Plasmon

ასოცირებული პროფესორი, დირექტორი სამეცნიერო და სასწავლო დარგში
თანამდებობა – სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტის დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში.
სპეციალობა – ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი
სამეცნიერო ხარისხი – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
დისერტაცია თემაზე: „ჩვეულებრივი ფერისმჭამელას კლინიკურ-იმუნოლოგიური თავისებურებანი და თერაპიული კორექცია“- 2003 წ.
აკადემიური ხარისხი: მედიცინის დოქტორი.
სამეცნიერო წოდება: ასოცირებული პროფესორი.

პროფესიული გამოცდილება
ენდოკრინოლოგი, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი – 1982-1990 წწ
მეცნიერთანამშრომელი, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი – 1990-2004 წწ
დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი – 2004 წლიდან დღემდე.

პედაგოგიური საქმიანობა:
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დერმატო-ვენეროლოგიის დეპარტამენტის ლექტორი 2004 -2006 წწ., ასოცირებული პროფესორი- 2006 წლიდან დღემდე. 
უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტი”, დერმატო-ვენეროლოგიის სასწავლო ციკლის ასისტენტ-პროფესორი 2004 წლიდან დღემდე.
შპს „ინტერბიზნესის“ საქართველო-ისრაელის სტომატოლოგიის ინსტიტუტი, დერმატო-ვენეროლოგიის სასწავლო ციკლის ხელმძღვანელი 2002 წლიდან, ასოცირებული პროფესორი - 2006 წლიდან დღემდე.
32 უმცროსი ექიმის დერმატოვენეროლოგიის სარეზიდენტურო პროგრამის ხელმძღვანელი - 2004 -2008 წწ.

განათლება, კვალიფიკაცია
უმაღლესი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი,სამკურნალო ფაკულტეტი, წარჩინებით – 1974-1980 წწ.
კლინიკური ორდინატურა – თსსი, ენდოკრინოლოგიის კურსი- 1980-1982 წწ.

საზოგადოებრივი აქტივობა
თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო-პროფესიული საზოგადოება – დამფუძნებელი და გამგეობის წევრი – 2004 – 2006 წწ;
საქართველოს დერმატოვენეროლოგთა ასოციაცია – GADV (Georgian Association of Dermatovenereologists) – დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
ევროპის დერმატოლოგიის და ვენეროლოგიის აკადემია – EADV (European Academy of Dermatology and Venereology) – ნამდვილი წევრი; 
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირი – IUSTI (International Union against Sexually Transmitted Infections); ნამდვილი წევრი;
საერთაშორისო ტელედერმატოლოგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი (ISTED); 
საქართველოს იმუნოლოგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი; 
საქართველოს ფლებოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს წევრი; 
კატასტროფისა და გადაუდებელი მედიცინის ცენტრის კონსულტანტი დერმატო-ვენეროლოგიაში 2001 წლიდან დღემდე;
სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის 'South Caucasian Dermatology and Venereology News'-ის დამფუძნებელი და სარედაქციო საბჭოს წევრი 2005 წლიდან; 
„საქართველოს ქალთა საბჭოს“ წევრი;
სასერტიფიკაციო საგამოცდო დარგობრივი კომისიის წევრი სპეციალობაში „დერმატო-ვენეროლოგია“;
თსსუ სადისერტაციო საბჭოს წევრი;
საქართველოს სამხედრო სამსახურში გასაწვევ წვევამდელთა პროფილური სამედიცინო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 
საექსპერტო საქმიანობა პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო ხარისხის შეფასებისათვის; 
მრავალი ჰუმანიტარული აქციის მონაწილე: ავადმყოფთა უფასო სამედიცინო გასინჯვების ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე.

დამატებითი მონაცემები
სამეცნიერო ნაშრომთა საერთო რაოდენობა:
- 56 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში - 42. 
- 2 მეთოდური რეკომენდაცია.
14 საერთაშორისო და ადგილობრივი გრანტებისა და პროგრამების სამეცნიერო ხელმძღვანელი 2004 წლიდან დღემდე. 
კონფერენციები, ტრენინგები, სემინარები:
მონაწილეობა მაქვს მიღებული 50-ზე მეტი ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში, კონგრესებში, სიმპოზიუმებსა და ტრეინინგებში მსმენელის, მომხსენებლისა და ორგანიზატორის სტატუსით. 
სხვა უნარ-ჩვევები : 
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. კომპიუტერული პროგრამები Windows XP, Microsoft Office 2003 და 2007-ის პროგრამები, Internet. 
დაბადების თარიღი და ადგილი – 1956 წლის 30 ოქტომბერი, გურჯაანი
საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, თიანეთის ქ.50. 
ოჯახური სტატუსი: გათხოვილი, მეუღლე და სამი შვილი