Plasmon
უკეთესი არჩევანი უკეთესი ცხოვრებისათვის
უკეთესი არჩევანი უკეთესი ცხოვრებისათვის

მისამართი: თბილისი, სასტუმრო “ამბასადორი"
თარიღი: 06/10/2017

ჩეხური ფარმაცევტული კომპანია “ვალმარკი”-სა და ფარმაცევტული კომპანია “ფარმსახლი”-ს ორგანიზებით 2017 წლის 6 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე სასტუმრო “ამბასადორი თბილისში” გაიმართა კონფერენცია თემაზე “უკეთესი არჩევანი უკეთესი ცხოვრებისათვის”. კონფერენციაზე განხილულ იქნა გინეკოლოგიურ პრაქტიკაში არსებული პრობემების თანამედროვე, ინოვაციური მიდგომები. 

პროგრამა:

18:00 – რეგისტრაცია

18:30 –“ევროპის არჩევანი – კომპანია ვალმარკი!” – ლელა სიხარულიძე, მარკეტინგის მენეჯერი.

18:40 “თანამედროვე ასპექტები ურო-გენიტალური დაავადებების მართვაში” - ალექსანდრე ხელაია, მედიცინის დოქტორი, უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, შარდის შეუკავებლობის ექსპერტი, მამაკაცის ჯანმრთელობის მართვის კაბინეტის ხელმძღვანელი, EAU, ESSM, ESHRE, ASRM წევრი. 

19:00 “ქრონიკული ვენური დაავადება – რისკები და მართვის სტრატეგია”  – თეა მუხურაძე, ნ.ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის ანგიოლოგი.

19:20 შეჯამება/დისკუსია

19:30 ფურშეტით მასპინძლობა