შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: 100 მგ თიამინის ჰიქდროქლორიდს (ვიტამინი В 1)
200 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი В 6)
დამხმარე ნივთიერებები:
დექსტრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ორჟანგი, ტალკი, მეთილცელულოზა, მეთაკრილის მჟავა, მეთილმეთაკრილის კოპოლიმერი, ტრიეთილის ციტრატი, მაკროგოლ 6000, ტიტანის დიოქსიდი.
აღწერილობა:
თეთრი ფერის, მრგვალი შემოგარსული, დაახლოებით 10 მმ დიამეტრის მქონე ტაბლეტები.
ფარმაკოდინამიკა:
ვიტამინი В1 (თიამინი)
შეწოვის შემდეგ, თიამინი ფოსფორილიზდება ბიოლოგიურად აქტიურ თიამინის პიროფოსფატად (თპფ) და თიამინის ტრიფოსფატად (თტფ). ეს აქტიური წარმოებულები ასრულებენ კო-ფერმენტების როლს ნახშირწყლების მეტაბოლიზმის რეაქციებში. ასევე წარმოადგენენ პირუვატ-დეკარბოქსილაზის, 2-ოქსოგლუტარატდეჰიდროგენაზის და ტრანსკეტოლაზის კო-ფერმენტებს.
ვიტამინ В1- ის ანტინოცეცეპტიური ეფექტი დამტკიცდა ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით.
В1 ვიტამინის დიდი დოზები ეფექტურია ვერნიკეს ენცელოპათიის დროს და რეკომენდებულია ცნს-ის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
ვიტამინი В 6 (პირიდოქსინი)
ვიტამინი В 6 ფოსფორილირებისას აქტიურდება და კო-ფერმენტის სახით მონაწილეობას ღებულობს ამინომჟავების არაოქსიდაციურ მეტაბოლიზმში. ასევე მონაწილეობს დეკარბოქსილირებაში ბიოგენური ამინების წარმოქმნისა და ტრანსამინაზური რეაქციებისთვის საჭირო მრავალრიცხოვან რეაქციებში და ამინომჟავების დაშლისა და სინთეზის პროცესებში. მონაწილეობს ტრიფტოფანის მეტაბოლიზმსა და ჰემოგლობინის სინთეზში.
ვიტამინი В6 გავლენას ახდენს თერმულ მგრძნობელობაზე. დადებითად მოქმედებს მოტორულ, აფერენტულ და ვეგეტატურ ნერვულ ბოჭკოებზე ვიტამინი В 1 და В 6
რადგან ორივე ვიტამინი მჭიდროდ არის დაკავშირებული მეტაბოლურ პროცესებთან, შესაბამისად შესაძლებელია ურთირთკავშირის არსებობა В1 დაa В6 ვიტამინებს შორის. ორივე ვიტამინი მიეკუთვნება B- კომპლექსის კრიტიკულ ვიტამინებს, რომლებიც ხშირად არ მიეწოდებათ რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტებს.
მწვავე, სუბქრონიკული და ქრონიკული ტოქსიურობა:
იხ. პუნქტი ~განსაკუთრებული ზომები, სიმპტომები და ანტიდოტები~ და პუნქტი ~გვერდითი მოვლენები~.
ვიტამინ В1- ს გააჩნია ფართო თერაპიული ინდექსი.
150-200 მგ ვიტამინ В6-ის ორალური მიღებისას (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი/სხეულის მასა კგ/დღე) 100-107 დღის განმავლობაში ძაღლებში შეინიშნებოდა ატაქსია, კუნთების მოდუნება (ამიოტენია), წონასწორობის დარღვევა, ასევე აქსონების და მიელინური გარსების დეგენერაციული ცლილებები. გარდა ამისა, ვიტამინ В6- ის დიდი დოზებით მიღების შემდეგ ცხოველებში აღინიშნებოდა კრუნჩხვები და კოორდინაციის დარღვევა.
მუტაგენური და კანცეროგენული პოტენციალი:
კლინიკური გამოყენებისას В1 და В6 ვიტამინების მუტაგენური ეფექტები არ არის მოსალოდნელი. В1 და В6 ვიტამინების კანცეროგენული პოტენციალის ხანგრძლივი შესწავლა ცხოველებზე არ არის ხელმისაწვდომი.
ტოქსიკური ზეგავლენა რეპროდუქციაზე:
ვიტამინიi В1 აქტიურად ტრანსპორტირდება ნაყოფში. ვიტამინი В1- ის კონცენტრაცია ნაყოფსა და ახალშობილში უფრო მეტია, ვიდრე დედის ორგანიზმში. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინი В1- ის ჩვეულებრივზე დიდი დოზით მიღებაზე ჩატარებული სისტემატური კვლევების მონაცემები არ არსებობს.
ვიტამინი В6 აღწევს პლაცენტაში და მისი კონცენტრაცია ნაყოფში უფრო მაღალია, ვიდრე დედის ორგანიზმში.
ცხოველებზე ვიტამინი В6- ის მოქმედება საკმარისად არ არის გამოკვლეული. ვირთხებზე ჩატარებულმა ემბრიოტოქსიკურობის კვლევებმა ვერ გამოავლინეს ტერატოგენული ეფექტი. მამრობითი სქესის ვირთხებში ვიტამინის დიდი დოზით გამოყენება იწვევს სპერმატოგენეზის დარღვევას.
ვიტამინი В 1
ორალურად მისაღები ვიტამინი В1- ის შეწოვა სავარაუდოდ დოზადამოკიდებულია ორმაგი სატრანსპორტო სისტემის გამო.
თიამინი აქტიურად ადსორბირდება 2 მმოლ-ზე მაღალი კონცენტრაციით. 2 მმოლ-მდე შეწოვა პასიურად მიმდინარეობს. ორალური მიღებისას ვიტამინი В1 უპირატესად შეიწოვება დუოდენური მარყუჟიდან, ხოლო უფრო მცირე ნაწილი კი_ ნაწლავის შუა და ზემო ნაწილიდან. კუჭსა და დისტალურ დუოდენურ ნაწილში ადსორბცია ძირითადად არ მიმდინარეობს.
მსხვილი ნაწლავის ფლორაში ფორმირებული თიამინი არ შეიწოვება. ორალური მიღებისას თიამინი სწრაფად შეიწოვება. 50 მგ თიამინის მიღების შემდეგ მისი კუმულაცია ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს 5.3%-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 სთ-ს.
ექსკრეციის ძირითადი პროდუქტები თიამინის კარბონმჟავა, პირამინი, თიამინი წარმოადგენს დაუდგენელ მეტაბოლიტებს.
ორალურად ხანგრძლივი მიღებისას, თიამინი უცვლელი სახით გამოიყოფა 4-6 საათის განმავლობაში. ფიზიოლოგიური კონცენტრაციის შემთხვევაში თირკმლის კლირენსი ძალიან დაბალია (ნაკლებია კრეატინინის კლირენსზე).
ვიტამინი В 6
პირიდოქსინი, პირიდოქსალი და პირიდოქსამინი სწრაფად შეიწოვება ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზემო ნაწილიდან, ხოლო ექსკრეცია ხდება მაქსიმუმ 2-5 საათის განმავლობაში. ექსკრეციის ძირითადი პროდუქტია 4-პირიდოქსინის მჟავა. კოფერმენტების მოქმედების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მე-5 პოზიციაზე CH2OH- ის ჯგუფის ფოსფორილიზაცია (პირიდოქსალ-5-ფოსფატი [PALP]). PALP 80%- ით უერთდება სისხლის ცილებს. ორგანიზმი შეიცავს ვიტამინ В6- ის 40-150 მგ-ს. თირკმლის სადღეღამისო ექსკრეცია შეადგენს 1.7-3.6 მგ-ს, ხოლო დღიური ბრუნვის (დაშლის) სიჩქარე შეადგენს 2.2-2.4%-ს.
ვიტამინების В 1 და В 6 კომბინაციის ფარმაკოკინეტიკა
ვიტამინების В1 და В6 კომბინაციის ფარმაკოკინეტიკა შეესაბამება თითოეული მათგანის კინეტიკას.
vit -B- დენკი გამოიყენება ნერვული სისტემის დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია ვიტამინების В1 და В6 უკმარისობით
ექიმის დამატებითი დანიშნულების უქონლობისას, პაციენტმა უნდა იხელმძღვანელოს ინსტრუქციით.
მოზრდილებმა უნდა მიიღონ ვიტ -B-დენკის 1-2 ტაბლეტი ყოველდღიურად. ტაბლეტები იყლაპება დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და სირთულეზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.
მკურნალობის დაწყებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვიტამინი В1 და В6- ის იგივე დიდი დოზებით მიღების გაგრძელების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში, ვიტამინი В6- ით გამოწვეული ნევროპათიის რისკის შესამცირებლად მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს პრეპარატის მცირე დოზებით.
არსებობს მონაცემები პეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შესახებ კერძოდ: ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, შოკი. Aალერგიული რეაქციების შემთხვევაში საჭიროა, შეწყდეს პრეპარატის მიღება და მიემარტოს ექიმს.
ასევე უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს, ისეთი სიმპტომების გამოვლენის შესახებ, რომლებიც ზემოთ არ არის მითითებული.
არსებობს მონაცემები პეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შესახებ კერძოდ: ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, შოკი. Aალერგიული რეაქციების შემთხვევაში საჭიროა, შეწყდეს პრეპარატის მიღება და მიემარტოს ექიმს.
ასევე უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს, ისეთი სიმპტომების გამოვლენის შესახებ, რომლებიც ზემოთ არ არის მითითებული.
ორსულობის და ლაქტაციის დროს ვიტამინების სადღეღამისო მოთხოვნილება უნდა შეივსოს ბალანსირებული კვებით. აქტიური ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო პრეპარატი გამოიყენება ვიტამინების დეფიციტის შესავსებად. ამიტომ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მიერ შესაძლო რისკის და სარგებლის თანაფარდობის განსაზღვრის შემდეგ.
არ არსებობს სისტემატური კონტროლის მონაცემები პრეპარატ ვიტ-B- დენკის ორსულებისა დალაქტაციის პერიოდში მოქმედების შესახებ. ვიტამინები В1 და В6 აღწევენ დედის რძეში.
ზეგავლენა მანქანის და მექანიზმების მართვაზე: არ ახდენს გავლენას
არსებობს მონაცემები პეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შესახებ კერძოდ: ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, შოკი. ალერგიული რეაქციების შემთხვევაში საჭიროა, შეწყდეს პრეპარატის მიღება და მიემარტოს ექიმს.
ასევე უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს, ისეთი სიმპტომების გამოვლენის შესახებ, რომლებიც ზემოთ არ არის მითითებული.
პრეპარატს ინახავენ მშრალ ადგილას, 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი.
პრეპარატი არ გამოვიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
r 002843 - 19.07.2007 - 19.07.2012