Plasmon
დღენაკლთა მსოფლიო დღე
დღენაკლთა მსოფლიო დღე

მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი 1, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისი“
თარიღი: 17/11/2017

2017  წლის 17 ნოემბერს 14:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისი“-ს  საკონფერენციო დარბაზში ჩეხური ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკი“ -ს მონაწილეობით, გაიმართა საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული დღენაკლთა დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „1 ბავშვი 10 ბავშიდან იბადება ნაადრევად მთელს მსოფლიოში“.

 

კონფერენციის გახსნა-მისალმებები:

ნინო ბერძული - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

ია დავითაია - მედიცინის დოქტორი, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმ ქალთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტ-ნეონატოლოგი;

ირაკლი  ფავლენიშვილი - თსსუ პროფესორი; საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი.

ამირან გამყრელიძე - სსიპ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორი;

დავით ცაბაძე - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის დოქტორი, დ.ტვილდიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მომხსენებლები:

ბრონქოპულმონარული დისპლაზია - შემდგომი გართლებები, ანთების როლი და შესაძლო სტრატეგიები პრევენციასა და მკურნალობაში

კრისტიან პ. სპირი - მედიცინის დოქტორი, პრსფი, პედიატრი, პროფესორი, ვურცბურგის ბავშვთა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი და ხელმძღვანელი.

ნეონატალური ნოზოკომიალური სეფსისი, საბოლოო გამოსავალი თუ მართვადი დაავადება?

კრისტიან პ. სპირი - მედიცინის დოქტორი, პრსფი, პედიატრი, პროფესორი, ვურცბურგის ბავშვთა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი და ხელმძღვანელი.

თანამედროვე ნუტრიციული მიღწევები და კვებითი თერაპიის როლი დღენაკლ ბავშვთა ჰოსპიტალიზაციისა და სტაციონარის შემდგომი პერიოდის დროს. 

ურსულა კუდლა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერი, ნუტრიციოლოგიის განვითარების სპეციალისტი.