კოროსი
რა არის კოროსი და რისთვის გამოიყენება ის
კოროსი მიეკუთვნება სტატინების ჯგუფის პრეპარატებს. კოროსი ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
ქოლესტერინის მაღალი დონის დროს, რაც ნიშნავს რომ იმყოფებით ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის ქვეშ. სტატინების დანიშვნა ხდება იმ დროს, როდესაც დიეტის ცვლილება და ფიზიკური ვარჯიში არ არის საკმარისი ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად. კოროსის მიღებასთან ერთად შეგიძლიათ ქოლესტერინის დამწევი დიეტის და ვარჯიშის გაგრძელებაც.
ან
არსებობს სხვა ფაქტორებიც, რაც ზრდის ინფარქტის ან ინსლუტის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა პრობლემების განვითარების რისკს. ინფარქტი, ისნულტი ან სხვა სახის პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს ათეროსკლეროზით. ათეროსკლეროზის წარმოქმნის მიზეზია ცხიმების დაგროვება სიხსლძარღვებში.
რა მნიშვნელობა აქვს კოროსის მიღებას?
კოროსი ინიშნება სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების დონის კორექციისთვის რასაც ეწოდება ლიპიდები, რომელთა შორის ძირითადია ქოლესტერინი. სისხლში არსებობს ქოლესტერინის სხვადასხვა ტიპები - „ცუდი“ ქოლესტერინი (LDL-C) და „კარგი“ ქოლესტერინი (HDL-C).
კოროსს შეუძლია შეამციროს „ცუდი“ ქოლესტერინის და გაზარდოს „კარგი“ ქოლესტერინის დონე.
იგი ხელს უშლის „ცუდი“ ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზმში და ზრდის ორგანიზმის უნარს გამოდევნოს იგი სისხლიდან.
ადამიანების უმეტესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე არ ახდენს ზემოქმედებას მათ ზოგად მდგომარეობაზე, რადგან მას არ გააჩნია რაიმე სახის სიმპტომი. იმის გამო, რომ ხშირად არ მიმართავენ მკურნალობას, ცხიმოვანი ნარჩენები გროვდება სისხლძარღვების კედლებზე და ავიწროებს მათ. ზოგჯერ ხდება შევიწროებული სისხლძაღვების დახშობა, რის გამოც სისხლძარღვები ვეღარ აწვდიან სისხლს გულს და ტვინს, რაც იწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევით, მცირდება ინფარქტის, ინსულტის ან ჯანმრთელბასთან დაკავშირებით სხვა პრობლემების განვითრების რისკი. უნდა გაგრძელდეს კოროსის გამოყენება, მიუხედავად იმისა, შემცირდა თუ არა ქოლესტერინი საჭირო დონემდე, რადგან იგი ინარჩუნებს ქოლესტერინის სათანადო დონეს და იცავს სისხლძარღვების კედლებს ცხიმების დაგროვებისგან. თუმცა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ორსულობის დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
2. კოროსის ტაბლეტების მიღებამდე:
არ მიიღოთ კოროსის ტაბლეტი:
თუ გაქვთ ალერგია კოროსის, ან მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში.
თუ დაორსულდით კოროსის მიღების დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს. კოროსის მიღებისას დაიცავით თავი ორსულობისგან სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით.
ღვიძლის დაავადებებისას.
თირკმლის მწვავე დაავადებებისას.
კუნთების აუხსნელი ან განმეორებითი ტკივილისას.
თუ იღებთ ციკლოსპორინს (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).
ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ასევე, არ მიიღოთ კოროსი 20მგ:
თირკმლის საშუალო სიმძიმის დაავადებებისას (ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს).
ფარისებრი ჯირკვლის არასათანადო ფუქნციონირებისას.
კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი წარმოშობის ტკივილის დროს, კუნთების გენეტიკური პრობლემების დროს, ან ანამნეზში არსებული კუნთების პრობლემებისას, ქოლესტერინის დამწევი სხვა საშუალებების მიღების დროს.
დიდი რაოდენობით ალკოჰოლის რეგულარულად მიღებისას.
თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი).
თუ იღებთ ფიბრატებს ქოლესტერინის დონის დასაწევად.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან (რომელიმეს არსებობისას) კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
კოროსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კოროსის მიღება დაშვებულია საკვებთან ერთად ან ცალკე.
ორსულობა და ლაქტაცია
კოროსის გამოყენება დაუშვებელია ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში. კოროსის მიღებისას დაორსულების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. კოროსის მიღებისას დაიცავით თავი ორსულობისგან სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით. რომელიმე პრეპარატის გამოყენებამდე კოსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
კოროსის მიღებისას შესაძლებელია ავოტმობილის და სხვა მექანიზმების მართვა. ზოგჯერ კი აღინიშნება თავბრუსხვევა. თავბრუსხვევის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
კოროსის ტაბლეტების გამოყენების წესი
კოროსის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზები
კოროსის ქოლესტერინის მაღალი დონის დროს გამოყენებისას:
საწყისი დოზა
კოროსის საწყისი დოზაა 5 მგ ან 10მგ, მიუხედავად, იმისა თუ მიგიღიათ მანამდე რომელიმე სხვა სტატინის უფრო მაღალი დოზა.
საწყისი დოზის შერჩევა დამოკიდებულია:
თქვენი ქოლესტერინის დონეზე
ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის დონეზე
ისეთი ფაქტორის არსეობაზე, რაც ხელს შეუწყობს გვერდითი მოვლენების განვითარებას.
გაარკვიეთ თქვენს ექიმთან კოროსის რა საწყისი დოზაა თქვენთვის შესაფერისი.
შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ მინიმალური დოზა ( 5მგ), თუ:
ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი).
ხართ 70 წელზე ასაკის ზემოთ.
გაწუხებთ თირკმელების საშუალო სიმძიმის პრობლემები.
იმყოფებით კუნთების ტკივილის განვითარების რისკის ქვეშ (მიოპათია).
დოზის გაზრდა მაქსიმალურ დღიურ დოზამდე. ექიმმა შესაძლებელია გადაწყვიტოს თქვენთვის დოზის გაზრდა, იმისათვის რომ მიიღოთ კოროსის ის დოზა, რაც თქვენთვისაა საჭირო. 5 მგ საწყისი დოზის შემთხვევაში, შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ ორმაგი 10 მგ დოზა, შემდეგ 20 მგ და შემდეგ 40 მგ, საჭიროების შემთხვევაში.
10მგ საწყისი დოზის შემთვევაში შესაძლებელია თქვენმა ექიმმა გაგიორმაგოთ დოზა 20მგ-მდე , შემდეგ კი 40მგ-მდე საჭიროების შემთხვევაში. დოზის თითოეულ კორექციას შორის შუალედი უნდა იყოს 4 კვირა.
კოროსის მაქსიმალური დღიური დოზაა 40მგ. იგი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი და იმ შემთხვევაში, თუ ქოლესტერინის დონე არ იწევს ქვემოთ 20 მგ-ის მიღების შედეგად.
იმ შემთხვევაში, თუ იღებთ კოროსს ინფარქტის ან ინსულტის რისკის შესამცირებლად ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გამო:
რეკომენდებული დოზაა დღეში 20მგ. თუმცა, ექიმმა შესაძლებელია დაგინიშნოთ ნაკლები დოზა შემდეგი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.
დოზირება 10-17 წლის ბავშვებში
საწყისი დოზა შეადგენს 5მგ-ს. შესაძლებელია ექიმმა გაზარდოს დოზა თქვენთვის შესაფერისი დოზის შერჩევის გამო. კოროსის მაქსიმალური დღიური დოზაა 20მგ. მიიღეთ დოზა დღეში ერთხელ. დაუშვებელია ბავშვებში კოროსის 40მგ ტაბლეტის მიღება.
ტაბლეტის მიღების წესი
მიიღეთ კოროსი დღეში ერთხელ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ერთსადაიმავე დროს, იმისათვის რომ კარგად დაგამახსოვრდეთ მიღების დრო.
თუ თქვენ მიიღეთ კოროსი ჭარბი დოზით
კოროსის დოზის გადაჭარბების შემთვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ კოროსის მიღება
კოროსის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ შემდეგი დოზა დაგეგმილ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, კოროსმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. მნიშვნელოვანია იცოდეთ რა სახის გვერდითი მოვლენებია. ეს გვერდითი მოვლენებია ძირითადად საშუალო სიმძიმის და ქრება მოკლე ხანში.
შეწყვიტეთ კოროსის მიღება და მიმართეთ ექიმს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენების განვითარების შემთვევაში:
სუნთქვის გართულება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით ან მის გარეშე.
სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რომლის შედეგადაც რთულდება ყლაპვის უნარი.
კანის ძლიერი ქავილი . შეწყვიტეთ კოროსის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ კუნთების უჩვეულო ხანგრძლივი ტკივილის შემთხვევაში. კუნთების ტკივილი ახასიათებთ უფრო მეტად ბავშვებს და მოზარდებს, ვიდრე მოზრდილებს.
როგორც სხვა სტატინების შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა რამოდენიმე შემთხვევას კუნთებში უსიამოვნო ეფექტებს და იშვიათად მათი გამწვავება ხდებოდა კუნთების სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ დაზიანებამდე, ცნობილი როგორც რაბდომიოლიზი.
ხშირი გვერდითი მოვლენები (1/10 -დან – 1/100-დან):
თავის ტკივილი
მუცლის ტკივილი
ყაბზობა
შეუძლოდ ყოფნა
კუნთების ტკივილი
სისუსტე
ძილიანობა
შარდში ცილების რაოდენობის მომატება - იგი უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს თავისთავად და არ საჭიროებს კოროსის ტაბლეტების მიღების შეწყვეტას (მხოლოდ კოროსის 40მგ).
დიაბეტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონე ნორმალურთან შედარებით მომატებულია.
არახშირი გვერდითი მოვლენები (1/100-დან და 1/1000-დან):
გამონაყარი, ქავილი ან სხვა სახის რეაქციები კანზე.
შარდში ცილების რაოდენობის მომატება - იგი უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს თავისთავად და არ საჭიროებს კოროსის ტაბლეტების მიღების შეწყვეტას (მხოლოდ კოროსის 5მგ, 10მგ და 20მგ).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (1/1000-დან და 1/10000-დან):
მწვავე ალერგიული რეაქციები - სახის, ენის, ტუჩების, ყელის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, კანის ძლიერი ქავილი. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ კოროსის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.
მოზრდილებში კუნთების დაზიანების დროს - სიფრთხილის გამო შეწყვიტეთ კოროსის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ იგრძნობთ უჩვეულო ხანგრძლივ ტკივილს კუნთებში.
მუცლის მწვავე ტკივილი (ანთებითი პანკრეასი)
სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატება.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (<1/10000-დან):
სიყვითლე (თვალების და კანის გაყვითლება)
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
სისხლიანი შარდი
ფეხის და მკლავების ნერვის დაზიანება (როგორიცაა დაბუჟება)
სახსრების ტკივილი
მეხსიერების დაკარგვა
წამლის და შეფუთვის ფორმა
კოროსის 20 მგ ტაბლეტი არის მრგვალი ფორმის, ვარდისფერი, გარსით დაფარული.
შეფუთვაში მოცემულია 14, 28 ტაბლეტი.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
ჰელბა ფარმაცეუტიკალს ინქ.კო.