შემადგენლობა: გრინდელი 20 მგ, ჰელზემიუმი 10 მგ, პარაცეტამოლი 250 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მყარი ცხიმი.
კლინიკო-თერაპიული ჯგუფი: ანალგეზური და ანტიპირეტული საშუალებები, გაციებისა და ხველების საწინააღმდეგო საშუალებები.
პრეპარატი ნაჩვენებია ცხელების და /ან ტკივილის დროს, მაგ: თავის ტკივილი, გრიპი, კბილის ტკივილი. ეს ფორმა გამოიყენება მხოლოდ 13- 20 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში.
ჩვენებები:
მშრალი ან სველი ხასიათის ხველა ცხელებით მიმდინარე მწვავე ბრონქო-პულმონალური დაავადებების დროს; მწვავე რესპირაციული ინფექციები (გაციება, გრიპი, სინუსიტი, ფრონტიტი, ბრონქიტი); ცხელება.
უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ კოკლუსედალი პარაცეტამოლი, თუ ახლო წარსულში აღინიშნებოდა ანალური ხვრელის ან სწორი ნაწლავის დაზიანება (გამოყენების გზასთან დაკავშირებული უკუჩვენება), ცნობილი ალერგია პარაცეტამოლის ან სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ, ღვიძლის მძიმე დაავადება.
სიფრთხილის ზომები: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს. ამ ნივთიერებას შეიცავს სხვა პრეპარატებიც. რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად, არ გამოიყენოთ ეს პრეპარატები ერთდროულად.
სუპოზიტორიების გამოყენებისას არსებობს გამოყენების ადგილის გაღიზიანების რისკი. ეს მით უფრო ინტენსიურად ვლინდება, რაც უფრო ხანგრძლივად ან ხშირად გამოიყენება პრეპარატი.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის ეს ფორმა გამოიყენება მხოლოდ 13-20კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში. პარაცეტამოლის დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე. თუ არ იცით თქვენი ბავშვის წონა, სწორი დოზირებისთვის საჭიროა მისი აწონვა. დოზა დაახლოებით შეადგენს 60 მგ/კგ/დღე-ღამეში, გაყოფილი 4 მიღებაზე ანუ 15 მგ/კგ ყოველ 6 საათში.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. დიარეის დროს არ გამოიყენება სუპოზიტორიის ფორმა. კოკლუსედალი პარაცეტამოლის დოზა შეადგენს ერთ 250მგ სუპოზიტორიას, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მისი განმეორებით გამოყენება 6 საათის შემდეგ, არა უმეტეს დღე-ღამეში 4 სუპოზიტორიისა.
გამოყენების სიხშირე: რეგულარული გამოყენება თავიდან აგაცილებთ ტკივილის ან ცხელების ცვალებადობას. ჩვილებსა და ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს რეგულარული ინტერვალების დაცვით, მათ შორის ღამით. სასურველია პრეპარატის ყოველ 6 საათში და მინიმუმ 4 საათში ერთხელ გამოყენება. თირკმლის მძიმე დაავადების შემთხვევაში (თირკმლის მწვავე უკმარისობა), მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 8 საათი.
მკურნალობის ხანგრძლივობა: თუ ცხელების ხანგრძლივობა აღემატება 3 დღეს, უმჯობესია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
გამოყენების გზა: გამოიყენება რექტალურად.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს გამოყენების გზასთან დაკავშირებული ადგილობრივი ეფექტები.
ზოგიერთ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი კანზე, კანის სიწითლე, ან ალერგიული რეაქციები, შესაძლო სიმპტომებით, მათ შორის სახის და ყელის უეცარი შეშუპება, ან უეცარი დისკომფორტი და არტერიული წნევის დაქვეითება. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება. მიმართეთ თქვენს ექიმს და აღარ მიიღოთ პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატები.
უსაფრთხოების ზომები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 250C - ზე მაღალ ტემპერატურაზე.