Plasmon
ამოქსიკლავ-დენკი 1000/125 / AMOXICLAV DENK 1000/125


შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინ ტრიჰიდრატი და კალიუმის კლავულანატი.
ერთი პაკეტი შეიცავს 1148მგ ამოქსიცილინ ტრიჰიდრატს, ექვივალენტურია 1გ ამოქსიცილინის და 148.9მგ კალიუმის კლავულანატი, რომელიც შეესაბამება 125მგ კლავულანის მჟავას.
დამატებითი ნივთიერებები არის კოლოიდური ანჰიდრული კვარცი, კოლოიდური ჰიდროზული კვარცი, შაქაროზა, ქსანტანის ქვა, საქარინი, ფორთოხლის ფხვნილი

ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის შეფუთვა
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 არის ჰომოგენური თეთრი ფერის გრანულები ფორთოხლის ფხვნილით.
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 ხელმისაწვდომია 3გ. ფხვნილი სუსპენზიისათვის
შეფუთვაშია 8 პაკეტი

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამოქსიცილინი არის სემი-სინთეზური ამინოპენიცილინი, რომლიც არ არის რეზისტენტული ბეტა ლაქტამაზების მიმართ. კლავულანის მჟავა არის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორი, რომელიც სტრუქტურულად ამოქსიცილინის და სხვა პენიცილინების ანალოგია.
ამოქსიცილინი აფერხებს ბაქტერიის კედლის სინთეზს (ზრდის ფაზაში), აბლოკირებს პენიცილინთან შემაკავშირებელ ცილას, (PBP) როგორიცაა ტრანსპეპტიდაზები. ეს იწვევს ბაქტერიციდულ ეფექტს.
კლავულანის მჟავასთან კომბინაციით ამოქსიცილინი დაცულია ბეტა-ლაქტამაზების მიერ ინაქტივაციისგან. კლავულანის მჟავა იცავს ამოქსიცილინს სტაფილოკოკის ასევე სხვა პლაზმიდებით წარმოებული (TEM, OXA) და გარკვეული ტიპის ქრომოსომებით წარმოებული გრამუარყოფითი ბაქტერიების ბეტა-ლაქტამაზების მიერ დეგრადაციისგან. ბეტა-ლოაქტამაზებს შეიძლება შეიცავდეს მაგალითად ეშერიხია კოლი, კლებსიელა, პროტეუს მირაბილის და ჰემოფილუს ინფლუენცზა. ამოქსიცილინის სამკურნალო ანტიბაქტერიული სპექტრი ვრცელდება ამ ბაქტერიებზე, რომელთა ბეტალაქტამაზების ინჰიბირებაც შესაძლებელია კლავულანის მჟავას მიერ.

ფარმაკოკინეტიკა
ორივე აქტიური ნივთიერება, ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სრულად იხსნება წყლიან ხსნარებში ფიზიოლოგიურ PH- ზე, შიგნით მიღებისას ორივე კომპონენტი სწრაფად და ადვილად შეიწოვება. ოპტიმალური შეწოვა ხდება, როდესაც ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავა მიიღება ჭამის დასაწყისში.

ამოქსიცილინი
ამოქსიცილინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია დოზაზე და მერყეობს 72% სა და 94%-ს შორის. 250-დან 750მგ-მდე დოზაზე ბიოშეღწევადობა პირდაპირპროპორციულია დოზის. მაღალი დოზის მიღებისას შეწოვა მცირდება. შეწოვაზე გავლენას არ ახდენს საკვების მიღება. პიკური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა ამოქსიცილინის შიგნით მიღებიდან დაახლოებით 1-2 საათში. გავრცელების მოცულობა მერყეობს 0.3 და 0.4ლ/კგ შორის და შრატის ცილებთან შეკავშირება არის დაახლოებით 18%. ამოქსიცილინი გადის პლაცენტარულ ბარიერს და მცირე რაოდენობით გამოიყოფბა დედის რძეში. ამოქსიცილინი დიდი რაოდენობით გამოიყოფა თირკმელების მიერ (52 + 15% დოზის გამოიყოფა უცვლელი სახით 7 საათში) მცირე ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან ერთად. სრული კლირენსი მერყეობს 250 დან 370მლ/წთ-ში. შრატში ნახევარდაშლის პერიოდი თირკმლის ნორმალური ფუნქციონირებისას არის დაახლოებით 1 საათი (0.9-1.2 სთ.), იმ პაციენტებში რომელთა თირკმლის კლირენსი არის 10 და 30მლ/წთ ნახევარდაშლის პერიოდი არის 6 საათი და ანურიის დროს მერყეობს 10 დან 15 საათამდე. ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავის ერთჯერადი შიგნით მისაღები დოზის მიღების შემდეგ ამოქსიცილინია საშუალო მინიმალური პლაზმური კონცენტრაცია (8 საათის შემდეგ) იყო 0.3მგ/ლ. ამოქსიცილინის ორგანიზმიდან გამოდევნა შესაძლებელია დიალიზით.

კლავულანის მჟავა
კლავულანის მჟავას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 60% და იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა პაციენტში. შეწოვა უფრო მეტია, როდესაც მიიღება უშუალოდ ჭამის წინ. კლავულანის მჟავის პლაზმის პიკური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 1-2 საათში შიგნით მიღებისას. გავრცელების მოცულობა არის დაახლოებით 0.2ლ/კგ, ხოლო შრატში ცილებთან შეკავშირება 25%.კლავულანის მჟავა გადადის პლაცენტურ ბარიერს, მისი ნაწილაკები შეიძლება აღმოჩნდეს დედის რძეშიც.
კლავულანის მჟავა ნაწილობრივ იშლება (დაახლოებით 50-70%). ნივთიერების დაახლოებით 40% გამოიყოფა თირკმელების მიერ (18-38% დოზის უცვლელი ფორმით). საერთო კლირენსი არის დაახლოებით 260მლ/წთ. თირკმლის ნორმალური ფუნქციონირებისას შრატში ნახევარდაშლის პერიოდი არის დაახლოებით 1 საათი. იმ პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი არის 20 დან 70 მლ-მდე წუთში. ნახევარდაშლის პერიოდი არის დაახლოებით 2.6 საათი და ანურიის დროს მერყეობს 3-დან 4 საათამდე. ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას ერთჯერადი შიგნით მისაღები დოზის 500/126მგ-ის მიღების შემდეგ კლავულანის მჟავას საშუალო მინიმალური პლაზმური კონცენტრაცია (8 საათის შემდეგ) იყო 0.08მგ/ლ. კლავულანის მჟავას ორგანიზმიდან გამოდევნა შესაძლებელია ჰემოდიალიზის საშუალებით.
ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას ფარმაკოკინეტიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები ამ დროისთვის არ გამოვლენილა.

ჩვენებები
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-არის ანტიბიოტიკი, რომელიც შედგება პენიცილინ ამოქსიცილინისგან და ბ-ლაქტამაზას ინჰიბიტორ კლავულანის მჟავასგან.
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც ექვემდებარება პერორალურ მკურნალობას. გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები არიან შესაძლო პათოგენები, რომელთა მდგრადობაც ბეტა ლაქტამის შემცველი ანტიბიოტიკების მიმართ გამოწვეულია ბეტა ლაქტამაზებით, რომლებიც თავის მხრივ მგრძნობიარეა ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინაციის მიმართ.
თუ არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ინფექცია შესაძლოა გამოწვეული იყოს ზემოთ ხსენებული პათოგენებით, ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით მკურნალობის დაწყება შეიძლება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრამდე (ანტიბიოგრამა). მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
 ზედა და ქვედა რესპირატორული გზების ინფექციები
 შუა ყურის ინფექციები (ოტიტის მედია)
 პარანაზალური წიაღების მწვავე ინფექციები (მწვავე სინუსიტი)
 ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
 ფილტვის ინფექციები
 თირკმლის და ქვედა საშარდე გზების ინფექციები.
 სასქესო ორგანოების ინფექციები.
შენიშვნა: პნევმონისს მკურნალობა უნდა დაიწყოს პარენტერალურად, გასანკუთრებით პნევმონიის მძიმე ფორმების დროს, რომელიც შეძენენილია საავადმყოფოს გარეთ.
მხედველობაში მისაღებია ოფიციალური საერთაშორისო სახელმძღვანელოები (გაიდლაინები) შესაბამისი ანტიმიკრობული საშუალების გამოყენების შესახებ.

მიღების წესები და დოზები
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღების წესი
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 მიიღება ექიმის მიერ მიცემული დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული მკურნალობასთან დაკავშირებით, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ექიმის მიერ მიცემული დანიშნულება არ არის განსხვებული, ჩვეულებრივ დოზა არის:

დოზირება
ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას დოზა დამოკიდებულია ინდივიდუალურად პაციენტის ასაკზე, წონასა და თირკმლის ფუნქციაზე, ინფექციის სიმძიმესა და ადგილზე და საეჭვო ან უკვე დადგენილ პათოგენზე. როგორც წესი დოზირებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი არის პაციენტის წონა, მიუხედავად იმისა შეესაბამება ის პაციენტის ასაკს თუ არა.

მოზრდილები, რომელთა წონა არის 40 კგ
მიიღება 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში. ერთჯერადი დოზები მიიღება რეგულარული ინტერვალებით დღის განმავლობაში, თუ არის შესაძლებელი; 12 საათიანი ინტერვალებით, თუ მედიკამენტი მიიღება ორჯერ დღეში.
პაკეტის შემადგენლობა იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში მიღების წინ. 

მოხუცებული პაციენტები
მათ ასევე ეძლევათ 1 პაკეტი 2-3-ჯერ დრეში, თუ არ არის თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მოშლის ნიშნები.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევით დაავადებული პაციენტები
თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ფუნქციის მოშლის ნიშნები, ექიმმა უნდა განახორციელოს მისი ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი. თუ ღვიძლის ფუნქცია დაქვეითდება ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით მკურნალობისას, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. (იხ. 2. ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 არ მიიღება). არ არსებობს სპეციალური რეკომენდაციები დოზირებისთვის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის მოშლით დაავადებული ან დიალიზზე მყოფი პაციენტები
თუ პაციენტს აქვს თირკმლის დაავადებასთან დაკავშირებული ჩივილები, მან უნდა აცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს. ექიმი გადაწვიტავს შეუძლია თუ არა პაციენტს მიიღოს ამოქსიკლავ-დენკ 1000/125. 
მოზრდილი პაციენტებისთვის, რომელთა გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე/კრეატინინის კლირენსი არის უფრო მეტი ვიდრე 30მლ/წთ დოზა არის 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში.
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 უკუნაჩვენებია დიალიზიან პაციენტებში და იმ პაციენტებში რომელთა გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე/კრეატინინის კლირენსი არის 30მლ/წთ-ზე ნაკლები. უფრო მისაღები ფარმაცევტული ფორმა/აქტიური ნივთიერებების სიძლიერით ასეთი პაციენტებისათვის არსებობს.
თუ პაციენტს აქვს შარდის ბუშტის კათეტერი, მან უნდა აცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს, რადგან ასეთი შემადგენლობის მედიკამენტმა (ამოქსიცილინი) შარდში მაღალი კონცენტრაციით არსებობისას, ოთახის ტემპერატურაზე შეიძლება წარმოქმნას კრისტალები. ამის გამო სასურველია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით მკურნალობისას. მძიმე სახის კუჭნაწლავის ჩივილების შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს ღებინება და/ან ფაღარათი უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. მედიკამენტის მიღება არ არის სასურველ ასეთ შემთხვევაში, რადგან შესაძლოა ვერ მოხდეს ადექვატური შეწოვა. miRebis wesi დოზები მიიღება რეგულარული ინტერვალებით მთელი დღის განმავლობაში. პაკეტის შიგთავსი იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში მიღების წინ.
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 ჭამის დაწყებისას, პირველი ლუკმის მიღების შემდეგ. ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის ამ გზით მიღება ყველაზე უფრო ეფექტურია. თუმცა ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 ასევე ეფექტურია როდესაც მიიღება ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა
ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის გაგრძელების ხანგრძლივობას.
როგორც წესი ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 მიიღება 7-დან 10 დღემდე სულ მცირე 2 დღე სიმპტომების რეგრესიიდან.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ თითოეული პაცენტისთვის ინდივიდუალურად. Iგი არ უნდა აჭარბებდეს 14 დღეს შესვენების გარეშე. თირკმლის, ღვიძლის და სისხლის მონაცემები უნდა შემოწმდეს რეგულარულად ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში.
მწვავე ბაქტერიული სინუსიტის მკურნალობის ხანგრძლივობა არის 14 დღე.
სიფრთხილისთვის საჭიროა ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღება სულ მცირე 10 დღის განმავლობაში, ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკის შემთხვევაში რათა მოხდეს გვიანი გართულებების პროფილაქტიკა (მაგ. რევმატიზმი, გლომერულონეფრიტი)

გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-იც იწვევს გვერდითი ეფექტების განვითარებას. თუმცა ყველას არ უვითარდება ისინი.
კლასიფიკაცია ხდება სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირად - 1ან მეტი შემთხვევა ყოველ 10 ნამკურნალებ პაციენტზე
ხშირად: - 1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 10 პაციენტზე, მაგრამ 1 ან მეტი შემთხვევა ყოველ 100 ნამკურნალებ პაციენტზე 
შედარებით იშვიათად- 1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 100 პაციენტზე, მაგრამ 1 ან მეტი შემთხვევა ყოველ 1000 ნამკურნალებ პაციენტზე
იშვიათად - 1 ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 1000 პაციენტზე, მაგრამ 1 ან მეტი შემთხვევა ყოველ 10,000 ნამკურნალებ პაციენტზე
ძალიან იშვიათად - უფრო ნაკლები ვიდრე 1 შემთხვევა ყოველ 10,000 ნამკურნალებ - პაციენტზე
ამ დროისთვის მოცემულია შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები:

ინფექციები
ხშირი: კანის და ლორწოვანი მემბრანების გაძლიერებული კოლონიზაცია სოკოვანი ინფექციებით (კანდიდიაზი). ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავის გახანგრძლივებულმა და განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოთი გამოწვეული ინფექციის განვითარება.

სისხლის და ლიმფური სისტემის დაავადებები
იშვიათი: სისხლის მონაცემების ცვლილება, მაგალითად სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია, მათ შორის ნეიტროპენია), თრომბოციტების რიცხვის შემცირება (თრომბოციტოპენია).
ძალიან იშვიათი: სისხლის მონაცემების ცვლილება, რომელიც გამოხატულია გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებით (გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი), სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), ჰემოლიზური ანემია, ძვლის ტვინის მიერ სისხლის წარმოქმნის სუპრესია (მიელოსუპრესია) სისხლდენის და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება. ეს გამოვლინებები შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

იმუნური სისტემის დაავადება
ძალიან იშვიათი: ძლიერი ალერგიული რეაქციები, რომელიც ვითარდება 6-ამინო პენიცილის მჟავათი სენსიბილიზაციის შედეგად, მაგ. წამლისმიერი ტემპერატურის მომატება, სპეციფიკური სისხლის უჯრედების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია), კანის და ლორწოვანის მტკივნეული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), ალერგიული რეაქციები ყველანაირი სიმძიმის, ზოგჯერ იწვევს ალერგიულ შოკს (ანაფილაქსიას), შრატის დაავადება, სისხლძარღვების ალერგიული დაავადება და თირკმლისმიერი ჩივილები (ვასკულიტი და/ან ნეფრიტი) და ხორხის შინაგანი შეშუპება, საჰაერო გზების დახშობით და გაძნელებული სუნთქვით (ლარინგიალური ედემა). ყველა სახის ალერგიული რეაქცია, რომელიც ზოგ შემთხვევაში იწვევს ანაფილაქსიურ შოკს, გამოვლინდა პენიცილინების მიღებისას. ძლიერი ანაფილაქტოიდური რეაქცია შეიძლება საჭიროებდეს შესაბამის გადაუდებელი დახმარების ზომების მიღებას (იხ. სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტების განვითარებისას მისაღები ზომები).

ნერვული სისტემის დაავადებები
არახშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ძალიან იშვიათი: შექცევადი ჰიპერაქტიურობა, აგზნებადობა, უძილობა, გონების დაბინდვა, აგრესია და გულყრები. სხვა პენიცილინების მსგავსად, ცერებრული გულყრები შეიძლება განუვითარდეთ იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან პაციენტებს, რომლებიც იღებენ დიდი დოზით ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას. შესაფერისი დოზის შერჩევა ხდება სიფრთხილით, განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის , რომლებსაც დაქვეითებული აქვთ თირკმლის ფუნქცია.

კუჭნაწლავის დაავადებები
ძალიან ხშირი: ფაღარათი
ხშირი: გულისრევა (ძლიერდება მაღალი დოზების მიღებისას), ღებინება, კუჭის ტკივილი, შებერილობა და თხელი ფეკალური მასები. ესენი ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობისაა და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ თავისით ქრება. ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ, როდესაც მიიღება საკვებთან ერთად.
არახშირი: მუცლის ზედა ნაწილთან დაკავშირებული ჩივილები. (დისპეპსია).
იშვიათი: ნაწლავების გაძლიერებული კოლონიზაცია სოკოვანი ინფექციებით (ნაწლავური კანდიდიაზი). 
ძალიან იშვიათი: ანტიბიოტიკებით გამოწვეული ნაწლავური ინფექცია (ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული ენტეროკოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანოზული ენტერკოლიტი და ჰემორაგიული ენტეროკოლიტი), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. ძლიერი გახანგრძლივებული ფაღარათის დროს, რომელიც ვითარდება მკურნალობიდან პირველ რამდენიმე კვირაში, გასათვალისწინებელია ფსევდომემბრანოზული ენტეროკოლიტის დიაგნოზი (უმეტეს შემთხვევებში გამოწვეულია პათოგენით ცლოსტრიდიუმ დიფფიცილე) (იხ. სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტების განვითარებისას მისაღები ზომები). შავი ენა.
იმ ქალებთან ჩატარებული კვლევების შედეგად, რომლებსაც ორსულობის დროს ჰქონდათ ამნიონური მემბრანის ნაადრევი დარღვევა, გამოვლინდა, რომ ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით პროფილაქტიკური მკურნალობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ახალშობილებში მძიმე ფორმის ნაწლავურ ინფექციასთან (ნეკროზული ენტეროკოლიტი).

ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებები
არახშირი: ღვიძლის ფერმენტების (AST, ALT, ტუტე ფოსფატაზა) ზომიერი ასიმპტომური მომატება. თუმცა ეს არ არის აუცილებლად ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღების შედეგად განვითარებული ღვიძლის დაზიანების ნიშანი.
ძალიან იშვიათი: ღვიძლის გარდამავალი ინფექცია და სანაღვლე გზების დახშობით გამოწვეული სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე). ასეთი რეაქციები ასევე აღინიშნებოდა სხვა პენიცილინებთან და ცეფალოსპორინებთანაც.
ღვიძლის დაზიანების სიმპტომები (ხშირად ძლიერი ქავილი, კანის და თვალის სკლერების სიყვითლე, მუქი შარდი და ჩვეულებრივზე უფრო ღია ფერის ფეკალური მასები) შეიძლება განვითარდეს მკურნალობისას და ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით მკურნალობის დამთავრებიდან ძალიან მცირე პერიოდში. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი არ ვლინდება მკურნალობის დამთავრებიდან რამოდენიმე კვირის გასვლამდე. ღვიძლის დაზიანება შეიძლება იყოს მძიმე ფორმის და გვხვდება უმეტესად მამაკაცებში და მოხუცებულ პაციენტებში (60 წლის და მეტი) ან თუ მკურნალობა გრძელდება 14 დღეზე მეტ ხანს. ის ხშირად დროებითია. თუმცა ძალიან იშვიათ შემთხვევებში სასიკვდილო გამოსავალიც აღინიშნებოდა. ეს უმეტეს შემთხვევებში ვლინდება ისეთ პაციენტებში, რომელთაც უკვე აქვს რომელიმე სახის სერიოზული დაავადება ან იმ პაციენტებში რომლებიც იღებენ სხვა მედიკამენტებსაც ერთდროულად.
ღვიძლის დაზიანება ასევე აღინიშნებოდა ბავშვებში ძალიან იშვიათ შემთხვევებში.
თუ გამოვლინდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომთაგანი დაუყოვნებლვ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები
არახშირი: გამონაყარი (ჭინჭრის ციება), ქავილი (პრურიტუსი), გამონაყარი კანზე (ეგზანთემა).
ეს ტიპიური წითელას მსგავსი გამონაყარი ვითარდება მკურნალობის დამთავრებიდან 5-11 დღეში. ინფექციური მონონუკლეოზით დაავადებული პაციენტებს (პფეიფერის დაავადება) და პაციენტები, რომლებსაც აქვთ გარკვეული სახის ლეიკემია (ლიმფური ლეიკემია), აქვთ ეგზანტემის განვითარების მაღალი რისკი. გამონაყარით გამოხატული კანის დაუყოვნებლივი რეაქცია ხშირად მიუთითებს ნამდვილ პენიცილინ ალერგიულობაზე, რის გამოც მკურნალობა უნდა შეწყდეს. ასევე მუკოზიტი (ლოწოვანის ანთება), პირის ღრუს ლორწოვანის ანთება შეიძლება განვითარდეს. პირის სიმშრალე და გემოვნების ცვლილებები.
იშვიათი: სიცოცხლისთვის საშიში კანის გაძლიერებული აქერცვლა (ერითემა ექსუდატივუმ მულტიფორმი).
ძალიან იშვიათი: სიცოცხლისთვის საშიში ზოგადი რეაქციები (სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ჩირქოვანი ეგზანთემა), სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, რომლებიც გამოხატულია კანზე ბუშტუკების განვითარებით (ბულოზური და ექსფოლიაური დერმატიტი).
კანზე რეაქციის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ით მკურნალობა და უნდა ეცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს.
ალერგიული რეაქცია არ გამოირიცხება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ან წარსულში ჰქონდათ სოკოვანი ინფექციები, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ პენიცილინი ეძლევად პირველად (სოკოსა და პენიცილინს შორის ანტიგენის გაერთიანება). 

თირკმლის და საშარდე გზების დაავადებები
ძალიან იშვიათი: თირკმლის ინფექციები (მწვავე ინტერსტიცირული ნეფრიტი), აქტიური ნივთიერების ამოქსიცილინის კრისტალიზაცია შარდში (კრისტალურია).

ზოგადი სახის და მიღების ადგილის დაავადებები:
ძალიან იშვიათი: მსგავსად სხვა ანტიბიოტიკებისა, კბილების ფერის ცვლილება აღინიშნებოდა ამ შემთხვევაშიც. ზოგიერთ შემთხვევაში ფერის ცვლილება დარჩა (უფრი ხშირად 10 წლამდე ასაკის ბავშვებში) მიუხედავად პირის ღრუს ინტენსიური ჰიგიენისა.

სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტების განვითარებისას მისაღები ზომები
ზოგიერთ ზემოთ ჩამოთვლილი წამლის გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს მწვავე და სიცოცხლისთვის საშიში. თუ ასეთი მოვლენები განვითარდა ან მოულოდნელად გართულდა დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი
ძლიერი გახანგრძლივებული ფაღარათი ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავათი მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ შეიძლება იყოს მაჩვენებელი სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტისა. საჭიროა ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავათი მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, და აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობის დაწყება ექიმის მიერ (მაგალითად სპეციფიკური ანტიბიოტიკების/ქიმიოთერაპიული საშუალებების დანიშვნა, რომელთა კლინიკური ეფექტურობა დამტკიცებულია). არ მიიღება მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ ნაწლავის მოძრაობას (პერისტალტიკას).

მძიმე ფორმის, მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები
ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავათი მკურნალობა უნდა შეწყდეს ალერგიული რეაქციის პირველივე ნიშნების განვითარებისთანავე და საჭიროა სიმპტომების შესაბამისი გადაუდებელი მკურნალობის ზომების მიღება (მაგ. ანტიჰისტამინების, კორტიკოსტეროიდების, სიმპათომიმეტიური საშუალებების დანიშვნა საჭიროების შემთხვევაში ხელოვნური ვენტილაცია) კვალიფიციური ექიმების მიერ.

გულყრების (ეპილეფსიის მსგავსი) განვითარება
საჭიროა შესაბამისი გადაუდებელი მკურნალობის ზომების მიღება (მაგ. სასუნთქი გზების გათავისუფლება, ანტიკონვულსანტების დანიშვნა, როგორიცაა დიაზეპამი ან ბარბიტურატები).
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 ის დიდი დოზებით მიღებისას სასურველია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება და გამოყოფა რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ამოქსიცილინის კრისტალურიის განვითარება.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან გამოვლინდება ისეთი ეფექტები, რომლებიც არ იყო აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
არ შეიძლება ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღება
 თუ პაციენტი ალერგიულია (აქვს მომატებული მგრძნობელობა) აქტიური ნივთიერება ამოქსიცილინის და/ან კლავულანის მჟავას, ან ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ.
 თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ალერგიული რეაქციები გარკვეული ტიპის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ (მაგ. პენიცილინები, ცეფალოსპორინები), რადგან ასეთ შემთხვევაში იზრდება ალერგიული (ანაფილაქსიური) შოკის განვითარების რისკი. საჭიროა ექიმის ინფორმირება იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც წარსულში იღებდა პაციენტი.
 თუ პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღების შემდეგ.
ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმის ინფორმირება. 

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღებისას
 ღვიძლის ფუნქციის დარღვევით/ღვიძლის დაზიანებით დაავადებულ პაციენტებთან. თუ რისკების და შესაძლო სარგებლობის გულდასმით შეფასების შემდეგ მაინც აუცილებელი გახდა მკურნალობა, უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის კონტროლი. თუ მკურნალობის დროს ღვიძლის ფუნქციური ტესტების მონაცემები დაირღვა მკურნალობა უნდა შეწყდეს. მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან ორი თვის შემდეგ რეგულარული ინტერვალებით უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის პარამეტრების კვლევა.
 პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე ფორმის ალერგიები ან ასთმა, რადგან ასეთი პაციენტებს უფრო ხშირად უვითარდებათ ალერგიული რეაქციები ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიმართ. ასევე შესაძლოა გავითარდეს ჯვარედინი ალერგიული რეაქცია სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, მაგ. ცეფალოსპორინების.
 პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კუჭნაწლავის ფუნქციის მძიმე ფორმის დაზიანება, ღებინება და ფაღარათი. ასეთი პაციენტების მკურნალობა შიგნით მისაღები ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავით არ არის სასურველი, რადგან შესაძლოა ვერ მოხდეს ადექვატური შეწოვა. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია პარენტერალური მკურნალობა.
 პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ექიმი გადაწყვეტს, თუ როგორ უნდა მიიღოს პაციენტმა ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 (იხ. ამოქსიკლავ-დენკ 1000/125-ის მიღების წესი).
 იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ შეზღუდული რაოდენობის კალიუმს, კლავულანატის კალიუმის შემცველობის გამო არის ჰიპერკალემიის რისკი კუჭთან დაკავშირებული ჩივილები და ფაღარათი.
 პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლისმიერი სეკრეციის დარღვევა (შემცირებული შარდვა). ძალიან იშვიათ შემთხვევებში შარდში შეიძლება წარმოიქმნას კრისტალები (კრისტალურია), განსაკუთრებით ინტრავენური მკურნალობის დროს. ამოქსიცილინის შემცველი მედიკამენტების დიდი დოზით დანიშვნისას, სასურველია, რომ პაციენტმა მიიღოს საკმარისი რაოდენობის სითხე, რათა შემცირდეს კრისტალურიის განვითარების რისკი. (იხ. 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები).
 პაციენტებთან, რომლებსაც აქვთ შარდის ბუშტის კათეტერი. რადგან თუ შარდში არის დიდი კონცენტრაციით ამოქსიცილინი, ოთახის ტემპერატურაზე ის შეიძლება დაგროვდეს შარდის ბუშტის კათეტერში, რის გამოც კათეტერის განვლადობა უნდა შემოწმდეს რეგულარულად.
 ვირუსული ინფექციების დროს, განსაკუთრებით ინფექციური მონონუკლეოზის (პფეიფერის დაავადება) და გარკვეული ტიპის ლეიკემიის დროს (ლიმფური ლეიკემია). ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა არ ინიშნება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ასეთ პაციენტებში, რადგან ის ზრდის კანის სიწითლის (გამონაყარი) რისკს.
 კბილების შეფერილობის ცვლილების პროფილაქტიკა ხდება პირის ღრუს ინტენსიური ჰიგიენის დაცვით მკურნალობის პერიოდში.
 ამოქსიკლავ-დენკში კლავულანის მჟავის შემცველობამ შეიძლება განაპირობოს სისხლის წითელ უჯრედებზე იმუნოგლობულინის და ალბუმინის არასპეციფიკური მიერთება, რაც იძლევა კუმბსის ტესტის ცრუ დადებით პასუხს. ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 ის მიღების შედეგად შეიძლება განვითარდეს მწვავე სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტები, და საჭირო გახდეს მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა, მაგ.
 ნაწლავების ინფექციების დროს (ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი,)
 მძიმე ფორმის, მწვავე სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია,
 ეპილეფსიის მსგავსი გულყრების შეტევები. 

მედიკამენტის ხანგრძლივად გამოყენება
  სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, შეიძლება განვითარდეს თანდართული ინფექცია რეზისტენტული ბაქტერიით ან სოკოთი.
  თირკმლის, ღვიძლის ფუნქციები და სისხლის მონაცემები უნდა შემოწმდეს რეგულარულად.
  ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 ძირითადად ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ და აქვს დაბალი ტოქსურობა, რაც დამახასიათებელია ზოგადად პენიცილინებისთვის. თუმცა ხანგრძლივი მკურნალობის დროს მაინც ნაჩვენებია ორგანოების ფუნქციების კონტროლი ასევე თირკმლის, ღვიძლის ფუნქციის და ჰემოპოეზის კონტროლი. 

ბავშვები და მოზარდები
ამოქსიკლავ-დენკ 1000/125 არ ინიშნება პაციენტებში რომელთა წონა არის 40კგ-ზე დაბალი.

მოხუცები
მოხუცებთან (60 ან უფრო მეტი ასაკის) მედიკამენტის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე და ღვიძლის ფუნქციის კონტროლი.

სხვა მედიკამენტებთან გამოყენება
თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა რომელიმე მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებსაც, მან უნ

სად შევიძინოთ?