Plasmon
დებიტუმი-სანოველი / Debitum- sanovel


სამკურნალო ფორმის აღწერა: 50 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა:
შემოგარსული ტაბლეტები 1 შემოგ. ტაბ.
სერტრალინის ჰიდროქლორიდი, რაც შეესაბამება
სერტრალინის 50 მგ-ს

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიდეპრესანტი – სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი.
ათქ კლასიფიკაციის კოდი – N06AB06

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდიმიკა:
სერტრალინი წარმოადგენს ნეირონებში სეროტონინის (5-Hთ) უკუმიტაცების ძლიერ და სპეციფიკურ ინჰიბიტორს. სერტრალინის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ცნს-ის ნეირონებში სეროტონინის მიტაცების პროცესის ინჰიბირებაში. იგი არ ხასიათდება მუსკარინული ქოლინორეცეპტორების, სეროტონინული, დოფამინური, ჰისტამინური, გამაამინოერბოს მჟავას, ბენზოდიაზეპინური და ადრენორეცეპტორებისადმი აფინურობით.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისაგან განსხვავებით, სერტრალინით დეპრესიის  მკურნალობის დროს სხეულის წონაში მომატება არ აღინიშნება. სერტრალინს არ ახასიათებს მისდამი ფიზიკური და ფსიქიური დამოკიდებულების განვითარება.
ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული საკონტროლო კვლევებისას სერტრალინი არ იწვევდა სედატიურ მოქმედებას და არ იცვლებოდა ფსიქომოტორული ფუნქცია.

ფარმაკოკინეტიკა: 
შეწოვა და განაწილება: სერტრალინის პერორალური მიღებისას დოზით 50 მგ-დან 200 მგ-მდე ერთხელ დღეში 14 დღის განმავლობაში პრეპარატის კონცენტრაციის მაქსიმუმი (ჩმახ) პლაზმაში აღინიშნება 4.5-8.4 სთ-ის შემდეგ. სერტრალინის თ1/2 მიიღწევა საშუალოდ 26 სთ-ში, 98% უკავშირდება პლაზმის ცილებს. სერტრალინის ერთჯერადი დოზის მიღებისას ჩსს მიიღწევა ერთი კვირის განმავლობაში. საკვების მიღება არსებით გავლენას არ ახდენს სერტრალინის ბიოშეღწევადობაზე, უმნიშვნელოდ იზრდება AUC მაჩვენებელი, ხოლო Cmax იზრდება 25%-ით. 
მეტაბოლიზმი და გამოყოფა: სერტრალინი ღვიძლში ძირითადად ,,პირველადი გავლის” ეტაპზე აქტიურად ბიოტრანფორმირდება და მის ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს 
N–დესმეთილსერტრალინი. N–დესმეთილსერტრალინის ნახევარდაშლის პერიოდი მერყეობს 62-104 სთ-ის ფარგლებში. სერტრალინის მეტაბოლიტები ორგანიზმიდან თანაბარი რაოდენობით გამოიყოფა განავალთან და შარდთან ერთად. პრეპარატის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი (0.2%-ზე ნაკლები) გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. 
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:
სერტრალინის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში ობსესურ-კომპულსიური აშლილობით მოზრდილების მსგავსია (თუმცა სერტრალინის მეტაბოლიზმი ბავშვებში უფრო აქტიურად მიმდინარეობს). რადგანაც ბავშვების სხეულის წონა ნაკლებია, პრეპარატი ინიშნება დაბალი დოზებით პლაზმაში მისი ჭარბი დონის თავიდან ასაცილებლად.
მკურნალობის ეფექტურობის დამოკიდებულება სერტრალინის კონცენტრაციაზე დადგენილი არ არის.
სერტრალინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები მოზარდებში  და ხანდაზმულებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება იგივე მაჩვენებლებისაგან 18 – 65 წლის ასაკის პაციენტებში.

ჩვენებები:
სერტრალინი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
• დეპრესიული მდგომარეობები;
• ობსესურ-კომპულსიური აშლილობები ბავშვებში და მოზრდილებში;
• პანიკური ტიპის აშლილობების დროს, რომლებიც მიმდინარეობს აგორაფობიის თანხლებით ან მის გარეშე;
• პოსტტრავმული სტრესული მდგომარეობა;
• სოციალური ფობია;
• პრედმენსტრუალური დისფორიული აშლილობა.

უკუჩვენება: 
• პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
• მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მკურნალობა.

განსაკუთრებული მითითებები:
მონოამინოოქსიდაზის (მაო) ინჰიბიტორები: სერტრალინისა და მაო-ს ინჰიბიტორების  ერთდროული მიღებისას ვითარდება მნიშვნელოვანი გართულებები. აღნიშნული ურთიერთქმედების სიმპტომებს წარმოადგენს: ჰიპერთერმია, რიგიდობა, კრუნჩხვები, გონების დაბინდვა, გაღიზიანება და აგზნებით მიმდინარე ფსიქიური მოშლილობა კომის განვითარებით. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის მსგავსი გართულება. ამიტომ სერტრალინის დანიშვნა არ შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად ან 14 დღის განმავლობაში მათი შეწყვეტის შემდეგ. ანალოგიურად, სერტრალინით მკურნალობის დასრულების შემდეგ მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გავიდეს არანაკლებ 14 დღე.
თირკმლის უკმარისობა: რამდენადაც სერტრალინის დიდი ნაწილი იშლება, მისი უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად. ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 20-50 მლ/წთ) და თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 20-50 მლ/წთ-ზე ნაკლები) სერტრალინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება მისი ერთჯერადად მიღებისას. პაციენტებში თირკმლის მნიშვნელოვანი დარღვევით, სერტრალინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის, ამიტომ ასეთ პაციენტებში პრეპარატი ინიშნება დიდი სიფრთხილით.
ღვიძლის უკმარისობა: სერტრალინი ძირითადად იშლება ღვიძლში. ავადმყოფებში ღვიძლის ციროზის მსუბუქი ფორმით სერტრალინის კლირენსი მცირდება, ხოლო ნახევრადდაშლის პერიოდი იზრდება. სერტრალინის დანიშვნა ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის ქვეშ. ამ დროს გამოყენებულ უნდა იქნეს მცირე და ნაკლებად კონცენტრირებული დოზები.
შაქრიანი დიაბეტი: შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების მიღებამ შეიძლება შეცვალოს გლიკემიის მაჩვენებლები დეპრესიის სიმპტომების აღმოფხვრის პარალელურად. შეიძლება გაჩნდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზის რეგულირების აუცილებლობა.
კრუნჩხვები: სერტრალინი არ ინიშნება არასტაბილური ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში. კონტროლირებადი ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები, რომლებიც იღებენ სერტრალინს, საჭიროებენ დაკვირვებას. კრუნჩხვების სიხშირის მომატებისას სერტრალინის მიღებას წყვეტენ.
ელექტრო-კრუნჩხვითი თერაპია: კლინიკური კვლევების არარსებობის გამო სერტრალინი ელექტრო-კრუნჩხვითი თერაპიისას ინიშნება სიფრთხილით.
მანია/ჰიპომანიის აქტივაცია: პაციენტებს ანამნეზში მანიაკალური და ჰიპომანიაკალური მდგომარეობების არსებობისას სერტრალინი ენიშნებათ სიფრთხილით. მანიაკალურ ფაზაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
სუიციდი: ანტიდეპრესანტების მიღებამ განსაკუთრებით ბავშვებში და ახალგაზრდებში შეიძლება გამოიწვიოს სუიციდის მცდელობის გაზრდა. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე და პირველ თვეებში პრეპარატის დოზის მომატება/შემცირებისას ან შეწვეტისას გაუთვალისწინებელი რეაქციების გამო (მოუსვენრობა, აგზნებადობის მომატება ან სუიციდის მცდელობა), საჭიროა პაციენტზე დაკვირვება ახლობლების და მკურნალი ექიმების მხრიდან.   
სისხლჩაქცევა: სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტების მიღებისას მატულობს სისხლჩაქცევები კანზე.
სიფრთხილეა საჭირო ამ ჯგუფის პრეპარატების და თრომბოციტების ფუნქციაზე მოქმედი პრეპარატებთან (მაგ. ატიპიური ნეიროლეპტიკები და ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ასპირინი და სხვა აასს) ერთდროული, აგრეთვე სისხლჩაქცევების წარმოქმნის რისკის მქონე ავადმყოფებში დანიშვნისას.
გამოყენება ხანდაზმულ ასაკში: კლინიკური კვლევებისას სერტრალინის უსაფრთხოების, ეფექტურობის და გვერდითი რეაქციების წარმოქმნის სიხშირის მხრივ ასაკოვან და ახალგაზრდა პაციენტებში განსხვავება არ შეინიშნა.
გამოყენება პედიატრიაში: ნაჩვენებია, რომ ბავშვებში ობსესურ-კომპულსიური აშლილობის დროს  სერტრალინის მიღების უსაფრთხოება მოზრდილთა მსგავსია. ბავშვებში დეპრესიული მდგომარეობების და პანიკური ტიპის აშლილობების დროს სერტრალინის გამოყენება არ არის ეფექტური.
სერტრალინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში შესწავლილი არ არის.
გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე;
საკონტროლო კვლევებისას აღმოჩნდა, რომ სერტრალინს არ გააჩნია სედატიური ეფექტი  და არ მოქმედებს ფსიქომოტორულ ფუნქციებზე. მიუხედავად ამისა, ისეთი მოქმედებების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას, როგორიცაა ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვა, აუცილებელია პაციენტი გაფრთხილებულ იქნეს, რომ შესაძლოა სერტრალინმა გამოიწვიოს გონებრივი და ფიზიკური უნარის დაქვეითება.
სასურველი არ არის სერტრალინის მიღება ბენზოდიაზეპინის რიგის სამკურნალო პრეპარატებთან ან სხვა ტრანკვილიზატორებთან ერთად. 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის C კატეგორია. ორსულ ქალებზე ჩატარებული საკონტროლო კვლევების რაოდენობა არასაკმარისია. აქედან გამომდინარე, პრეპარატი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს. რამდენადაც არ არსებობს მონაცემები სერტრალინის და მისი მეტაბოლიტების დედის რძეში გადასვლის შესახებ, ლაქტაციის პერიოდში სერტრალინის მიღება არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები:
სერტრალინის მიღებისას განვითარებული გვერდითი ეფექტები:
სერტრალინის მიღებისას შეინიშნება ზომიერად გამოხატული გვერდითი ეფექტები, რომელთა ინტენსივობა და სიხშირე თერაპიის გაგრძელებისას მცირდება და არ მივყავართ მკურნალობის შეწყვეტამდე.
გამოყენებულია არასასურველი მოვლენების სიხშირის შეფასების შემდეგი კრიტერიუმები: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-<1/10), არც ისე ხშირად (≥1/1000-<1/100), იშვიათად (≥1/10000-<1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000).
მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირად: მხედველობის დაბინდვა.
სმენის ორგანოების მხრივ: ხშირად: ხმაური ყურებში.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად: დიარეა, პირის სიმშრალე, ღებინება, ყაბზობა, დისპეპსია, ტკივილი მუცელში. 
ცნს-ის მხრივ: ხშირად: თავის ტკივილი, ძილიანობა, კოორდინაციის დარღვევა, ჰიპოასთენია. არც ისე ხშირად: დეპრესიული სიმპტომები, სეროტონინული სინდრომი (აჟიტირება, გონების დაბინდვა, დიაფორეზი, ჰალუცინაციები, ჰიპერრეფლექსია, მიოკლონუსი, ტაქიკარდია, ტრემორი). ძალიან იშვიათად: მანიაკალურ – დეპრესიული აშლილობა. 
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად: ართრალგია, მიალგია.
ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის მხრივ: ძალიან იშვიათად: პანკრეატიტი და ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (ღვიძლის უკმარისობით გამოწვეული სიყვითლე და/ან ჰეპატიტი), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.
თირკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: არც ისე ხშირად: შარდის გამოყოფის გაძნელება, უნებლიე შარდვა.
სასქესო ორგანოებისა და ენდოკრინული სისტემის მხრივ: ხშირად: ეაკულაციის დარღვევა, ხშირად: ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, დისმენორეა, ანორგაზმია. 
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არც ისე ხშირად: გამონაყარი. ძალიან იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება, ციანოზი, ქავილი და ანაფილაქსიური რეაქციები.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად: ჰიპონატრიემია. ჰიპონატრიემია ხანდაზმულ პაციენტებში ზოგჯერ გამოწვეულია ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციით. 
სისხლმბადი და ლიმფური სისტემების მხრივ: არც ისე ხშირად: პურპურა, სისხლდენები, თრომბოციტოპენია. ძალიან იშვიათად: სისხლის შედედების დარღვევა.
სხვა: ხშირად: გაძლიერებული ოფლიანობა, რომელიც სერტრალინის მოხსნის შემდეგ გაივლის, ძალიან იშვიათად: თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, შფოთვა, გულისრევა.
პრეპარატის უეცარი შეწყვეტისას შეინიშნება მოხსნის სინდრომი, ისევე როგორც სხვა სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული სიმპტომები გარდამავალია.  
გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები: სერტრალინისა და მაო-ს ინჰიბიტორების  ერთდროული მიღებისას ვითარდება მნიშვნელოვანი გართულებები. აღნიშნული ურთიერთქმედების სიმპტომებს წარმოადგენს: ჰიპერთერმია, რიგიდობა, კრუნჩხვები, გონების დაბინდვა, გაღიზიანება და აგზნებით მიმდინარე ფსიქიური მოშლილობა კომის განვითარებით.ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის მსგავსი გართულება. ამიტომ სერტრალინის დანიშვნა არ შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად ან 14 დღის განმავლობაში მათი შეწყვეტის შემდეგ. ანალოგიურად, სერტრალინით მკურნალობის დასრულების შემდეგ მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გავიდეს არანაკლებ 14 დღე.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები: სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტების ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად მიღებისას იზრდება ამ უკანასკნელის პლაზმური დონე. ამიტომ ამ პრეპარატები ერთდროული მიღება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. საჭიროა ტრიციკლური ანტიდეპრესანტების პლაზმური კონცენტრაციის კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში დოზის შემცირება. 
ალკოჰოლი: ჯანმრთელ ადამიანებში სერტრალინი არ აძლიერებს ალკოჰოლის გავლენას გონებრივ და ფსიქომოტორულ ფუნქციებზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, რეკომენდებული არ არის სერტრალინის და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენება დეპრესიულ ავადმყოფებში. 
ლითიუმი და ტრიპტოფანი: ლითიუმისა და სერტრალინის ერთდროული მიღებისას არ იცვლება ლითიუმის ფარმაკოკინეტიკა, თუმცა ხშირად აღინიშნება ტრემორი. სერტრალინის სეროტონინერგულ გადაცემაზე მოქმედ საშუალებებთან ერთად დანიშვნა (მაგ. ლითიუმი ან ტრიპტოფანი) მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. 
სეროტონინერგული პრეპარატები: ,,გამორეცხვის პერიოდის” აუცილებლობა სეროტონინის უკუმიტაცემის ერთი ინჰიბიტორიდან მეორეზე გადასვლისას დამტკიცებული არ არის. თუმცა სამკურნალო საშუალებების ასეთი შეცვლის აუცილებლობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. თავიდან უნდა ავიცილოთ ტრამადოლის, სუმატრიპტანის ან ფენფლურამინის სერტრალინთან ერთად დანიშვნა.
ჩვეულებრივი კრაზანას მცენარეული პრეპარატები სეროტონინერგული ეფექტის პოტენცირების თავიდან ასაცილებლად არ ინიშნება სერტრალინთან ერთად.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: სერტრალინი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ამიტომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება, რომლებიც ასევე უკავშირდება ცილებს. დიაზეპამის ან ტოლბუტამიდის სერტრალინთან ერთად დანიშვნა (200მგ/დღეში) განაპირობებს ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს. ციმეტიდინთან ერთად მიღება მნიშვნელოვანი ხარისხით ამცირებს სერტრალინის კლირენსს. ერთდროული მიღებისას სერტრალინი არ ცვლის ატენოლოლის ბეტა-ადრენომაბლოკირებელ მოქმედებას.
რაიმე სახის ცვლილება არ არის შენიშნული სერტრალინის (200მგ/დღეში) გლიბენკლამიდთან ან დიგოქსინთან ერთად მიღებისას.
სერტრალინის ვარფარინთან ერთად მიღება განაპირობებს პროთრომბინული დროის მცირე, მაგრამ სტატისტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ზრდას. 
სერტრალინის მიღება (200მგ/დღეში) კარბამაზეპინთან, ჰალოპერიდოლთან ან ფენიტოინთან ერთად ჯანმრთელ მოხალისეებში არ აძლიერებს ამ პრეპარატების მოქმედებას კოგნიტიურ და ფსიქომოტორულ ფუნქციებზე.  

მიღების წესი და დოზირება:
სერტრალინი მიიღება ერთხელ დღეში დილით ან საღამოს. პრეპარატის მიღება დამოკიდებული არ არის საკვებზე.
საწყისი თერაპია:
მოზრდილებში:
ძირითადი დეპრესიული და ობსესურ-კომპულსიური აშლილობების სამკურნალოდ რეკომენდებულია დოზა – 50 მგ/დღეში.
პანიკური ტიპის აშლილობების, სოციალური ფობიის და პოსტტრავმული სტრესული მდგომარეობის მკურნალობისას საწყისი დღიური დოზა შეადგენს 25 მგ-ს. ერთი კვირის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-მდე დღეში.
არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის თანდათან გაზრდა კვირაში ერთხელ მაქსიმალურ – 200 მგ/დღეში დოზამდე. 
პრედმენსტრუალური დისფორიული აშლილობის სამკურნალოდ საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღეში. თერაპიული ეფექტის არარსებობისას რეკომენდებულია დოზის გაზრდა 150 მგ-მდე დღეში მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ან 100 მგ-მდე დღეში – მენსტრუალური ციკლის ლუთეინურ ფაზაში (50 მგ-ის მომატება მენსტრუალურ ციკლზე).  
ხანგრძლივი მკურნალობა:
ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარების დროს პრეპარატი ენიშნებათ მინიმალურ ეფექტურ დოზებში, რომელსაც შემდგომ ცვლიან კლინიკური ეფექტების მიხედვით.
ბავშვები და მოზარდები:
ობსესურ-კომპულსიური აშლილობების სამკურნალოდ 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ-ს დღეში, 13-17 წლის ასაკის მოზარდებში – 50 მგ-ს დღეში.
არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა  კვირაში ერთხელ მაქსიმალურ დოზამდე – 200 მგ/დღეში. პრეპარატის მაღალი დოზით დანიშვნისას ჰიპერდოზირების თავიდან ასაცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს წონათა სხვაობა ბავშვებსა და მოზრდილებს შორის.
ხანდაზმულ პაციენტებს პრეპარატი ენიშნებათ იგივე დოზებით, როგორც შედარებით ახალგაზრდა პაციენტებს. გვერდითი ეფექტების ხასიათი და სიხშირეც ანალოგიურია.
ღვიძლის/თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სერტრალინის მიღება უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის ქვეშ. ამასთან სერტრალინის დოზა უნდა იყოს შედარებით დაბალი ან ნაკლებად კონცენტრირებული.
თავიდან უნდა იქნეს აცილებული პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტა. სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტის შედეგად განვითარებული მოხსნის სინდრომის რისკის შესამცირებლად საჭიროა დოზის თანდათანობითი შემცირება 1-2 კვირის განმავლობაში. თუ პრეპარატის დოზის შემცირების ან შეწყვეტის შემდეგ გამოვლინდა გამოხატული სიმპტომები, განიხილება პრეპარატის ხელახალი მიღება ადრე დანიშნული დოზით. შემდგომში უნდა მოხდეს დოზის შემცირება უფრო ნელ-ნელა. 

ჭარბი დოზირება:
ჰიპერდოზირების მძიმე სიმპტომები არ გამოვლენილა პრეპარატის დიდი დოზით მიღების დროსაც. თუმცა სხვა პრეპარატებთან ან ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას შეიძლება განვითარდეს მძიმე მოწამვლა. ამიტომ საჭიროა ჰიპერდოზირების სიმპტომების მკურნალობა.
სიმპტომები: სეროტონინული სინდრომის გამოვლენა: გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, ტაქიკარდია, აჟიტირება, თავბრუსხვევა, გაცილებით იშვიათად – კომის შემთხვევები.
მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. აუცილებელია სასუნთქი გზების გამტარობის შენარჩუნება. გააქტივებული ნახშირის გამოყენება სორბიტოლთან ერთად შეიძლება იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. საჭიროა ინტენსიური შემანარჩუნებელი თერაპია და მუდმივი დაკვირვება ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებზე. სერტრალინს აქვს დიდი განაწილების მოცულობა, ამასთან დაკავშირებით დიურეზის გაძლიერება, დიალიზის ჩატარება, ჰემოპერფუზია ან სისხლის გადასხმა შეიძლება იყოს უშედეგო.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
შენახვის ვადა _ 24 თვე. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
მუყაოს კოლოფში მოთავსებულ ბლისტერზე 28 შემოგარსული ტაბლეტი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით. 

სხვა ფორმები:
დებიტუმი-სანოველი 25 მგ #28 შემოგარსული ტაბლეტი;
დებიტუმი-სანოველი 100 მგ #28 შემოგარსული ტაბლეტი.

_ არ გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების გარეშე.
_ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
_ შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

სად შევიძინოთ?