ბ) საინექციო ხსნარი 1 გ/5 მლ ამპ.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: L-კარნიტინი
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს L-კარნიტინის 200 მგ-ს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მეტაბოლური პროცესების რეგულატორი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
L-კარნიტინი B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან β-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით).
კარტანი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს. ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.
კარტანი ავლენს ანაბოლურ მოქმედებას. თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს. მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.
კარტანი ავლენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოფტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.
კარტანი აუმჯობესებს სუსტ და დღენაკლი ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი კარგად შეიწოვება, Cmax მიიღწევა
3 სთ-ის შემდეგ, თერაპიულ დონეს ინარჩუნებს
9 სთ-მდე. პრეპარატი აღწევს ყველა ქსოვილში, მაღალი კონცენტრაციით გროვდება კუნთებსა და მიოკარდიუმში; ექსკრეცია წარმოებს თირკმელების საშუალებით, გამოიყოფა შეუცვლელი სახით (80%-ზე მეტი 24 სთ-ის განმავლობაში).
ჩვენება:
-ახალშობილთა ასფიქსია და სამშობიარო ტრავმები; ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია; რესპირატორული დისტრეს სინდრომი ახალშობილებში, პარენტერალურ კვებაზე მყოფი დღენაკლი ბავშვები; ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები;
-სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე.
-კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა).
-თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია
-ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში
-ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები.
-პირველადი (გენეტიკური) და მეორადი კარნიტინის დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფები.
-თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე.
-ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმები.
-მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია).
-სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი).
წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე.
გვერდითი მოვლენები:
კარტანის მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები აღინიშნება იშვიათად. შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
კარტანი შეიძლება დაინიშნოს ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ზეგავლენა ავტომობილის მართვასა და სხვა სამართავ ტექნიკურ საშუალებებზე:
კარტანი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვასა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
მიღების წესი და დოზირება:
ბ) საინექციო ხსნარი: ინიშნება ი/ვ ან ი/მ. ი/ვ ინექციისას პრეპარატი შეიყვანება ნელა 2-3 წუთის განმავლობაში.
-ბავშვებში: 50-100 მგ/კგ წონაზე.
-მოზრდილებში: 1-3 გ Dღღეში.
კარტანით მკურნალობას იწყებენ 1 გ-დან დღეში, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 გ-მდე დღე-ღამეში.
ჰემოდიალიზის დროს 2 გ ერთჯერადად (პროცედურის შემდგომ).
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: 100-200 მგ/კგ წონაზე დღეში ორჯერად მიღებაზე ან პირველი 48 სთ-ის განმავლობაში წარმოებს პრეპარატის უწყვეტი მიღება, შემდგომი დოზის ორჯერ შემცირებით.
გამოშვების ფორმა:
5 მლ საინექციო ხსნარი #5 ამპულა, თითოეულ ამპულაში 1 გ L-კარნიტინი