Plasmon
ცერვიკალურ ლორწოს და სპერმის სითხის როლი წარმატებულ ფერტილიზაციაში

თარიღი: 20 მაისი, 2021

ცერვიკალურ ლორწოს და სპერმის სითხის წარმატებულ ფერტილიზაციაში?
 
ცერვიკალური ლორწო ქალის ფიზიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით იყოფა ოთხ ტიპად:
ყველაზე დაბალი ფერტილიზაციის პერიოდი:
1. არ ჩანს ცერვიკალური ლორწო
2. ქალს აქვს სიმშრალის, ქავილის შეგრძნება

დაბალი ფერტილიზაციის პერიოდი:
1. არ ჩანს ცერვიკალური ლორწო
2. საშო არის დატენიანებული საშუალო ფერტილიზაციის პერიოდი: 1. ცერვიკალური ლორწო არის სქელი, მოთეთრო- მოყვითალო, არ არის წებოვანი 2. საშო არის დატენიანებული
 
მაღალი ფერტილიზაციის პერიოდი: 1. ცერვიკალური ლორწო არის გამჭვირვალე, წებოვანი, ელასტიური 2. საშო არის სველი და გლუვი
 
წარმატებული განაყოფიერებისთვის აუცილებელია საშოს ლორწოვანის pH-ის მაჩვენებელი იყოს 7,0-7,4 -ის დიაპაზონში. ეს მაჩვენებელი საჭიროა სპერმატოზოიდების გადაადგილებისთვის. მაგრამ, ოვულაციის პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილების გამო ხშირ შემთხვევაში pH-ის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად სცდება 7,4-ს და იქმნება ტუტე გარემო, რაც ხელშემშლელი ფაქტორია სპერმატოზოიდებისთვის, კერძოდ:

იცვლება სპერმატოზოიდების მიზანმიმართული გადაადგილების ტრაექტორია
მცირდება სპერმატოზოიდების გადაადგილების აქტიურობა
მომატებული ტუტე გარემო აქვეითებს სპერმატოზოიდების განაყოფიერების უნარს
 
ფერტილიზაციის ხელშესაწყობად უდიდესი მნიშვნელობა აქვს სპერმის შენარჩუნებას გარკვეული დროით საშოში. როგორც ცნობილია ეაკულაციიდან 20-30 წთ-ში სპერმის სითხე მნიშვნელოვნად თხევადდება და 12-14 საათის შემდეგ ის იღვრება საშოდან. რაც უფრო მეტი დაყოვნების დრო იქნება სპერმის საშოში, მით უფრო მეტი შანსია კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის.
გერმანული ლაბორატორია KESSEL-MEDINTIME-ის მიერ ათეული წლის უკან შეიქმნა პრეპარატი- #პრეფერტი ს ვაგინალური გელი, რომელსაც უწოდებენ “სპერმის მეგობარ ლუბრიკანტს“ და რომელსაც მეცნიერული კვლევების და კლინიკური დაკვირვებების საფუძველზე მიიჩნევენ, როგორც ერთადერთ ლუბრიკანტს ფერტილიზაციის ხელშესაწყობად.
 
ისმის კითხვა-რა მექანიზმით ეხმარება პრეფერტის ვაგინალური გელი ფერტილიზაციას?

პრფერტის გელს აქვს ცერვიკალური ლორწოს(მე-4 ტიპი) დამახასიათებელი pH-ის მაჩვენებელი(7.0-7,4), ამიტომ გამორიცხულია სპერმატოზოიდების ქაოტური გადაადგილება, მათი დაზიანება.

პრეფერტის გელი ზრდის ცერვიკალური ლორწოს რაოდენობას და მის ელასტიურობას, რაც მნიშვნელოვანია ცერვიკალურ სივრცეში სპერმატოზოიდების გადასაადგილებლად.
 
პრეფერტის გელი ამცირებს სპერმის აგლუტინაციას და ლიქვაფრაქციის დროს
 
პრეფერტის გელი ჰქმნის ბუფერს, ზრდის სპერმის მოცულობას და ხელს უშლის მის ნაადრევ დაღვრას საშოდან.
 
პრეფერტის გელი ანტიესტროგენული თერაპიის დროს ხელს უწყობს საშოს დატენიანებას.
 
წარმატებული შედეგის მისაღებად პრეფერტის გელი გამოიყენება ინტრავაგინალურად სქესობრივ აქტამდე 3-5 წუთით ადრე ოვულაციის დღეებში.