Plasmon
კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია

თარიღი: 15 ივნისი, 2022

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი დოქ­ტო­რან­ტი, დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი ზაზა თე­ლია კი­დევ ერთ რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა, ამ­ჯე­რად კა­ნის პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

 

ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს ავ­რცე­ლებს, სა­დაც კა­ნის კი­ბოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­თებ­ზე წერს. ასე­ვე, ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ გა­რუ­ჯვის დროს:

 

"კა­ნის კი­ბოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­თე­ბი რომ­ლის და­ჯე­რე­ბაც უნდა შე­წყვი­ტო

 

მითი 1
მე არ მაქვს კა­ნის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კი ზამ­თრის თვე­ებ­ში ან ღრუბ­ლი­ან ამინ­დში რო­დე­საც მზე ძლი­ერ არ ანა­თებს 

ფაქ­ტი - მზის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი ად­ვი­ლად აღ­წევს ღრუბ­ლის გავ­ლით დე­და­მი­წის ზე­და­პი­რამ­დე, ასე­ვე შუ­შის გავ­ლით შე­ნო­ბებ­ში, შე­სა­ბა­მი­სად მზის დამ­ცა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად კა­ნის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის შე­სა­ცი­რებ­ლად.

 

მა­გა­ლი­თად - აშშ-ში კა­ნის კიბო წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­ზე ხშირ სიმ­სივ­ნეს და ყო­ვე­ლი 5 ამე­რი­კე­ლი­დან ერთს უვი­თარ­დე­ბა კა­ნის კიბო რო­დე­საც ისი­ნი აღ­წე­ვენ 70 წლის ასაკს.

 

მითი 2
და­ზი­ა­ნე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში არას­წო­რად ვიქ­ცე­ო­დი, არ ვი­ცავ­დი თავს მზის­გან, ვირუ­ჯე­ბო­დი. ახლა ვე­ღარ მო­ვახ­დენ ზე­გავ­ლე­ნას ჩემი კა­ნის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კზე.

 

ფაქ­ტი - იმის მი­უ­ხე­და­ვად რომ მზის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა გვხვდე­ბა ბავ­შვებ­ში, დღე­ი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია რომ მთლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი მზის და­ზი­ა­ნე­ბის მხო­ლოდ 20% გვხვდე­ბა 22 წლამ­დე ასაკ­ში.

 

ყო­ვე­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში შენ იღებ და­ზი­ა­ნე­ბის და­მა­ტე­ბით 10%-ს. შე­სა­ბა­მი­სად არას­დროს არ არის გვი­ა­ნი და­ი­წყო მზის­გან დაც­ვა, იმი­სათ­ვის რომ შე­ამ­ცი­რო კა­ნის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი (დაგ­რო­ვე­ბი­თი) მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

 

მითი 3
დღეს დი­ლით მე გა­მო­ვი­ყე­ნე SPF50, ამი­ტომ შე­მიძ­ლია უსაფრ­თხოდ მი­ვი­ღო რუჯი

 

ფაქ­ტი - არ არ­სე­ბობს "უსაფრ­თხო გა­რუ­ჯვის" ცნე­ბა.

 

გა­რუ­ჯვი­სას შენი კანი სქელ­დე­ბა და მუქ­დე­ბა იმი­სათ­ვის რომ და­იც­ვას ორ­გა­ნიზ­მი და­მა­ტე­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბის­გან. რუ­ჯის არ­სე­ბო­ბა უკე­თე­სია ვიდ­რე დამ­წვრო­ბა, თუმ­ცა გა­რუ­ჯუ­ლი კანი უკვე ნიშ­ნავს და­ზი­ა­ნე­ბულ კანს. ასე­ვე ადა­მი­ან­თა 50%-ზე ნაკ­ლე­ბი იყე­ნებს მზის­დამ­ცავს სწო­რად და სწო­რი რა­ო­დე­ნო­ბით ადექ­ვა­ტუ­რი დაც­ვი­სათ­ვის.

 

ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 28 გრა­მი (გოლ­ფის ბურ­თის ზომა) მზის­დამ­ცა­ვი თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე წა­სას­მე­ლად 20 წუ­თით ადრე მზე­ზე გას­ვლის წინ, იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ყო­ველ 2 სა­ათ­ში ინ­ტენ­სი­ურ მზე­ზე ყოფ­ნი­სას, ასე­ვე ცურ­ვის და შხა­პის მი­ღე­ბის შემ­დგომ.იმის მი­უ­ხე­და­ვად რომ მზის დამ­ცა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა არის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ის არ წარ­მო­ად­გენს მზე­ზე წო­ლის "ლი­ცენ­ზი­ას". მზის დამ­ცა­ვი გა­მო­ყე­ნე­ბულ უნდა იქ­ნას ქუდ­თან, სათ­ვა­ლეს­თან, ტან­საც­მელ­თან ერ­თად რო­მე­ლიც ფა­რავს კა­ნის დიდ ნა­წილს (თუ ტან­საც­მლით კანი მუდ­მი­ვად და­ფა­რუ­ლია, ამ კა­ნის ფარ­თობ­ზე მზის­დამ­ცა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის სა­ჭი­რო).

 

მითი 4
მე არ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო მზის დამ­ცა­ვი რად­გან ის D ვი­ტა­მი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას უშ­ლის ხელს.

 

ფაქ­ტი - სულ მცი­რე რა­მო­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არის სა­ჭი­რო მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა კა­ნის სულ მცი­რე ნა­წილ­ზე (მა­გა­ლი­თად სახე) ადექ­ვა­ტუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის D ვი­ტა­მი­ნის მი­სა­ღე­ბად.

 

მზის­დამ­ცა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა არ აფერ­ხებს D ვი­ტა­მი­ნის სინ­თეზს.

 

მზის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი რის­კე­ბი სა­გან­გა­შოა - გა­აჩ­ნია კან­ცე­რო­გე­ნუ­ლი ეფექ­ტი დნმ-ის და­ზი­ა­ნე­ბის ხარ­ჯზე რო­მე­ლიც იწ­ვევს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბას, ნა­ო­ჭე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ეფექ­ტი, ლა­ქე­ბის და სი­წით­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ეფექ­ტი, ასე­ვე კა­ნის და კან­ქვე­შა ქსო­ვი­ლებ­ში გავ­ლით აღ­წევს ვის­ცე­რა­ლურ ორ­გა­ნო­ე­ბამ­დე და იწ­ვევს მათ და­ზი­ა­ნე­ბა­საც.

 

მითი 5
მუქი კა­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან კა­ნის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის ქვეშ

 

ფაქ­ტი - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ კა­ნის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი უფრო მე­ტია ღია ფე­რის კა­ნის ადა­მი­ა­ნებ­ში, ღია ფე­რის თმის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში, ასე­ვე ადა­მი­ა­ნებ­ში რომ­ლებ­საც უვი­თარ­დე­ბათ ჭორფლე­ბი, არ­ცერ­თი ეთ­ნო­სის ადა­მი­ანს არ აქვს "იმუ­ნი­ტე­ტი" კა­ნის კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ. შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა ტი­პის კა­ნის მქო­ნე ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა მზის­გან დაც­ვის ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

 

მითი 6
სო­ლა­რი­უ­მი უფრო უსაფრ­თხოა ვიდ­რე მზის ბუ­ნებ­რი­ვი სხი­ვე­ბი

 

ფაქ­ტი - ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სო­ლა­რი­უ­მის შემ­თხვე­ვა­ში 10-ჯერ აღე­მა­ტე­ბა მზის ბუ­ნებ­რივ ულტრა­ი­ი­ა­ფე­რი სხი­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას დღის პი­კის სა­ა­თებ­ში.

 

მითი 7
სა­მა­კი­ა­ჟო პრო­დუქ­ტი SPF-ის შემ­ცვე­ლო­ბით ახ­დენს ადექ­ვა­ტურ მზის­გან დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას.

 

ფაქ­ტი - არა, მზის­დამ­ცა­ვის გა­მო­ყე­ნებᲐ უმდა მოხ­დეს მა­კი­ა­ჟის წას­მამ­დე ადექ­ვა­ტუ­რი დაც­ვის მი­სა­ღე­ბად, ეს იმი­ტომ რომ სა­მა­კი­ა­ჟო სა­შუ­ა­ლე­ბა­ში შე­მა­ვა­ლი SPF-ის ოდე­ნო­ბა არას­დროს არ არის საკ­მა­რი­სი ადექ­ვა­ტუ­რი დაც­ვი­სათ­ვის.

 

მითი 8
თუ მინ­და რომ ნე­ვუს­ზე (ხალი) შე­ვი­მოწ­მო თავი აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი ქი­რურ­გი­უ­ლი გზით მო­ცი­ლე­ბა.

 

ფაქ­ტი - სა­ეჭ­ვო ნე­ვუ­სე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ეფექ­ტუ­რად და უსაფრ­თხოდ მოხ­დეს დერ­მა­ტოს­კო­პის გა­მო­ყე­ნე­ბით დერ­მა­ტო­ლო­გის მიერ.

 

ასე­ვე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ადა­მი­ან­მა წე­ლი­წად­ში ერთხელ მო­ახ­დი­ნოს სხე­უ­ლის კა­ნის ყვე­ლა ნა­წი­ლის თვით დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა სარ­კე­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ვიხ­მა­როთ ოჯა­ხის წევ­რი ჩვენ­თვის ძნე­ლი თვალ­თა­ხედ­ვის ად­გი­ლებ­ში მდე­ბა­რე ხა­ლე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად. ოჯა­ხის წევ­რი უნდა იყოს ყო­ველ­თვის ერ­თი­და­ი­გი­ვე იმი­სათ­ვის რომ მან და­ა­ფიქ­სი­როს ხა­ლის ცვლი­ლე­ბა ABCDE წე­სის შე­სა­ბა­მი­სად" - წერს ზაზა თე­ლია.

წყარო: https://www.beaumonde.ge