წამლის ფორმა
სიროფი.
აღწერილობა
ღია ყავისფერი ფერის სიროფი ბლის გემოთი.
შემადგენლობა
100 მლ სიროფი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სუროს ფოთლების ექსტრაქტი 0.7 გ
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბიტი, უწყლო ლიმონმჟავა, ქსანტანის გუმფისი, ბლის არომატიზატორი, სანსეტი ყვითელი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი R05ჩA
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ამოსახველებელი პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება. საპონინების შემცველობითაა განპირობებული მისი ამოსახველებელი, მუკოლიზური და სპაზმოლიზური მოქმედება. ამცირებს ნახველის წებოვნებას და ხელს უწყობს მის ამოხველებას.
გამოყენების ჩვენებები
სასუნთქი სისტემის ისეთი მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების სიმპტომური თერაპია, რომელსაც თან ახლავს ხველა და წებოვანი, ძნელად მოსაშორებელი სეკრეტის წარმოქმნა.
გამოყენების წესი და დოზებია
ეროლეტი მიიღება შიგნით ჭამის შემდეგ. მოზრდილებსა და მოზარდებში აეროლეტის მიღება რეკომენდებულია განუზავებლად, ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია მცირე რაოდენობით წყალში განზავება.
აეროლეტის დოზირების რეჟიმია:
წლამდე ასაკის ბავშვებში _ სიროფის 2.5 მლ 1-ჯერ დღე-ღამეში;
1-4 წლის ბავშვებში _ სიროფის 2.5 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში;
4-10 წლის ბავშვებში _ სიროფის 2.5 მლ 4-ჯერ დღე-ღამეში;
მოზრდილებსა და ბავშვებში 10 წლის ზევით _ სიროფის 5 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და უნდა შეადგენდეს არაუმცირეს 7 დღისა. დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა გრძელდება 2-3 დღე. თუ არ მოხდა მდგომარეობის გაუმჯობესება და/ან მედიკამენტის მიღების შემთხვევაში 2 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
სიროფის დოზირებისათვის გამოიყენება 5 მლ, 10 მლ, 15 მლ-ზე გრადუირებული ჭიქა.
წინააღმდეგჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კვიკნეს შეშუპება); კუჭ-ნაწლავის მხრივი გამოვლინებები (გულისრევა, ღებინება, დიარეა).
განსაკუთრებული მითითებები
მოხმარების წინ საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა. შენახვისას შესაძლებელია სიროფის მცირედ შემღვრევა და გემოს უმნიშვნელო ცვლილება, რაც გავლენას არ ახდენს მის თერაპიულ ეფექტურობაზე.
ფრუქტოზის გენეტიკური აუტანლობის მქონე პაციენტებში აეროლეტის მიღება ხდება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
აეროლეტი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვასა და ისეთი სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში აეროლეტის გამოყენება არაა რეკომენდებული აღნიშნულ პერიოდში უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო.
გამოყენება პედიატრიაში
აეროლეტი გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აეროლეტის მიღება არაა სასურველი ისეთ ამოსახველებელ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა კოდეინი და დექსტრომეტორფანი, რამდენადაც ისინი ართულებენ დარბილებული ნახველის ამოხველებას.
ჭარბი დოზირება
მოწოდებულ დღიურ დოზაზე მნიშვნელოვნად მაღალი დოზით აეროლეტის მიღების შემთხვევაში (3 ჯერზე მეტად), მან შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
გამოშვების ფორმა
100 მლ სუსპენზია მინის ბოთლში დოზირებულ ჭიქასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.