თარიღი: 28 ოქტომბერი, 2020
დღეს მთელი მსოფლიო დადგა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, რასაც წარმოადგენს ჩოვიდ ინფექცია, რომლის მკურნალობაზეც და სხვადასხვა გართულებების მართვაზე ყოველდღიურად მსჯელობენ ექიმები.
აღმოჩნდა რომ D - ვიტამინის დეფიციტსა და Covid ინფექციის მძიმე მიმდინარეობას შორის არსებობს გარკვეული კავშირი.
პირველ რიგში განვმარტოდ თუ რას წარმოადგენს D ვიტამინი?
D - ვიტამინის გარეშე ადამიანის ცხოვრება ძნელად წარმოსადგენია რაგდან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
D - ვიტამინს სხვაგვარად უწოდებენ ”მზის ვიტამინს”. იმისათვის რომ ორგანიზმში გამომუშავდეს ჩვენი ფიზიოლოგიისთვის D - ვიტამინი, საჭიროა ყოველდღიურად 10-15 წუთით ჩვენი სხეულის 25 %ისა მაინც მოექცეს ინსოლიაციის ქვეშ აღნიშნული ვადით
და ჯერადობით მოვუწოდებთ ახალგაზრდებს და ბავშვების მშობლებს რომ მეტი დრო გაატარონ მზიან ამინდებში გარეთ, რადგან ეს საკმარისი იქნება D ვიტამინის დეფიციტის შევსებისათვის.
საკვებშიც მოიპოვება D-ვიტამინი და ყველაზე დიდი ოდენობით შედის ვირთევზას ღვიზლში, მაგრამ იმისათვის რომ მივაღწიოდ და შევავსოთ დეფიციტი, საჭიროა მისი ტონობით მიღება, რაც რათქმაუნდა შეუძლებელია ხანდაზმულ ასაკში, ვინაიდან კანი კარგავს უნარს ულტრაიისფერი სხივების გავლენით D - ვიტამინის წარმოქმნის უნარს და დგება D - ვიტამინის დეფიციტი.
ამიტომ უნდა განისაზღვროს სისხლში D - ვიტამინი, და რათქმაუნდა ეს უნდა მოხდეს კომპლექსურად, ექიმი ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით.
D - ვიტამინს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ასევე ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ხოლო დეფიციტი ხელს უწყობს ნევროლოგიური დაავადებების განვითარებაში.
მაგალითად ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა რომ D - ვიტამინის დეფიციტი იწვევს გაფანტული სკლეროზის განვითარებას.
D -ვიტამინის ნაკლებობის ფონზე ადვილად ვითარდება ალც-ჰეიმერის დაავადება, ანუ დემენცია, მისი ნორმალური შემცველობა აუცილებელია თავის ტვინის ადეკვატური ფუნქციონირებისთვის.
ბოლო პერიოდში მსოფლიოში შექმნილი გამოწვევამ კორონა ვირუსთან დაკავშირებით გამოავლინა ის რომ D - ვიტამინის დეფიციტი დაავადების COVID 19 ით ინფიცირებულ პირებში ხელს უწყობს იმუნოდეფიციტს, მეტიც ინგლისელმა მკვლევარებმა დაადგინეს რომ სიკვდილიანობა D - ვიტამინის დეფიციტით Covid -19 ით დაავადებულ პირებში უფრო მაღალია, და დაავადების მიმდინარეობაც მძიმდება.
ჩატარდა მაშტაბური კვლევა 11000 პაციენტში 0-95 წლამდე და გამოვლინდა საკმაოდ საინტერესო თავისებურება, რომ მწვავე რესპირატორული ინფექციების რისკი მკვეთრად მცირდება D -ვიტამინის ნორმალური მაჩვენებლების შენარჩუნების ფონზე ჩვენს ორგანიზმში (19%-ით მცირდება). ამ კვლევების შედეგად გამოვლიონდა რომ რაც უფრო დაბალია D - ვიტამინის დონე, მით უფრო ეფექტური აღმოჩნდა D - ვიტამინის ჩანაცვლება მწვავე რესპირატორული ინფექციების პრევენციის თვალსაზრიზით. რისიც გვეშინია ამ რესპირატორული ინფექციების დროს ეს არის პნევმონია და სიკვდილობა მნევმონიისგან.
21000 პაციეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით პნევმონიების განვითარების რისკი დაახლოებით 64 % -ით იკლებს იმ პირებში სადაც პრევენციულად უტარდებათ დ ვიტამინით ჩანაცვლება. მექანიზმი ამ მდგომერეობისს იმაშია, რომ D - ვიტამინს შეუძლია ააგოს ბარიერი ვირუსებისადმი, რის გამოც უფრო ნაკლები რაოდენობით ვირუსი აღწევს უჯრედში. ასევე D - ვიტამინს შეუძლია დაბლოკოს მნიშვნელოვანი გართულება ჩოვიდ ით ინფიცირებულ პაციენტებში - ეს არის ციტოკინეტიკური შტორმი,რაც იწვევს სიკვდილიანობას ამ პაციენტებში.
პაციენტს შეიძლება დაებადოს ასეთი კითხვა: რისთვის გვჭირდება D- ვიტამინის შევსება, ჩვენ ხომ მზიანი ქვეყანა ვართ უამრავი ჩატარებული კვლევებით მიხედვით
მზიან ქვეყნებში, მაგალითად ესპანეთში, ყოველ მესამეს აღნიშნება D - ვიტამინის დეფიციტი, ასევე იტალიაშიც D - ვიტამინის დეფიციტი მერყეობს სეზონების მიხედვით 36-75 % მდე -ეს გახლავთ ოფიციალური მონაცემები.
D- ვიტამინი გახლავთ ერთერთი პრევენციული ფაქტორი რესპირატორული ვირუსული ინფექციების მძიმე მიმდიარეობისა და ამ პრობლემით განპირობებული სიკვდილობის.
რამოდენიმე რეკომენდაცია იმისთვის თუ როგორ მოვიპოვოთ ჩვენთვის საჭირო D - ვიტამინი :
ეს გახლავთ ადეკვატური ინსოლაცია, რადგან დიდ დროს ვატარებთ სამსახურში, სკოლაში და სახლში; ცხიმიანი თევზეულის მიღება და სხვა პროდუქტები, (მაგრამ პროდუქტებში შედის D -ვიტამინი მცირე რაოდენობით); და ლაბორატორიული კვლევით სისხლში განსაზღვრული D - ვიტამინის მაჩვენებლის იხედვით კვალიფიციური ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, რათა შეივსოს დეფიციტი შესაბამისი პრეპარატით.
სტატიის ავტორი: ექიმი ენდოკრინოლოგი - ლალი ტიგიშვილი
წყარი: https://enmedic.ge/