Plasmon
ვიტამინ B კომპლექსი / VITAMIN B COMPLEX


რას წარმოადგენს ვიტამინ B კომპლექსი და რისთვის გამოიყენება
ვიტამინ B კომპლექსი - არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და ნიკოტინამიდს. ესენი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების ცვლაში. გამოიყენება დაავადებების და მდგომარეობების მკურნალობისას, რომლებიც დაკავშირებულია B ჯგუფის ვიტამინების და ნიკოტინამიდის უკმარისობასთან.

ვიტამინ B კომპლექსის მიღებამდე
არ მიიღოთ ვიტამინ B კომპლექსი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის მოქმედი ნივთიერების, ან რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- თუ გაქვთ მომატებული სისხლის წნევა (არტერიული ჰიპერტენზია) II-III სტადია;
- ბავშვებში 6 წლამდე.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ვიტამინ B კომპლექსის მიღებისას
- თუ გაქვთ ავთვისებიანი, ან ღვიძლის დაავადება, წყლული, გასტრიტი, პოდაგრა;
- ვიტამინმა B2, რომელიც შედის ვიტამინ B კომპლექსის შემადგენლობაში, შესაძლოა გამოწვიოს შარდის მოყვითალო-ნარინჯისფერი შეფერილობა.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს. 
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ მომატებული წნევისათვის სამკურნალო საშუალებებს, დამამშვიდებელ, საძილე, დეპრესიის საწინააღმდეგო ან პარკინსონის დაავადების სამკურნლო პრეპარატებს, ეპილეფსიის საწინააღმდეგი მედიკამენტებს და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს. 
აუცილებელია შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს ნებისმიერი თანმხლები მკურნალობის შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებებით, რომ თავიდან აიცილოთ მათ შორის რაიმე შესაძლო ურთიერთქმედება. 

ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე.

პრეპარატის მიღება შიძლება რეკომენდირებული დოზებით ორსულობის დროს. არ არის რეკომენდირებული ვიტამინ B კომპლექსის მიღება ძუძუთი კვებისას. მისი მიღების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მუშაობა მექანიზმებთან
რეკომენდირებული დოზებით მიღებისას ვიტამინ B კომპლექსი არ ახდენს გავლენას ტრასპორტის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის შემადგენელ და დამხმარე ნივთიერებებზე
პრეპარატის შემადგენლობაში შედის ხორბლის სახამებელი, რომელიც არ წარმოადგენს რისკს ცელიაკიის მქონე პირებისათვის. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ალერგია ხორბალზე (ცელიაკიისაგან განსვავებით) არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი. 
გარსის საფარველი შეიცავს საღებავს E110, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. 

როგორ მივიღოთ ვიტამინ B კომპლექსი
მიიღეთ ვიტამინ B კომპლექსი, როგორც აღწერილია ამ დანართ ფურცელში. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. 

მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი 2-3ჯერ დღეში. 
ბავშვები 6 წელს ზემოთ: 1-2 ტაბლეტი დღეში. 
ტაბლეტები მიიღება შიგნით, მცირეოდენ წყალთან ერთად. 

თუ მიიღეთ რეკომენდირებულზე მეტი დოზა
ძალიან მაღალი დოზებით პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს აგზნებადობა, შიში, ტრემორი (კანკალი), უძილობა, თავის ტკივილი, სპაზმი. თუ მიიღეთ ვიტამინ B კომპლექსის მეტი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება
თუ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ რაც შეიძლება მალე. თუ თითქმის მოახლოვდა მეორე დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივად, დავიწყებული დოზის მიღების გარეშე. არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა დავიწყებულის საკომპენსაციოდ. 
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს. 

შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ვიტამინ B კომპლექსმაც შესაძოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს არ შეინიშნება ყველა პაციენტში. 
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ვიტამინ B კომლექსმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ყველას არ გამოუვლინდეს. 
ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, სახის კანის გაწითლება, წამოხურება, განსაკუთრებით მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში. 
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ხდება უფრო სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მოცემული ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ, შეატყობინოთ ექიმს, ან ფარმაცევტს. 

ვიტამინ B კომპლექსის შენახვა
შეინახეთ ორიგილან შიფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურისა. 
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. 
სამკურნალო პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ არასაჭირო სამკურნალო საშუალება. 
ეს ზომები ხელს შეუწყობს ბუნების დაცვას. 

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს პრეპარატი ვიტამინ B კომპლექსი
- მოქმედი ნივთიერება: თიამინის ნიტრატე 5მგ; რიბოფლავინი 1მგ; პირიდოქსინის ფიდროქლორიდი 4მგ; ნიკოტინამიდი 50მგ.
- დამხმარე ნივთიერებები: ხორბლის სახამებელი; მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101); ჰიდროქსიპროპილცელულოზა; სტეარინის მჟავა, ტალკი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო; Опадрай АМВ 80W (პოლივინილის სპირტი, ნაწილობრივ ჰიდროლიზირებული, ტალკი, E171, E120, E322, E110, E415, E132). 

ვიტამინ B კომპლექსის ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა 
მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტები, დიამეტრი 6მმ, ჟოლოსფერ-მოწითალო ფერის; სუნი-სპეციფიკური, თიამინის. 
გარსით დაფარული 20 ტაბლეტი მოთავსებულია მყარ, უფერო, გამჭირვალე პვქ/ალუმინის ფოლგით დაფარულ ბლისტერში, 1 ბლისტერი დანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე)
სად შევიძინოთ?