Plasmon
აერტალი / AIRTAL


შემადგენლობა:
1.0 გ საცხი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: აცეკლოფენაკი – 0.0150 გრ;
დამხმარე ნივთიერებები: პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), თხევადი პარაფინი, ემულსიური ცვილი (EჭA), გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა: თეთრი საცხი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული პრეპარატები, არასტეროიდული. 
კოდი ათქ: M01AB16

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა

აცეკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელსაც ასევე გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი. ექსპერიმენტულ მოდელებში ის აინჰიბირებს შეშუპების და ჰიპერემიის განვითარებას, ანთების ხასიათის დამოუკიდებლად. აღნიშნული პრეპარატის მოქმედების მექანიზმის შესწავლამ, ცხოველებში, ისევე როგორც ადამიანებში, უჩვენა, რომ აცეკლოფენაკი, სავარაუდოდ აინჰიბირებს პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრინების სეკრეციას ციკლოოქსიგენაზას უკუ-ინჰიბირების გზით. 
საცხის აერტალი® გარეგანი გამოყენების დადგენილ კლინიკურ ეფექტურობას ავსებს კარგი ადგილობრივი და სისტემური ამტანობა. 

პრეპარატის აერტალი® საცხის გამოყენება მიზანშეწონილი პაციენტებში ტრავმული დაზიანებებით ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი დაავადებებით. 

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა:
აცეკლოფენაკი შეიწოვება გამოყენების ზონიდან, სწრაფად აღწევს გაჯერებას. გროვდება შეწოვის ზონაში, რაც ხელს უწყობს ანთების საწინააღმდეგო აქტივობის გაზრდას, და თანდათანობით გადადის სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მცირე კონცენტრაციებით, რის გამოც გვერდითი მოვლენების (მათ შორის კუჭ-ნაწლავის მხრივ) განვითარების რისკი მინიმუმამდე არის დასული. 

განაწილება:
აცეკლოფენაკი ნაწილდება მთელს ორგანიზმში. 

გამოყოფა:
აცეკლოფენაკის მეტაბოლიზმი ხორციელდება ღვიძლში, პრეპარატი გამოიყოფა ნელა თირკმლებით და ნაწლავების გზით, ნაწილობრივ შეუცვლელი სახით. 

ჩვენებები

ყველა ტიპის ლოკალური ტკივილის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნებისმიერი დაზიანებით, მათ შორის სპორტული ტრავმებით გამოწვეული ანთების მკურნალობა. 
პრეპარატის გამოყენება შეიძლება მყესების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ანთების შესამცირებლად დაჭიმულობის, გადაძაბვისა თუ დაბეჟილობების შემთხვევაში, ასევე ლუმბაგოს, კისერმრუდობისა და პერიართრიტის სამკურნალოდ. 

გამოყენების წესები და დოზები

მხოლოდ გარეგანი გამოყენების. გარეგანი გამოყენების საცხის აერტალი®-ს დანიშვნისას არ შეიძლება ოკლუზიური სახვევების გამოყენება. 
გარეგანი გამოყენების საცხი აერტალი® იდება დაზიანებულ ზონაზე დღეში სამჯერ მსუბუქი შესაზელი მოძრაობებით. საცხის რაოდენობა დამოკიდებულია დაზიანებული უბნის ფართობზე: 1.5-2 გრ საცხი აერტალი® შეესაბამება დაახლოებით 5-7 სმ კანის ზედაპირს.
გარეგანი გამოყენების საცხი აერტალი® -ს გამოყენების გამოცდილება ბავშვებში არ არსებობს. 
პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვებში, 
პრეარატის დოზის კორექციის საჭიროება ხანდაზმულ პაციენტებში არ არსებობს. 

გვერდითი მოვლენები

არახშირი (≥ 1/1000-დან <1/100-მდე):
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები: ფოტომგრძნობელობის რეაქცია, ჰიპერემია, კანის ქავილი. 
იშვიათი (≥ 1/10,000-დან ≤1/1,000-მდე):
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები: კანის გაღიზიანება
ძალიან იშვიათი (≤1/10,000):
ბულოზური რეაქციები (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). 

უკუჩვენებები

• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების (აცეკლოფენაკი) ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ. 
• პრეპარატი არ ინიშნება პაციენტებში სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას. მიუხედავად იმისა, რომ დიკლოფენაკთან შესაძლო ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა არ იყო დადასტურებული, აღნიშნული პრეპარატი არ არის რეკომენდებული პაციენტებში დიკლოფენაკის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით. 
• აცეკლოფენაკი, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებშიც აცეტილსალიცილის მჟავა ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები იწვევენ ასთმურ შეტევებს, ჭინჭრის ციებას ან მწვავე რინიტს. 
• ბავშვთა ასაკი. 

ჭარბი დოზირება

დღეისათვის აცეკლოფენაკით ჭარბი დოზირების ტიპიური სიმპტომების შესახებ მონაცემები არ არსებობს. 
ჭარბი დოზირების ან პრეპარატის უნებლიე მიღების შემთხვევაში აუცილებელია სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება. 

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა რაიმე მავნე ზეგავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონი/ნაყოფის ზრდაზე, მშობიარობასა და მშობიარობის შემდგომ განვითარება ვერ გამოავლინა. დღეისათვის ქალებში ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება. გარეგანი გამოყენების საცხი აერტალის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის.

ძუძუთი კვება
აცეკლოფენაკის დედის რძეში გადასვლის შესახებ მონაცემები დღეისათვის არ არსებობს. გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ძუძუთი კვების გაგრძელება/შეწყვეტის შესახებ ან გარეგანი გამოყენების საცხის აერტალი® გაგრძელება/შეწყვეტის შესახებ, ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებლის და აღნიშნული პრეპარატის გამოყენების უპირატესობის გათვალისწინებით. 

ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სისწრაფეზე ზეგავლენა 

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ მოიპოვება მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან პრეპარატის შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა გარეგანი გამოყენების საცხის აერტალი® გამოყენებისას ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ლითიუმს, დიგოქსინს, ასევე კომბინაციური მკურნალობის დროს ანტიკოაგულანტებთან, შარდმდენებთან თუAანალგეზიურ საშუალებებთან.  

განსაკუთრებული მითითებანი

• თუ აღინიშნება ადგილობრივი გაღიზიანება პრეპარატის აერტალი® წასმის ადგილას, აუცილებელია მისი გამოყენების შეწყვეტა და ადგილობრივი გაღიზიანების სიმპტომების შესაფერისი მკურნალობის გატარება. 
• პრეპარატის გამოყენების შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საცხი ხელებზე იდება. გარეგანი გამოყენების საცხის გამოყენება არ შეიძლება თვალებისა და პირის უბანზე. 
• გარეგანი გამოყენების საცხი აერტალი® -ს გამოყენება არ შეიძლება ღია ჭრილობების, ლორწოვანი გარსების, ასევე კანის (ეგზემატოზური) გაღიზიანების სამკურნალოდ, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც კანის დადების ადგილებზე აღინიშნება რაიმე პათოლოგიური პროცესი. მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ არადაზიანებულ კანზე. 
• ბავშვებში პრეპარატ აერტალი® -ს გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. 
• ფოტომგრძნობელობის რეაქციის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მოვერიდოთ უბნებს, რომელზედაც იდება კრემი, ასევე მზის სხივების ზემოქმედებას დაცვის სპეციალური საშუალებების გარეშე. 
• ჰიპერმგრძნობელობა და კანის რეაქციები. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, პრეპარატ აერტალი® -ს გამოყენების დასაწყისში შეიძლება აღინიშნებოდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები. არსებობს კანის მძიმე რეაქციების განვითარების იშვიათი შემთხვევები, მათ შორის ლეტალური გამოსავალით, როგორებიცაა ექსფოლიაციური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, დაკავშირებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიული პრეპარატების გამოყენებასთან. 
• იშვიათ შემთხვევებში, ჩუტყვავილას ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს კანისა და რბილი ქსოვილების სერიოზული გართულებები. დღესდღეობით შეუძლებელია მთლიანად აღმოიფხვრას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ნეგატიური გავლენა ინფექციის მიმდინარეობისას. ამ მხრივ, არ არის რეკომენდებული ვარიცელა-ზოსტერის ვირუსით გამოწვეული ინფექციისას აცეკლოფენაკის გამოყენება. 
• გარე გამოყენების საცხი აერტალი® შეიცავს: 0.2გ მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (Е218) და 0.05გ პოპულპარაჰიდროქსიბენზოატს (Е216),  რომლებმაც შეისაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მათ შორის, გვიან გამოვლენილი).  გარე გამოყენების საცხი აერტალი® ასევე შეიცავს ცეტილსტერილ სპირტს. მან შეიძლება გამოიწვიოს კანზე ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი). 

გამოშვების ფორმა
გარეგანი გამოყენების საცხი

შეფუთვა
ალუმინის ტუბი (60 გრ) დახყრული პოლიეთილების სახურავით საჩვხლეტი წვერით. 
ერთი ტუბი (60 გრ) მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. 

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში. 
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისიანობა
2 წელი. 
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე. 

სად შევიძინოთ?