. შემდეგ დოზის კორექცია უნდა მოხდეს ინდივიდუალურად მიღწეული ეფექტის მიხედვით.
ჰიპოკალიემია:
თუ კალიუმის საკვები დანამატები ან კალიუმის ჩამანაცვლებელი თერაპია არასაკმარისია, პრეპარატის მიღება შესაძლებელია 25-100მგ დოზით.
ბავშვები
საწყისი დღიური დოზა შეადგენს 1-3მგ/კგ-ს ერთ ან ორ მიღებაზე. დოზის დაქვეითება საჭიროა 1-2მგ/კგ-მდე შემანარჩუნებელი თერაპიის შემთხვევაში სხვა შარდმდენებთან კომბინირებული მკურნალობის დროს.
ხანდაზმული პაციენტები:
რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება უფრო დაბალი დოზებით შემდგომი გაზრდით, მაქსიმალური ეფექტის მიღწევამდე. უნდა გაითვალისწინონ თირკმლის და ღვიძლის დარღვევები, რადგან ისინი მოქმედებს პრეპარატის მეტაბოლიზმზე და ექსკრეციაზე (იხ. პარაგრაფი 4.4).
გვერდითი რეაქციები:
არასასურველი რეაქციები წარმოადგენს ალდოსტერონის კონკურენტული ანტაგონისტის შედეგს, რომელიც ზრდის კალიუმის ექსკრეციას და სპირონოლაქტონის ანტიანდროგენულ ექსკრეციას.
გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია ორგანოთა სისტემის კლასის მიხედვით რეგულარული მოქმედების სამედიცინო ლექსიკონის მიხედვით (MedDRA), MedDRA სიხშირის გამოყენებით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10000, <1/100), ძალიან იშვიათი (1<10000), უცნობი სიხშირის (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
გვერდითი რეაქციები ორგანოთა სისტემის მიხედვით MeDRA –ს თანახმად | ძალიან ხშირი | ხშირი | არახშირი | იშვიათი | ძალიან იშვიათი | უცნობი სიხშირის |
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ |
|
|
|
| თრომბოციტოპენია,აგრანულოციტოზი,ეოზინოფილია |
|
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
|
|
| ჰიპერ მგრძნობელობა |
|
|
ენდოკრინული დარღვევები |
|
|
|
| ჰირსუტიზმი |
|
კვების და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები | ჰიპერკალიემია 1 | ჰიპერკალიემია 2 |
| ჰიპონატრიემია დეჰიდრატაცია პორფირია |
| ჰიპერქლორემიულ აციდოზი |
ფსიქიური დარღვევები |
|
| ცნობიერების დაბინდვა |
|
|
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
|
| ძილიანობა 4 თავის ტკივილი |
| დამბლა, პარაპლეგია |
|
კარდიოლოგიური დარღვევები | არითმია 4 |
|
|
|
|
|
სისხლძარღვთა დარღვევები |
|
|
|
| ვასკულიტი | არასასურველი ჰიპოტენზია |
რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები |
|
|
|
| ხმის ტემბრის ცვლილება |
|
დარღვევები საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის მხრივ |
| გულისრევა, ღებინება |
| გასტრიტი, წყლულია, კუჭიდან სისხლდენა, დიარეა |
|
|
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ |
|
|
|
| ჰეპატიტი |
|
დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ |
|
|
| გამონაყარი, ჭინჭრის ციება | ალოპეცია, ეკზემა, ბეჭდისებრი ერითემა, კანის მგლურასებრი დაზიანება |
|
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ |
|
|
|
| ოსტეომალაცია |
|
დარღვევები შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ |
|
|
|
| თირკმლის მწვავე უკმარისობა |
|
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ | ლიბიდოს დაქვეითება, ერექტილური დისფუნქცია, გინეკომასტია (მამაკაცებში) სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა, სარძევე ჯირკვლის გადიდება, მენსტრუალური დარღვევები (ქალებში) | უნაყოფობა5 |
|
|
|
|
სისტემური დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილას |
|
| ასთენია, დაღლილობა |
|
|
|
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება |
|
|
|
| სისხლში შარდოვანას მომატება |
|
¹თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და იმ პირებში, რომლებიც იღებენ კალიუმის პრეპარატებს
²ხანდაზმულ პაციენტებში, დიაბეტიკებში დ აიმ პირებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს.
³ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში.
4თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში იმ პირებში, რომლებიც იღებენ კალიუმის პრეპარატებს
5მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში
არასასურველი მოვლენები ჩვეულებრივ იხსნება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ძილიანობა/სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა და ელექტროლიტური დარღვევები.
მკურნალობა: სიმპტომური, სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. უნდა შენარჩუნდეს წყალ-ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსი: დაინიშნოს კალიუმის გამომყოფი დიურეტიკები, პარენტერალურად შეიყვანონ გლუკოზა და ინსულინი, მძიმე შემთხვევებში-ჰემოდიალიზი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
-სპირონოლაქტონის და კალიუმის დამზოგველი სხვა დიურეზულების, აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების, ალდოსტერონის მაბლოკირებლების, კალიუმის პრეპარატების ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალიემია.
-სხვა დიურეზულები (მომატებული დიურეზი)
-ქოლესტირამინი, ამონიუმის ქლორიდი (ჰიპერკალიემიის და ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზის რისკის მომატება).
-იმუნოდეპრესანტები (ტაკროლიმუსი და ციკლოსპორინი): ჰიპერკალიემიის რისკის მომატება.
-ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები - განსაკუთრებით განგლიობლოკატორები-შეიძლება განვითარდეს გადაჭარბებული ჰიპოტენზია. ამგვარად ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების დოზა შეიძლება შემცირებას ექვემდებარებოდეს თერაპიულ სქემაში ვეროშპირონის დამატებისას შემდგომი კორექციით აუცილებლობის შემთხვევაში.
-ალკოჰოლი, ბარბიტურატები ან ნარკოტიკული პრეპარატები (შეიძლება გააძლიერონ სპირონოლაქტონით გამოწვეული ორთოსტაზული ჰიპოტენზია).
-პრესორული ამინები (ნორეპინეფრინი): ვეროშპირონი ამცირებს მათ მოქმედებას. ეს უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიისას ამ პრეპარატების გამოყენების დროს.
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, კერძოდ აცეტილსალიცილის მჟავა, ინდომეტაცინი და მეფენამის მჟავა (ჰიპერკალიემიის რისკის მომატება ვეროშპირონის დიურეზული, ნატრიურეზული და ანტიჰიპრტენზიული ეფექტის შემცირებით)
-გლუკოკორტიკოსტეროიდები, აკტჰ (კალიუმის ექსკრეციის პარადოქსული ზრდა).
-დიგოქსინი (სპირონოლაქტონს შეუძლია დიგოქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შრატში მისი შემცველობის მომატება და გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარება).
-ლითიუმი: ლითიუმის პრეპარატები არ უნდა დაინიშნოს დიურეზულებთან ერთად, რადგან ისინი აქვეითებს ლითიუმის თირკმლის კლირენსს და შეიძლება ზრდიდეს ინტოქსიკაციის რისკს.
-კარბენოქსოლონი - შეიძლება იწვევდეს ნატრიუმის შეკავებას და აქედან გამომდინარე შეიძლება დააქვეითოს სპირონოლაქტონის ეფექტურობა.
-კარბამაზეპინი (სპირონოლაქტონთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკურად მნისვნელოვანი ჰიპონატრიემიის განვითარება)
-კუმარინის წარმოებულები (მათი ეფექტი სუსტდება).
-ტრიპტორელინი, ბუსერელინი, გონადორელინი: მათი ეფექტი ძლიერდება.
-გავლენა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებზე: შეიძლება აღინიშნოს გავლენა დიგოქსინის განსაზღვრის პროცესზე რადიოიმუნოლოგიური მეთოდით.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
-სპირონოლაქტონი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებშიც არსებული დაავადებები შეიძლება იწვევდეს აციდოზის და/ან ჰიპერკალიემიის განვითარებას.
-სპირონოლაქტონი შეიძლება ზრდიდეს ჰიპერკალიემიის რისკს პაციენტებში დიაბეტური ნეფროპათიით.
-სპირონოლაქტონით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში შარდოვანას აზოტის კონცენტრაციის მომატება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც უკვე აღენიშნებათ თირკმლის დაავადება და ჰიპერკალიემია. სპირონოლაქტონი შეიძლება იწვევდეს შექცევადი ჰიპერქოლემიური მეტაბოლური აციდოზის განვითარებას. ამგვარად პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში რეგულარულად უნდა გამოიკვლიონ თირკმლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლები, აგრეთვე ელექტროლიტური ბალანსი.
-სპირონოლაქტონით თერაპია შეიძლება არღვევდეს შრატში დიგოქსინის, პლაზმაში კორტიზოლის და ეპინეფრინის განსაზღვრის პროცესს.
-სპირონოლაქტონით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება აკრძალულია.
-სამკურნალწამლო ფორმის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა. პრეპარტი არ უნდა დაენიშნოთ პაციენტებს ლაქტოზის იშვიათი მემკვიდრული აუტანლობით: ლაპა ლაქტაზას უკმარისობა, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის დასაწყისში უნდა მოერიდონ სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვას, ინდივიდუალურად განსაზღვრული დროით. შემდგომში ამგვარ შეზღუდვას უნდა მიუდგნენ დიფერენციალურა`დ, ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად.
შეუთავსებლობა:
დადგენილი არ არის.
შეფუთვა
ტაბლეტები:
20 ტაბლეტი პვქ/ალ ბლისტერში.
1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
კაფსულები 50მგ და 100მგ:
10 კაფსულა პვქ/ალ ბლისტერში.
3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ტაბლეტები:
ინახება არაუმეტეს +25°C ტემპერატურაზე.
კაფსულები 50 და 100მგ:
ინახება არაუმეტეს + 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
5 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით.