Plasmon
ამოქსი-დენკი 500 / Amoxi-Denk 500


შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ერთი ტაბლეტი შეიცავს 574 მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, რაც ექვივალენტურია 500 მგ ამოქსიცილინისა.
დამხმარე ნივთიერებები: 
მაკროგოლი 6000, კროსკარმელოზას ნატრიუმი, მაგნიუმის სტეარატი, სწრაფად ხსნადი სილიციუმის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამოქსიცილინი (ფართო სპექტრის პენიცილინი).
ამოქსიცილინი წარმოადგენს ნახევრადსინთეზურ ამინნო-პენიცილინს, რომელიც არ არის რეზისტენტული ბეტა-ლაქტამოზას მიმართ. 
ისევე როგორც პენიცილინის სხვა პრეპარატებს, როგორიც არის მაგალითად ცეფალოსპორინები, ამოქსიცილინს გააჩნია ბაქტერიციდული ეფექტი. იგი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის კედლის წარმოქმნას ბაქტერიის გამრავლების ფაზაში. 
ამოქსიცილინი მოქმედებს როგორც გრამ-დადებით, ასევე გრამ-უარყოფით ბაქტერიებზე. მათ შორის იგი მოქმედებს შემდეგ ბაქტერიებზე:streptococci, penicillinase-negative straphylococci, pneumococci,, listeria, Bacillus anthracis,ასევე გრამ-უარყოფითი ბაქტერიები, როგორიც არის meningococci, gonococci, Haemophilus influenzae, H. parainfluenzae, Escherichia coli, Proteus mirabilis, salmonella, shigella. 
ამოქსიცილინის მოქმედების სპექტრი არ მოიცავს შემდეგ ბაქტეირებს: ინდოლ-დადებით პროტეუს-ის თითქმის ყველა ტიპს, Kლებსიელლა სპპ., Eნტერობაცტერ სპპ., შერრატია სპპ., შტენოტროპჰომონას მალტოპჰილია, ჩიტრობაცტერ სპპ., და პენიცილინაზა-წარმომქმნელ ბაქტერიებს. 
ამოქსიცილინი არ არის პენიცილინაზა-რეზისტენტული. 
ვითარდება სრული ჯვარედინ-რეზისტენტულობა ამპიცილინის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა
ამოქსიცილინი წარმოადგენს ფართო სპექტრის პენიცილინს.
ამოქსიცილინი რეზისტენტულია მჟავას მიმართ და გაცილებით უკეთესად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ, ვიდრე ამპიცილინი. პერორალური მიღების შემდეგ ბიოათვისება შეადგენს 72-94%-ს. საკვებთან ერთდროული მიღება არ აფერხებს ამოქსიცილინის აბსორბციის სიჩქარეს. 
პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 500 მგ ან 3000 მგ პერორალური დოზის მიღებიდან 1 საათის შემდეგ, რაც შეადგენს დაახლოებით 9-14 მგ/ლ და 27 მგ/ლ-ს. 500 მგ დოზის ინტრამუსკულარულად შეყვანისას პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია 1 საათის შემდეგ შეადგენს 14 მგ/ლ-ს. 500 მგ და 1000 მგ ი.ვ. ბოლუსური ინექციის შემდეგ შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 62.5 მგ/ლ და 142.7 მგ/ლ-ს.
განაწილება
ამოქსიცილინი აღწევს როგორც ქსოვილებში, ასევე პლაცენტის ბარიერშიც და მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეშიც. მენინგიალური ანთების დროს ამოქსიცილინი გადადის ცერებროსპინალურ სითხეში. განაწილების მოცულობა დაახლოებით შეადგენს 0.3-0.4 ლ/კგ, ხოლო შრატის ცილებს უერთდება პრეპარატის დაახლოებით 17-20%. ელიმინაცია 
ამოქსიცილინი გამოიყოფა ძირითადად თირკმლების საშუალებით (დოზის 52±15% გამოიყოფა უცვლელი სახით 7 საათის შემდეგ), ხოლო მცირე ნაწილი კი ელიმინირდება ღვიძლის გზით. პერორალური დოზის დაახლოებით 10-30% გამოიყოფა ტრანსფორმირებული პროდუქტის სახით (პენიცილოატი). კლირენსი შეადგენს დაახლოებით 250-370 მლ/წთ-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდი ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე ადამიანებში შეადგენს 1 საათს (0.9-1.2 სთ), 6 საათს - იმ ადამიანებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი შეადგენს 10-30 მლ/წთ-ს, ხოლო 10-15 საათს - ანურიის შემთხვევაში.

ჩვენებები
ამოქსი-დენკი 500 წარმოადგენს ანტიბიოტიკს (ფართო სპექტრის მოქმედების პენიცილინი), რომელიც გამოიყენება ისეთი მწვავე და ქრონიკული ბრონქიალური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით.
ჩვენებების ჩამონათვალში შედის შემდეგი სახის ინფექციები:
- ყურის, ცხვირის და ხახის (შუა ყურის ანთება, სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი);
- ზედა და ქვედა სასუნთქი გზების (ყივანახველას ჩათვლით);
- თირკმლების და ქვედა საშარდე გზების; 
- რეპროდუქციული ორგანოების (გონორეას ჩათვლით);
- სანაღვლე გზების;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (მათ შორის Hელიცობაცტერ პყლორი-ის ინფექციის დროს მიმდინარე სამმაგი მკურნალობისას).
- კანის და რბილი ქსოვილების; 
- ენდოკარდიტის პროფილაქტიკა (ენდოკარდიუმის და გულის სარქვლების ანთებითი პროცესების საპრევენციო მკურნალობა);
- მუცლის ტიფი (ქრონიკული მტარებლების მკურნალობის ჩათვლით იმ შემთხვევაში თუ ვერ გამოიყენება ფლუოროქინოლონის ჯგუფის პრეპარატები);
- ოსტეიტი, ოსტეომიელეტი
- ლისტერიოზი (ინფექციური დაავადება).

მიღების წესები და დოზები
ამოქსი-დენკ 500 მიღება უნდა მოხდეს ექიმის მითითების მკაცრი დაცვით. თუ პაციენტს აქვს რაიმე ეჭვი პრეპარატის მიღების შესახებ, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამოქსი-დენკ 500 უნდა გადაიყლაპოს. ამოქსი-დენკ 500 მიიღება საკვებთან ერთად, რადგან ეს აუმჯობესებს მის ტოლერანტობას და არანაირ გავლენას არ ახდენს მის ეფექტურობაზე. 
ამოქსი-დენკ 1000 მიიღება ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად. 
დოზა დამოკიდებულია ასაკზე, წონაზე, თირკმლის ფუნქციაზე, ინფექციის სიმძიმესა და ადგილმდებარეობაზე და ასევე სავარაუდო თუ დამტკიცებულ პათოგენებზე. 
მიღების წესი:
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული ექიმის მიერ ამოქსი-დენკ 500 მიიღება შემდეგნაირად:
ერთჯერადი სადღეღამისო დოზა საიჭიროა შეძლებისდაგვარად ზუსტად დაიყოს დღის განმავლობაში მისაღებ რაოდენობებად. თუ იყოფა სამად, მიღებებს შორის საჭიროა 8 საათიანი ინტერვალის გაკეთება, ხოლო თუ ორ დოზად, მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 12 საათი. 
40 კგ-მდე წონის ბავშვებში (12 წლამდე) როგორც წესი რეკომენდებულია დღიური დოზის 3 ნაწილად დაყოფა (8 საათიანი ინტერვალებით).
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი თვლის, რომ ამოქსი-დენკი 500 ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა მიემართოს ექიმს. 
მოზრდილებში, მოზარდებში და 40 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში (12 წელზე უფროსი) ამოქსიცილინის სადღეღამისო დოზა შეადგენს 1500-3000 მგ-ს, გაყოფილს 3-4 მიღებაზე. ასევე შესაძლებელია მთლიანი სადღეღამისო დოზის გაყოფა 2 მიღებაზე (12 საათიანი ინტერვალებით), თუმცა ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მაღალი სადღეღამისო დოზის მიღება შესაბამისი თერაპიული დონის შესანარჩუნებლად. მწვავე ინფექციის შემთხვევაში ამოქსაცილინის სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 4000-6000 მგ-მდე. 
40 კგ-მდე წონის მქონე ბავშვებში (12 წლამდე): ინიშნება 50-100 მგ ამოქსიცილინი 1 კგ სხეულის წონაზე, გაყოფილი 3-4 მიღებაზე, ხოლო მაქსიმალური დღიური დოზა აღწევს 2000 მგ-ს. 
6 წლამდე ბავშვებისათვის საჭიროა ტაბლეტებზე უფრო მეტად მოსახერხებელი ფარმაცევტული ფორმის შერჩევა. 
როგორც წესი დოზის შერჩევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს პაციენტის წონა, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ შემთხვევაში იგი შეიძლება არ შეესაბამებოდეს ასაკს.
სპეციალური დოზირება
ჰელიცობაცტერ პყლორი-ს ინფექცია:
მოზრდილებში, მოზარდებში და 40 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში (12 წელზე უფროსი)
სამმაგი მკურნალობა: 1000 მგ ამოქსიცილინი ინიშნება 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში, კომბინაციაში სხვა ანტიბიოტიკებთან (როგორც წესი ესენია კლარითრომიცინი ან მეტრონიდაზოლი) და კუჭის სეკრეციის ბლოკატორებთან ერთად (პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორი, როგორიც არის ომეპრაზოლი). 
40 კგ-მდე წონის მქონე ბავშვებში (დაახლოებით 12 წლამდე)
სამმაგი მკურნალობა: 7 დღის განმავლობაში ინიშნება 50 მგ/კგ ამოქსიცილინი (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2000 მგ-ს), გაყოფილი 2 მიღებაზე (ყოველ 12 საათში), კომბინაციაში სხვა ანტიბიოტიკებთან (როგორც წესი, ესენია კლარითრომიცინი ან მეტრონიდაზოლი) და კუჭის სეკრეციის ბლოკატორებთან ერთად (პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორი, როგორიც არის ომეპრაზოლი).
Hელიცობაცტერ პყლორი-ის მკურნალობის შედეგები მოწმდება შესაბამისი ტესტებით, მკურნალობის დასრულებიდან 4-6 კვირის შემდეგ. 
თუ მკურნალობა აღმოჩნდა უშედეგო, შემდგომი თერაპიული ციკლის დაწყებამდე საჭიროა კუჭის ლორწოვანის გამოკვლევა, იმისათვის რომ დადგინდეს სხვადასხვა ანტიბიოტიკების ეფექტურობა კუჭის ლორწოვანაში არსებული ცოცხალი პათოგენების (Hელიცობაცტერ პყლორი-ის იზოლირებით) წინააღმდეგ. 
საშარდე გზების ინფექციები 
ქალებში:
ამოქსიცილინის ერთჯერადი დოზა შეადგენს 3000 მგ-ს. გაურთულებელი გონორეის (ტრიპერ), შემთხვევაში ინიშნება 3000 მგ. ამოქსიცილინი, საჭიროების შემთხვევაში კომბინირებული პრობენიციდთან ერთად. 
ენდოკარდიტის პროფილაქტიკა: 
ჰემატოგენური გზით განვითარებული ინფექციური ენდოკარდიტის და გულის სარქვლების ანთებითი პროცესის, ასევე ზოგიერთ დაავადებასთან და ოპერაციასთან დაკავშირებული რისკის პრევენცია. 
საჭიროების შემთხვევაში მკურნალი ექიმი გადაწყვეტს პრევენციული მკურნალობის საჭიროებას, მის ტიპსა და დოზირების რეჟიმს. 
მოზრდილებში, მოზარდებში და 40 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში (12 წელზე უფროსი) წონის და ენდოკარდიტის რისკის გათვალისწინებით, ოპერაციამდე 1 საათით ადრე ინიშნება 2000-3000 მგ. ამოქსიცილინი. დამატებით, ენდოკარდიტის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ოპერაციიდან 6 საათის შემდეგ ინიშნება 3000 მგ. ამოქსიცილინი პერორალურად. 
მოზრდილებში, მოზარდებში და 40 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში (12 წელზე უფროსი), რომელთა მკურნალობისთვის საჭიროა მათი ჰოსპიტალიზაცია, რეკომენდებული პარინტერალური დოზა (მაგ. ინტრავენური ინფუზიის სახით) არის 2000 მგ ამოქსიცილინი ოპერაციამდე 1 სთ-ით ადრე და 1000 მგ ამოქსიცილინი ოპერაციიდან 6სთ-ის შემდეგ საჭიროებიამებრ კომბინაციაში სხვა ანტიბიოტიკთან (მაგ. 1.5მგ/კგ გენტამიცინი IV). 40 კგ-მდე წონის მქონე ბავშვებში (12 წლამდე ასაკით) ოპერაციამდე 1 საათით ადრე ინიშნება 50 მგ/კგ ამოქსიცილინი (მაქსიმალური დოზა – 2000 მგ.). დამატებით, ენდოკარდიტის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ოპერაციიდან 6 საათის შემდეგ პერორალურად ინიშნება 15 მგ/კგ ამოქსიცილინი (მაქსიმალური დოზა – 1000 მგ.).
40 კგ-მდე წონის მქონე ბავშვებში (12 წლამდე ასაკით) რომელთა მკურნალობისთვის საჭიროა მათი ჰოსპიტალიზაცია რეკომენდებული პარინტერალური დოზა (მაგ. ინტრავენური ინფუზიის სახით) არის 25 მგ ამოქსიცილინი სხეულის მასის 1კგ.-ზე ოპერაციამდე 1 სთ-ით ადრე და ასევე, ოპერაციიდან 6სთ-ის შემდეგ 15მგ/კგ ამოქსიცილინი (მაქსიმალური 1000მგ). 
თირკმლის დარღვეული ფუნქცია:
ძლიერ დაქვეითებული თირკმლის ფუნქციის დროს (გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარე ნაკლებია 30 მლ/წთ-ზე) რეკომენდირებულია ერთჯერადი და, შესაბამისად, სადღეღამისო დოზის შემცირება. თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 20-30 მლ/წთ-ს, ამ შემთხვევაში სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს 2/3-ით, ხოლო თუ კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 20 მლ/წთ-ზე, მაშინ დოზა მცირდება 1/3-ით. საჭიროების შემთხვევაში, დოზირების ინტერვალი შეიძლება გახანგრძლივდეს შრატის ეფექტის დონის კონტროლის ფონზე. 
ღვიძლის დაქვეითებული ფუნქცია:
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს დოზის დარეგულირება არ არის საჭირო.

მიღების წესი:
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს გარკვეული რაოდენობის წყალთან ერთად (მაგ. ჭიქა წყალი). საკვებთან ერთად მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ეფექტურობაზე. 
შენიშვნა: ამოიქსი-დენკ 500-ს გააჩნიათ დამახასიათებელი სუნი, რომელიც სპეციფიურია აქტიური ინგრედიენტებისათვის. სურნელის ინტენსივობა ცვალებადია და არ მოქმედებს წამლის ეფექტურობაზე. 
მკურნალობის ხანგძლივობა:
მკურნალი ექიმი წყვეტს თერაპიის ხანგრძლივობას. 
ამოქსი-დენკ 500, როგორც წესი, მიიღება 7 (-10) დღის განმავლობაში, სიმპტომებისა და დამახასიათებელი ნიშნების გაქრობიდან სულ მცირე 2-3 დღის განმავლობაში მაინც.
შტრეპტოცოცცუს პყოგენეს-ით (ბაქტერია, რომელიც ასევე იწვევს მაგალითად ქუნთრუშას) გამოწვეული ინფექციის დროს მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 10 დღის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული გვიანი გართულებები, რაც ძირითადად ვლინდება თირკმლების და სახსრების მხრივ (რევმატიული ცხელება, გლომერულონეფრიტი). 

გამოყენება ბავშვებსა და ასაკოვან პაციენტებში
ბავშვებში: საჭიროა ბავშვების დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინება. მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების ფერის შეცვლა. ამის პრევენცია შესაძლებლია ორალური ჰიგიენის დაცვით. 
ასაკოვანი პაციენტები: იზრდება გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე ასაკოვან პაციენტებში (65 წელზე ზევით).

გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც, სხვა წამლებს ამოქსი-დენკი 500-ის გამოყენების შედეგად შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები. თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ ეს დამახასიათებელია ყველა პაციენტისათვის. 
გვერდითი ეფექტის გამოვლენის სიხშირე მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:

ძალიან ხშირი:10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად
ხშირი:1 /10-ზე იშვიათად, მაგრამ 1/100-ზე ხშირად
არა ხშირი:1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად
იშვიათი:1/1000-ზე იშვიათად, მაგრამ 1/10000-ზე ხშირად
ძალიან იშვიათადუფრო ნაკლები ვიდრე 1/10 000–ში, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით
არ არის ცნობილიარსებული მონაცემებიდან მიხედვით სიხშირე არ არის დადგენილი

გვერდითი რეაქციები:
ინფექციები
ხანგრძლივმა და/ან განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სუპერინფექციები და რეზისტენტული ბაქტერიების ან სოკოების კოლონიზაცია. 
ჰემატოლოგია
ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პროტრომბინის დროის და სისხლდენის გახანგრძლივება, თრომბოციტოპენიური პურპურა, (ჰემოლიზური) ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია. 
ნერვული სისტემა
აღგზნებადობა ან თავბრუსხვევა, შიში, უძილობა, დაბნეულობა, გულყრები. 
კუჭ-ნაწლავის სისტემა
კუჭ-ნაწლავის დარღვევები ძალიან ხშირად ვითარდება და დოზა-დამოკიდებულია. შესაძლებელია განვითარდეს: კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, თხიერი განავალი, დიარეა, გემოს შეგრძნების დაქვეითება, სტომატიტი, კბილების ფერის შეცვლა (ბავშვებში) და ფსევდომემბრანოზული კოლიტი. 
ღვიძლი და სანაღვლე გზები 
ტრანსამინაზების მომატება, ღვიძლის დისფუნქცია, ქოლესტაზი სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე, ჰეპატიტი. 
კანისა და ალერგიული რეაქციები
ხშირად ვლინდება კანის ალერგიული რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი, ქავილი და ურტიკარია. შესაძლოა განვითარდეს ისეთი ანაფილაქსიური რეაქციები, როგორიცაა თავისა და კისრის მიდამოების შეშუპება (მაგალითად კვინკეს დაავადება), ალერგიული შოკი, კანის მწვავე რეაქციები (ექსფოლიაციური დერმატიტი, ლაილის სინდრომი) და სხვა ალერგიული დაავადებები (შრატის დაავადება, ჰემოლიზური ანემია, ალერგიული ვასკულიტი, ნეფრიტი).
თირკმელები და ქვედა საშარდე სისტემა
მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა კრისტალურიასთან ერთად.
სიფრთხილის ზომები გვერდითი მოვლენების დროს
ზოგიერთი ზემოაღნიშნული მოვლენა შეიძლება გამოვლინდეს სიცოცხლისთვის საშიში ფორმით. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საჭიროა მიემართოს მკურნალ ექიმს. ფსევდომემბრანოზული კოლიტი: აღნიშნულ ნაწლავურ ანთებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ამოქსი-დენკ 500 მიღება და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. არ შეიძლება პერისტალტიკის დამაინჰიბირებელი პრეპარატების გამოყენება. 
მწვავე ალერგიული რეაქცია (მაგ. ანაფილაქსია): მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ. გადაუდებელი დახმარება უნდა ჩატარდეს სასწრაფოს ექიმის მიერ. 
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშულ ინსტუქციაში აღწერილი უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
ამოქსი-დენკ 1000-ის არ გამოიყენება თუ პაციენტი მგრძნობიარეა (ალერგიულია) ამოქსიცილინის, სხვა სახის პენიცილინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. 
ამოქსი-დენკ 500 სიფრთხილით გამოიყენება:
- თუ პაციენტს გამოხატული აქვს ალერგიული რეაქცია. შესაძლებელია განვითარდეს ჯვარედინი ალერგიული რეაქციები სხვა ბეტა-ლაქტამაზის ანტიბიოტიკებისადმი (მაგალითად ცეფალოსპორინები). თუ მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს აღენიშნება სოკოვანი ინფექცია, შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქცია პენიცილინის პირველი დოზის მიღებისთანავე. 
- თირკმლის დარღვეული ფუნქციის დროს (საჭიროა დოზის დარეგულირება). 
- თუ პაციენტს ასევე აქვს ვირუსული ინფექცია (განსაკუთრებით კი ინფექციური მონონუკლეოზი) ან ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია. ამ შემთხვევაში ასევე იზრდება ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი. 
- მკურნალობის დროს მიმდინარე ძლიერი განუწყვეტელი დიარეა. ამ შემთხვევაში საჭიროა მიემართოს მკურნალ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ნაწლავური ანთების პირველი ნიშანი (ფსევდომემბრანოზული კოლიტი).

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
ამოქსიცილინი კვეთს პლაცენტას. სიფრთხილის მიზნით, ორსულობის დროს ამოქსი-დენკ 500 მიიღება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი შეაფასებს მკურნალობის მოსალოდნელ რისკს და სარგებელს. 
ადამიანებში ჩატარებული კვლევებიდან არ გამოვლენილა ჩანასახის ან ნაყოფის დაზიანების შემთხვევები. მხოლოდ ერთ ინდივიდუალურ შემთხვევაში ნაადრევი ამინორექსისის მქონე ქალებში ჩატარებული კვლევიდან მიღებულ იქნა შემდეგი მონაცემები: ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას პროფილაქტიკის მიზნით მიღების შედეგად, ახალშობილებში მოიმატა გარკვეული ნაწალვური ანთების (ნეკროზული ენტეროკოლიტის) განვითარების რისკი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან ჩანასახის დაზიანების ნიშნები არ გამოვლენილა. 
ლაქტაციის პერიოდი:
ამოქსიცილინი გადადის დედის რძეში. ბავშვს, რომელიც ღებულობს ასეთ რძეს, შესაძლებელია განუვითარდეს დიარეა და ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაავადებები, რაც იმას მიუთითებს, რომ საჭიროა ლაქტაციის შეწყვეტა. ასევე გასათვალისწინებელია მგრძობელობის მომატების შესაძლებლობაც. 
თუმცა ლაქტაციის პერიოდში ამოქსი-დენკი 500 მიღება შესაძლებელია, მას შემდეგ, რაც მკურნალი შეაჯერებს ამ წამლის მიღების პოტენციური უპირატესობასა და რისკს. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან შესაბამისი კონსულტირება.

განსაკუთრებული მითითებები
დაკვრვებამ აჩვენა, რომ როგორც წესი, ამოქსი-დენკ 500 არ მოქმედებს კონცენტრაციისა და რეაგირების უნარზე. თუმცა გვერდითი ეფექტების განვითარებამ შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც რეაგირებაზე, ასევე ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე. ეს განსაკუთრებით ეხება პრეპარატის ალკოჰოლთან ერთად მიღებას.

ჭარბი დოზირება
როგორ უნდა მოვიქცეთ ზედმეტი რაოდენობით ამოქსი-დენკი 500 მიღების შემთხვევაში (განზრახული თუ უნებლიე დოზის გადაჭარბება) 
დოზის გადაჭარბების სიმპტომები: ამოქსიცილინისათვის დამახასიათებელი ტიპიური სიმპტომები ჯერ არ გამოვლენილა. ხანგრძლივი თერაპიაც არ იწვევს სპეციფიურ ტოქსიკურ გვერდით ეფექტებს. ინტოქსიკაციის სიმპტომები მსგავსია გვერდითი მოვლენების განვითარების სიმპტომებისა. გვერდითი მოვლენებიდან ყველაზე ხშირად ვლინდება ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ, მაგალითად: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. 
თუ ერთ ჯერზე მიღებულია ამოქსი-დენკ 500 მაღალი დოზა, ამ შემთხვევაში ტოქსიკური ეფექტები არ ვითარდება.
ძალიან მაღალ დოზით მიღების შედეგად შეიძლება დაზიანდეს ნერვული უჯრედები (მაგ. ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული აღგზნებადობა, კუნთების დისფუნქცია და კრუნჩხვები). 
აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი განსაკუთრებით იზრდება ძლიერ დაქვეითებული თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში და ასევე ეპილეფსიით ან მენინგიტით დაავადებულებში. 
აღნიშნული გვერდითი ეფექტები გამოვლინდა მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებში, პრეპარატის ინტრავენური ინფუზიის შეყვანის შემდეგ. 
მკურნალობა დოზის გადაჭარბების დროს: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა მოიცავს, რის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს წყლის და ელექტროლიტების ბალანსს. 
გადაუდებელ შემთხვევებში ექიმმა უნდა მიიღოს შესაბამისი სასწრაფო ზომები დოზის გადაჭარბების სიმპტომების სამკურნალოდ.
შესაძლებელია ამოქსიცილინი ელიმინირდეს ჰემოდიალიზის საშუალებით. 
გულყრების განვითარების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შესაბამისი რეკომენდებული მკურნალობა (მაგალითად სედაცია დიაზეპამის საშუალებით). საჭიროა დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს.
როგორ უნდა მოვიქცეთ არასაკმარისი რაოდენობით ამოქსი-დენკი 500 მიღების შემთხვევაში ან თუ გამოგრჩათ ერთი დოზა?
ამოქსი-დენკ 500 ძალიან მცირე დოზის მიღების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. როგორ უნდა მოვიქცეთ მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში?
მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის რეციდივის რისკი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი წარსულის განმავლობაში ღებულობდა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაყიდი პრეპარატების ჩათვლით, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიემართება იმ სამკურნალო საშუალებებსაც, რომლებსაც უკანასკნელ პერიოდში იღებდა პაციენტი. 
ამოქსი-დენკი 500 ერთროული მიღება:
სხვა ანტიბიოტიკები და/ან ქიმიოთერაპიული პრეპარატები
არ შეიძლება ამოქსი-დენკ 500 მიღება სხვა ისეთ ანტიბიოტიკებთან ერთად, რომლებიც აინჰიბირებენ ბაქტერიის ზრდას (ბაქტერიოსტატული ანტიბიოტიკები, როგორიც არის ტეტრაციკლინი, მაკროლიდი, სულფონამიდი ან ქლორამფენიკოლი), რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელია ამოქსი-დენკ 500-ის ეფექტი შემცირდეს. პრობენეციდის შემცველი პრეპარატების (პოდაგრის სამკურნალო): ამოქსი-დენკ 500-თან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა დაითრგუნოს ამოქსიცილინის ექსკრეცია, რაც იწვევს ამოქსიცილინის დონის გაზრდას ორგანიზმში. 
ალოპურინოლის შემცველი პრეპარატები (პოდაგრის სამკურნალო): ამოქსი-დენკ 500-თან ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის ალერგიული რეაქციების განვითარება. დეჰიდრატაციული პრეპარატები (დიურეტიკები): წყლის გაზრდილი ექსკრეცია იწვევს ამოქსიცილინის ელიმინაციის გაზრდას, რის გამოც სისხლში მცირდება აქტიური ნივთიერებების რაოდენობა.
კარდიოტონული პრეპარატები (დიგოქსინი): ამოქსი-დენკ 500 გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს დიგოქსინის ათვისება. 
ანტიკოაგულანტები (კუმარინი): ერთდროული მიღებისას შესაძლებელია გაიზარდოს სისხლდენის რისკი. 
ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები (კონტრაცეპტივები): იშვიათ შემთხვევებში ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს. ამის გამო სასურველია.
დამატებით არაჰორმონალური ჩასახვისსაწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება. 
ზეგავლენა ლაბორატორიულ კვლევებზე: შარდში შაქრის განმსაზღვრელი ზოგიერთი მეთოდის, ე.წ არაფერმენტული მეთოდის გამოყენებისას შესაძლებელია ცრუ დადებითი შედეგის მიღება. ასევე შეფერხებულია ურობილინოგენის გამოვლენაც. 
ორსულობის დროს ამოქსი-დენკ 500 მიღებისას შესაძლებელია დროებით შემცირდეს ზოგიერთი ჰორმონის დონე (ესტრადიოლი და მისი კონიუგატები).

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას. 
გამოყენების ვადები მითითებულია ბლისტერსა და გარე ყუთზე.
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?