თარიღი: 13 მარტი, 2018
საკმაოდ მრავალფეროვანი ოჯახია. მოიცავს შემდეგ გვარებს Cupressus (ინტროდუცირებული), Juniperus (თბილისის მიდამოებში გავრცელებულია ბუნებრივად), Biota (ინტროდუცირებული). დომინანტი პოზიცია უჭირავს Cupressus-ის გვარის ინტროდუცირებულ სახეობას - Cupressus sempervirens-ს, მარადმწვანე კვიპაროსი.მისი სიმაღლე 30-60 მ-ს აღწევს. ფართოდაა გავრცელებული თბილისის ყველა უბანში, ბაღ-პარკებში და დასახლებულ ადგილებში. ახასიათებს მტვრის მარცვლის მაღალი პროდუქტიულობა და მაღალი ალერგენობა. Cupresaeceae-ს ოჯახის ზემოთ ჩამოთვლილი გვარებიდან Juniperus-ის გვარის სახეობები ყვავილობას იწყებენ დეკემბრიდან, იანვრიდან უკვე ემატება Cupressus- ის გვარში
გავრცელებული სახეობების (Cupressus sempervirens, … ) და Biota-ს გვარში გაერთიანებული სახეობების მტვრის მარცვლები და ყვავილობა გრძელდება მაისამდე