Plasmon
ტილები

თარიღი: 21 ივლისი, 2016

ადამიანის სხეულზე შესაძლოა ბინადრობდეს 3 ტიპის  ტილი, ესენია:
• თავის ტილი
• სხეულის ტილი
• ბოქვენის ტილი
თავის ტილი გადაეცემა უშუალოდ კონტაქტის დროს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მისი სამკურნალო ბევრი საშუალება, მთლიანად ტილების მოსპობა მაინც რთულია, ამიტომ შემჩნევისთანავე სასურველია მოხდეს მკურნალობის დაწყება, რათა თავიდან ავიცილოთ მათი გამრავლება და გავრცელება. 

აღწერა
თავის ტილი არის პატარა, მონაცრისფრო- მოთეთრო ფორმის პარაზიტი, რომელიც ცხოვრობს თავის თმიან ნაწილში. იგი დღის განმავლობაში დებს 7-10 კვერცხს, რომელსაც ეწოდება წილები და მიმაგრებულია თმებზე, თავის ქალასთან ახლოს. მათგან ტილის გამოჩეკა ხდება 8 დღეში. გამოჩეკის შემდეგ კვერცხის გარეკანი უფრო შესამჩნევი ხდება, ის თავისით არ სცილდება თმას, მისი მოცილება თმის ზრდასთან ერთად ხდება. ტილების გავრცელებას ხელს უწყობს თმის თმასთან კონტაქტი, ვინაიდან ეს პარაზიტი არც დაფრინავს და არც დახტის დიდ მანძილზე.  ინვაზირებული პაციენტის მოხმარების საგნებით (სავარცხელი, თეთრეული, ტანსაცმელი და ა.შ.) ტილების გადაცემის დაბალი რისკი არსებობს. 

სიმპტომები
ტილებით დაინვაზირებულ პაციენტებს განსაკუთრებული სიმპტომები არ აღენიშნებათ, ერთადერთი შემაწუხებელია თავის, კისრის და ყურის უკანა მიდამოების ქავილი. ქავილის მიზეზია ტილის მიერ გამოყოფილი ნერწყვი, რომელსაც ის გამოყოფს კვების დროს.

დიაგნოზის დასმა ხდება ქალას დათვალიერებით, ტილების  და/ ან მისი კვერცხის (წილების) აღმოჩენით.

აუცილებელია თმის კარგად დავარცხნა. სასურველია სველი თმის დავარცხნა, რათა მთლიანად გასწორდეს აბურდული თმა, შესაძლებელია თმის კონდიციონერის გამოყენებაც

გამოიყენეთ წვრილკბილიანი სავარცხელი. მოათავსეთ სავარცხელი თმის ძირში და ნელა ჩამოვარცხნეთ თმა ბოლომდე. დააკვირდით სავარცხელს, შესაძლოა მასზე აღმიაჩინოთ ტილი ან წილი. სავარცხელი ერთსა და იმავე თმას დაუსვით მინიმუმ 2-ჯერ. 

მხოლოდ წილის აღმოჩენა, ტილების გარეშე არ ნიშნავს რომ ბავშვი დაინვაზირებულია პარაზიტით. ტილების მკურნალობის შემდეგ რამდენიმე თვის მანძილეზე შესაძლოა დარჩეს წილები თმის ღერზე და ის გამოჩნდება  მხოლოდ მაშინ, როცა თმა სიგრძეში გაიზრდება. როგორც წესი ტილი ახალ კვერცხს დებს თმის ძირში და მისი დანახვა თმის გარკვეულ სიგრძეზე გაზრდამდე შეუძებელია. თავის დათვალიერებისას ტილების აღმოჩენა შედარებით რთულია, რადგან ისინი სწრაფად დარბიან და ადვილად სხლტებიან მხედველობის არედან (არსებობს სპეციალური ნათურები, რომელიც ტილს ანიჭებს მოიისფრო შეფერილობას და მათ ქვეშ თავის დათვალიერების დროს გაცილებით ადვილია პარაზიტების შემჩნევა). სანამ მკურნალობას დაიწყებთ ზუსტად დარწმუნდით რომ ბავშვი დაინვაზირებულია. 

თუ თქვენს პატარას ყავს ეს პარაზიტი, გახსოვდეთ:
• ტილები არ ნიშნავს ბავშვის სიბინძურეს ან ავად ყოფნას
• თქვენ სწორი მკურნალობის შემდეგ თავს დააღწევთ ამ პარაზიტისაგან
• არ არსებობს სერიოზული და ხანგრძლივი დაავადება, რომელიც უკავშირდება ტილების არსებობას. 
თავის  ტილების  მკურნალობა-არსებობს ტილების მოშორების რამდენიმე ვარიანტი: კრემები, სითხეები, კომბინირებული და ორალური პრეპარატები (აბები). მნიშვნელოვანია, რომ მივყვეთ მითითებებს ყურადღებით, რათა დავრწმუნდეთ მკურნალობის ეფექტურობაში.
თუ მშობელი დარწმუნებულია, რომ ბავშვს (2 და მეტი წლის ასაკის) აქვს თავის ტილები, შეუძლია გამოიყენოს ქვემოთ მოყვანილი ინსექტიციდები (ქიმიური პრეპარატები, რომლებიც  ებრძვიან პარაზიტებს და მათ კვერცხებს). შემოწმდეს ოჯახის ყველა წევრი და იზოლირებული იქნას გარკვეული დროით მკურნალობის პერიოდში. თუ ბავშვი 2 წელზე პატარა ასაკისაა, მკურნალობასთან დაკავშირებით რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. 

ინსექტიციდები
აქტიური ინსექტიციდები არის სუბსტანცია, როგორც წესი, ლოსიონი ან გელი. ის გამოიყენება თავის თმიან ნაწილზე ტილების გასანადგურებლად. ინსეტიციდები, შესაძლოა, შეიცავდეს:
• პერმეტრინს
• პირეტრინს
• მალათიონს
• ბენზოლის სპირტს
• სპინოსადს
• აქტიურ ივერმექტინს
მიყევით მწარმოებლის ინსტრუქციას ყურადღებით:  შეგიძლიათ დაიბანოთ თმა შამპუნით, ჩამოიბანოთ კარგად და გაიმშრალოთ პირსახოცით. ინსექტიციდი კრემი ან გელი უხვად მოათავსეთ თავის თმიან არეში 10 წუთის განმავლობაში წყლით ჩამობანვამდე. მალათიონი შეგიძლიათ გაიჩეროთ 8-12 საათის ან მთელი ღამის განმავლობაში. მალათიონს ცუდი სუნი აქვს, რომელიც ზოგიერთი ადამიანისთვის ცუდი ასატანია. მალათიონი, ასევე აალებადია, ამიტომ მოარიდეთ ცეცხლს ან ელექტრონულ წყაროებს, როგორიცაა სიგარეტი, მიკროტალღური ღუმელი ან თმის საშრობი.
შემდგომი მკურნალობა საჭიროა პერმეტრინით, პირეტინით და ბენზოლის სპირტით 7-10 დღის შემდეგ პირველი მკურნალობიდან. მხოლოდ მალათიონის აპლიკაცია ხშირად საკმარისია, რამდენადაც, მალათიონს შეუძლია განმეორებითი მოქმედება ცოცხალ ტილებზე 7-9 დღის განმავლობაში მკურნალობის შემდგომ. 
აქტიური ივერმექტინი გამოიყენება დამოუკიდებლად სამკურნალოდ. პაციენტებმა, მკურნალობის დაწყებამდე, სასურველია, გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. 

სველი თმის დავარცხნა ეს  არის გზა, რომელიც მოაცილებს ტილებს თმიანი ნაწილიდან. ეს  მკურნალობის  საუკეთესო  გზაა  მცირე ასაკის ბავშვებში, თუ თქვენ გინდათ თავიდან აიცილოთ ინსექტიციდების გამოყენება. თუმცა, ეს მეთოდი მოითხოვს დროს და მრავალჯერ განმეორებას მკურნალობის განმავლობაში.
დაასველეთ თმა და დაადეთ საპოხი მასალა, როგორიცაა ჩამოსაბანი კრემი, ძმარი ან ზეითუნის ზეთი. დავარცხნეთ თმა ისე, როგორც ზევითაა აღწერილი 15-დან  30 წუთის განმავლობაში, ეს დამოკიდებულია თმის სიგრძესა და სისქეზე. დავარცხნეთ  3-4-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აღმოაჩენთ ფართო, მოზრდილ ტილს. 
ორალური პრეპარატები-ორალური პრეპარატები ინიშნება იმ ადამიანებში, ვისი პარაზიტებიც  რეზისტენტული არიან გავრცელებული ინსექტიციდების მიმართ. 
სხვა მკურნალობა-კვლევებმა აჩვენა, რომ ლოსიონები და სხვა ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ამ დროს, მიმართულია პარაზიტის განადგურებისკენ (მოხრჩობისკენ). თუმცა, პარაზიტების მოხრჩობა საკმაოდ რთულია. სველით თმის დავარცხნა მუშაობს უკეთესად და ნაკლებ სირთულეს წარმოადგენს. 
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავს ბენზინსა და ნავთს, არის ტოქსიური და შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება, ამიტომ არ არის რეკომენდებული მათი გამოყენება. 

თავის ტილის გავრცელების პრევენცია
მოზარდებსა და ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ ტილებით ინვაზირებულ პირებთან ერთად, უნდა შემოწმდნენ ტილებზე და საჭიროებისას ჩაიტარონ მკურნალობა. მათ კი, ვისაც ძინავთ ასეთ ადამიანებთან ერთად, უნდა იმკურნალონ მიუხედავად იმისა აღმოაჩნდებათ თუ არა  ტილები ან მათი კვერცხები.
სკოლა ინფორმირებული უნდა იყოს ტილებით ინვაზირების შემთხვევაში. კვლევების უმეტესობა ამტკიცებს, რომ ტილებით ინვაზირებული ბავშვების სკოლიდან მოხსნა საჭირო არ არის. 
მკურნალობამდე 48 საათის განმავლობაში გამოყენებული ტანსაცმელი, ლოგინის თეთრეული და პირსახოცი ინდა გაირეცხოს ცხელ წყალში და გაშრეს ელექტროღუმელში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაკუუმი ავეჯის, ხალიჩისა და მანქანის სავარძლების გასასუფთავებლად. ნივთები, რომლების გარეცხვაც შეუძლებელია, უნდა დაილუქოს პლასტმასის ჩანთაში ორი კვირის განმავლობაში. ნივთები, როომლებიც გამოყენებულ იქნა მკურნალობამდე ორი დღით ადრე, სავარაუდოა, არ იყოს ინვაზირებული, რადგან თავის ტილები ვერ რჩებიან სხეულზე 48 საათზე მეტ ხანს. ნუ გამოიყენებთ სახლში ტილების საწინააღმდეგო სპრეის.