Plasmon
ქსერაქალმ ნუტრიშენი დასაბანი გელი - ავენი / XERACALM NUTRITION Cleansing Gel – Avene
  • აღწერა: მშრალი და ძალიან მშრალი კანის დასაბანი საშუალებები
  • მოცულობა: 500 მლ
  • დანიშნულება: დასაბანი საშუალებები; მშრალი და ძალიან მშრალი კანის მოვლის საშუალებები

აღწერა: ყოველდღიური დასაბანი საშუალება ნებისმიერი მგრძნობიარე, სიმშრალისკენ მიდრეკილი და ძალიან მშრალი კანისთვის მთელი ოჯახისთვის.

 

დანიშნულება: მშრალი და ძალიან მშრალი კანის დასაბანი საშუალებები.

 

- გელი არის ყოველდღიური დასაბანი საშუალება ნებისმიერი მგრძნობიარე, სიმშრალისკენ მიდრეკილი და ძალიან მშრალი კანისთვის. ის განკუთვნილია მთელი ოჯახისათვის და გამოიყენება ახალშობილების, ბავშვების და მოზრდილების სახისა და სხეულის კანის დასაბანად.

გელი  ასუფთავებს, არბილებს, კვებავს და იცავს ძალიან მგრძნობიარე კანსაც. აქვს ინოვაციური ტექსტურა, რომელიც ადვილად ჩამოიბანება და მსუბუქი, სასიამოვნო სურნელი. შეიცავს 99% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს. არ შეიცავს საპონს და აქვს ნეიტრალური PH

არ წვავს თვალებს და ლორწოვანს.

 

გამოყენება:  

დაიტანეთ სახისა და სხეულის ნამიან კანზე, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ და ნაზად შეიმშრალეთ. შემდეგ იპკურეთ თერმული წყალი, ბოლოს წაისვით ქსერაქალმ ნუტრიშენის ლოსიონი ან ბალზამი, რათა კარგად დაიტენიანოთ და დაიცვათ თქვენი კანი.

შექმნილია ალერგიული რეაქციების რისკის შესამცირებლად - არაკომედოგენური.