რას წარმოადგენს ზონდარონი და რისთვის გამოიყენება იგი
ზონდარონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ონდანსტერონს, რომელიც მიეკუთვნება ღებინების საწინააღმდეგო (გულისრევის და ღებინების დამთრგუნველი) სამკურნალო საშუალებებს ჯგუფს.
ზოგიერთი სამკურნალო პროცედურები და საშუალებები იწვევენ ორგანიზმში ნივთიერება სეროტონინის გამოყოფას. ონდანსტერონი ბლოკავს ამ ნივთიერების გამოყოფას და ამ სახით გულისრევის და ღებინების წარმოშობას.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა თუ არა ამ სამკურნალო საშუალების მიღება თქვენთვის და თქვენი მდგომარეობის სამკურნალოდ.ი
ზონდარონი გამოიყენება ქიმიოთერაპისა და სხივური თერაპიის, ასევე ოპერაციული მკურნალობის დროს ზოგადი ანესთეზიის შემდეგ გულისრევსა ღებინების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
ზონდარონის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ზონდარონი:
- თუ გახასიათებთ ალერგიულობა (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ან მის პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ზონდარონის გამოყენებისას
- თუ გაქვთ პრობლემები გულთან დაკავშირებით;
- თუ გაქვთ გულის რითმის დარღვევა (არიტმია);
- თუ გაქვთ პრობლემა სისხლში კალიუმის, ნატრიუმის, მაგნიუმის მარილების შემცველობასთან დაკავშირებით;
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია ნებსიმიერი რებინებისსაწინააღმდეგო საშუალების მიმართ;
- თუ თქვენ გაქვთ შენელებული ნაწლავების პერესტალტიკა და გაწუხებთ ყაბზობა;
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება;
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
გთხოვთ აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ ან აქამდე იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემებს.
ზონდარონმა შეიძლება მოახდინოს გავლენა ზოგიერთი მათგანის მოქმედებაზე, ისევე როგორც სხვა სამკურნალოს საშუალებებმა სეიძლება მოახდინოს გავლენა ზონდარონის მოქმედებაზე.
აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოტვლი სამკურნალო პრეპარატებს:
- კარბამაზეპინი ან ფენითიონი ( გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);
- რიფამპიცინი ( ისეთი ინფეციების სამკურნალოდ, როგორიცაა ტუბეკულიოზი);
- ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები (გულის არათანაბარი რითმის დროს)
- ე.წ. ბეტა-ბლოკერები, გამოყენებადი გულის და თვალის სამკურალოდ, ასევე შფოტვის სამკურნალოდ და შაკიკის პრევენციისთვის.
- ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება)
- სამკურნალო სასუალებები, რომლებიც ახდენენ გავლენას გულზე (მაგ: ჰალოპერიდოლი ; მეტადონი);
- სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ: ანთრაციკლინები).
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
მიმართეთ ექიმს ამ ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე.
ორსულებში ზონდარონის გამოყენებისას უსაფრთხოება არ არის დადასტურებული, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ლაქტაცია - აქტიური ნივთიერება გამოიყოფა დედის რძესატან ერთად, რის გამოც საჭიროა ლაქტაციის შეწყვეტა ზონდარონით მკურნალობის დროს .
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
ზონდარონს არ გააცნია სედაციური ეფექტი და არ ახდენს გავლენას ყურადრების კონცენტრაციაზე. მკურნალობის დროს შესაძლებელია ტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
ზონდარონის მიღების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ ზონდარონი ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით ვალინი გამოიყენება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ეს სამკურნალო საშუალება წარმოადგენს საინექციო ხსნარს ინტრავენური ან ინტრამუსკულარური სეყვანისთვის და ყოველთვის გამოიყენება სპეციალისტის მიერ, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება.
ზონდარონის დოზა დამოკიდებულია მკურნალობის საზეზე და დგინდება ექიმის მიერ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ნემისმიერმა მედიკამენტმა, ნივალინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ნებისმიერ პაციენტში
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება გამოუვლინდეს ალერგიული რეაქცია. აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაგირთულდებათ სუნთქვა, დაგეწყებათ ტკივილი(შეკუმშვა) გულის არეში, ქუთუთოების, ტუჩების და ენის შეშუპება, გამონაყარი კანზე ან ჭინჭრის ციება, კოლაფსი.
სხვა გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (10-დან 1-ზე მეტ ადამიანში ) - თავის ტკივილი
ხშირი (10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში) - გათბობის შეგრძნება და კანის შეწითლება.
ზონდარონით მკურნალობით დროს შესაძლებელია მოიმატოს ღვიძლის ფერემნტების დონემ(განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ცისპლატინით).
არახშირი (100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში) – სლოკინი, დაბალი წნევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის დაბალი წნევა და კოლაფსი; არათანაბარი გულისცემა(არითმია); ან გულის შენელებული მოქმედება, ტკივილი გულის არეში; კრუნჩხვები; სხეულის უჩვეულო მოძრაობებ; კანკალი.
იშვიათი (1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)- ტრიალის შეგრძნეა ან ტავბრუხვევა; დაბინდული მხედველობა.
ძალიან იშვიათი (10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)- დარღვეული მხედველობა ან გონების დროებით დაკარგვა, რომელიც ,, როგორც წესი, გაივლის 20 წUუტძე ნაკლებ დროში.
თუ ამ ფურცელ ჩანართში აღნიშნული გვერდითი რეაქციებიდან რომელიმე გამწვავდა ან გამოვლინდა სხვა, რომელიც არ არის აღწერილი, დაუყონებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცვტს.
ზონდარონი წარმოადგენს საინექციო ხსნარს ინტრავენური (საინფუზიო) ან ინტრამუსკულარური შეყვანისთვის და ყოველთვის გამოიყენება სპეციალიზირებული სამედიცინო პერსონალის მიერ.
გულისრევა და ღებინება სხივური თერაპიის დროს
მოზრდილები
საშუალოემეტოგენური ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია
რეკომენდებული დოზაა 8 მგ ზონდარონი საინექციო ხსნარი ნელი შეყვანით ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად , უშუალოდ ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის წინ.
გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისთვის პირველ 24 საათში რეკომენდებულია ზონდარონით მკურნალობა პერორალურად არაუმეტეს 5 დღისა ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ.
მაღალემეტოგენური ქიმიოთერაპია
-ზონდარონი საინექციო ხსნარი 8 მგ დოზით შეიყვანება ერთჯერადად, ნელი შეყვანით ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ.
-დოზები 8-დან 32 მგ გამოიყენება ხოლოდ ერთჯერადად, ნელი შეყვანით ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად, გაზავებული 50-150 მლ ფიზიოლოგიურ ან სხვა ინფუზიისთვის შესაბამის ხსნარში, არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში.
8 მგ დოზა შეიძლება შეყვანილ იქნას ერთჯერადად, ნელი შეყვანით ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ, 8 მგ დოზის მომდევნო ორი ინტრავენური ან ინტრამუსკულარული ინექციით 2-4 საათიანი ინტერვალით ან ხანგრძლივი ინფუზიის სახით 1 მგ/24 საათში.
ზონდარონის საინექციო ხსნარის ეფექტურობის პოტენცირება შეიძლება 4 დან 20 მგ –მდე დექსამეტაზონის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანით უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფი
ბავშვები( 6 თვის და ზემოთ ასაკის ბავშვები და მოზარდები)
ზონდარონი საინექციო ხსნარი 5 მგ/მ# დოზით შეიყვანება ერთჯერადად, ნელი შეყვანით ინტრავენურად უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ ( ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ), შემდეგში პრეპარატის პერორალური მიღებიტ ქიმიოთერაპიის დასრულებიდან 12 საათის გასვლის მერე.
სხეულის მასის გათვალისწინებით დოზირებისას ზონადრონი შეიყვანება ერთჯერადად ინტრავენურად დოზით 0,15 მგ/კგ უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ (ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ).
მომდევნო ორი ინტარვენური დოზა შეიძლება შეყვანილი იქნას 4 საათიანი ინტერვალით.
პაციენტები ღვიძლის მძიმე დაზიანებით
ამ ჯგუფის პაციენტებსი პრეპარატის კლირენსი დაქვეიტებული აქვთ ორჯერ და სამჯერ, რის გამოც ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება ორჯერ( 20 საატამდე). ასეთ პაცინეტები დრიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ.
პაციენტებში თირკმლის დაავადებებით, გერიატრულ პაციენტებში და სპარტეინ/ დებრიზოვკინის „ნელი მეტაბოლიზატორების“ ჯგუფის პაციენტებში დოზირება, სიხშირე და გამოყენების წესი არ იცვლება.
პოსტოპერაციული გულისრევა და ღებინება
მოზრდილები - პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისთვის
რეკომენდებულია ერთჯერადი დოზა 4 მგ ზონდარონი საინექციო ხსნარი ნელი შეყვანით ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად ანესთეზიის წინ.
გამოხატული გულისრევის და ღებინების სამკურნალოდ ანესთეზიიდან გამოყვანის შემდეგ რეკომენდებულია ერთჯერადი დოზა 4 მგ ზონდარონი საინექციო ხსნარი ნელი შეყვანით ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად.
ბავშვები (1 თვის და ზემოთ ასაკის და მოზარდები)
პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისთვის ბავშვებში რეკომენდებულია ზონდარონის გამოყენება ერთჯერადი ნელი ინტრავენური ინექციის სახით ( არანაკლებ 30 წამის განმავლობაში) დოზით 0,1 მგ/კგ მაქსიმალურ დოზამდე 4 მგ, ანესთეზიის წინ, ანესთეზიის განმავლობაში ან მის შემდეგ.
ოპერაციის შემდეგ გამოხატული გულისრევის და ღებინების სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ნელი ინტრავენური ინექციის დოზით 1 მგ/კგ მაქსიმალურ დოზამდე 4 მგ.
გადაჭარბებული დოზირება.
გადაჭარბებული დოზირების სიმპტომები მსგავსია აღწერილია თერაპიული დოზის გამოყენების შემთხვევაში აღწერილი სიმპტომების. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია შესაბამისი სიმპტომატური მკურნალობა.
როგორ ინახება ზონდარონი
ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 30 ºC ტემპერატურისა.
არ გაყინოთ!
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ზონდარონი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ არასაჭირო სამკურნალო საშუალება.
ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ზონდარონი
- აქტიური ნივთიერება: ონდანსტერონის ჰიდროქლორიდი, ეკვივალენტი 4 მგ ონდასტერონის 2 მლ მოცულობის ამპულებში და 8 მგ –ის ეკვივალენტი 4 მლ. მოცულობის ამპულებში.
- დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (პH-ის კორექციისთვის) საინექციო წყალი.
ზონდარონის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
გამჭვირვალე, უფერო საინექციო/ საინფუზიო ხსნარი , პრაქტიკულად არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს. 2 მლ ან 4 მლ ამპულები ყავისფერი შუშისგან, გასახსნელ ადგილზე მარკირებით- წერტილი.
ამპულები 2 მლ მოცულობის _ 10 ამპულა პვქ ბლისტერში; 1 ან 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
ამპულები 4 მლ მოცულობის _10 ამპულა პვქ ბლისტერში; 1 ან 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.