Plasmon
უკეთესი არჩევანი, უკეთესი ცხოვრებისთვის
უკეთესი არჩევანი, უკეთესი ცხოვრებისთვის

მისამართი: Holiday Inn Tbilisi
თარიღი: 25/10/2019

„უკეთესი არჩევანი, უკეთესი ცხოვრებისთვის“ – 25 ოქტომბერს,  სასტუმრო „Holiday Inn Tbilisi”-ს საკონფერენციო დარბაზმა ფარმაცევტული კომპანია არტ ფარმას კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიებას კომპანიის წარმომადგენლებთან და ევროპიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პედიატრიული სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

კონფერენცია არტ ფარმას დირექტორმა, ლიკა ლობჟანიძემ გახსნა. სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის მოეწყო ჩეხური ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ ბრენდის ბიოპრონ 9 პრემიუმის  წარდგენა.

“ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს საუკეთესო პროდუქცია მივაწოდოთ. ქართველ მომხმარებელს ვთავაზობთ კიდევ ერთ, გამორჩეულ ბრენდს, ბიოპრონ 9 პრემიუმს, რომლის ეფექტიანობა დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით და წამყვანი ევროპელი ექიმების მიერ მიღებული რეალური შედეგებით”–განაცხადა“ვალმარკის”ექსპორტის დირექტორმა, ირენა კუპკოვამ.

“ცენტრალურ ევროპაში ბიოპრონ 9 პრემიუმი არის ბაზრის უალტერნატივო ლიდერი. ეს განპირობებულია პროდუქტის ხარისხით, ეფექტიანობით და უნიკალური შემადგენლობით, რომელიც აღნიშნულ პრობიოტიკს გამოარჩევს ბაზარზე არსებული სხვა ბრენდებისგან”– განაცხადა “ვალმარკის” მარკეტინგის დირექტორმა, ჯირი მალატიმ.

კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ბავშვის (მოზარდის) ორგანიზმში ბაქტერიების დაბალანსებული ოდენობით არსებობის აუცილებლობაზე და მოზარდების ჯანმრთელობაზე მის გავლენაზე, ისაუბრეს; ასევე, ბიოპრონ 9 პრემიუმის გამოყენების მნიშვნელობაზე პედიატრიაში და კვლევებით დადასტურებულ ინოვაციურ შესაძლებლობებზე, რომლებიც აღნიშნულ პროდუქტს ახასიათებს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პედიატრი, მედიცინის დოქტორი, ბატონი თემურ მიქელაძე: “არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვების შედეგად ვითარდება ნაწლავის მიკრობიოტის გარკვეული პრობიოტიკური შტამის ნაკლებობა ან ზოგშემთხვევაში სიჭარბე. იმისათვის, რომ ეს ყევლაფერი მოგვარდეს, მთავარია ბალანსირებული კვება; თუ არ არის ბალანსირებული კვება, საჭიროა დაემატოს პრობიოტიკული შტამები, ოღონდ ხანგრძლივი მიღებით. პირველ რიგში, უნდა შევარჩიოთ ვის მიერ არის წარმოებული, რა ხარისხის სერტიფიკატი და რა ID პასპორტი აქვს პრობიოტიკურ შტამს. ჩვენს ბაზარზე უამრავი პრობიოტიკური შტამია და ჩვენი, ექიმების მთავარი მოვალეობაა გამოვიყენოთ მაღალი ხარისხის პრობიოტიკური შტამები, პაციენტს დავუნიშნოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც მის მდგომარეობას (ნაწლავთა ინფექცია იქნება, მწვავე დიარეა თუ დისბიოზი) დროულად გააუმჯობესებს.”

ბიოპრონ 9 პრემიუმი  წარმოადგენს №1 პრობიოტიკს ევროპაში მულტიშტამური შემადგენლობით. პროდუქტი შეიქმნა ევროპის წამყვან გასტროენტეროლოგებთან თანამშრომლობის შედეგად და მისი თერაპიული ეფექტიანობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით.

ბიოპრონ 9 პრემიუმის  სრულყოფილი შემადგენლობა წარმოადგენს იდეალურ კომპლექსს დისბიოზისა და ორგანიზმში მიკრობიომის დისბალანსით გამოწვეული სხვა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისთვის. თითოეულ კაფსულაში ცოცხალი მიკრო ორგანიზმების 9 შტამია წარმოდგენილი, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის გაძლიერებულ კოლონიზაციას უზრუნველყოფს.

პროდუქტი რეკომენდებულია ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან, ორსულობის, ლაქტაციისა და დიაბეტის დროსბიოპრონ 9 პრემიუმი არის სრულიად უსაფრთხო და სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.