დიაბეტის მსოფლიო დღე
მისამართი: თბილისი
თარიღი: 14/11/2017
2017 წლის 14 ნოემბერს „დიაბეტის მსოფლიო დღე” თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურმა კლინიკამ და ბავშვების საყვარელმა ბრენდმა „მარსიანჩიკმა“ ტრადიციული ღონისძიება გამართეს დიაბეტიანი ბავშვებისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:
საქართველოს დიაბეტის ფედერაციის თავმჯდომარე - რამაზ ყურაშვილი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში - მანონი გოგუა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამების კოორდინატორი - გვანცა გასვიანი
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე
სტუმრებმა სიტყვით მიმართეს ბავშვებსა და მათ მშობლებს. ისაუბრეს დიაბეტის მნიშვნელობასა და ცხოვრების წესზე.
ბავშვების გართობაზე და ამაღლებულ განწყობაზე „მარსიანჩიკები“ ზრუნავდნენ. კომპანია „Walmark” - მა მათ საჩუქრები და ტკბილეული გადასცა, ასევე დიაბეტური ტკბილეულით ბავშვები დაასაჩუქრა აფხაზეთის მთავრობამ.