რევოლუციური ინოვაცია, შექმნილი Microcyn-ის ტექნოლოგიით.
ეპიცინის ჰიდროგელი აღიარებულია: FDA, EMA და TGA-ს მიერ
ეპიცინის შემადგენლობა:
- სილიკონი (Na2[SiF6])
- ჰიპოქლორიუმის მჟავა (HOCL)
- ნატრიუმის ჰიპოქლორიტი (NaOCL)
ეპიცინის შემადგენელი კომპონენტები:
ეპიცინი ეს არის სილიკონის ბაზაზე დამზადებული, ინოვაციური (დაპატენტებული) Microcyn ტექნოლოგიით შექმნილი ჰიდროგელი, ჰიპერტროფული და კელოიდური (მათ შორის, აკნეს შემდგომი) ნაწიბურების მენეჯმენტისთვის, უსაფრთხოების მაღალი პროფილით.
სილიკონი -ატენიანებს კანს, აღადგენს მის სტრუქტურას, ხელს უწყობს კოლაგენის
წარმოქმნას.
ჰიპოქლორიუმის მჟავა და ნატრიუმის ჰიპოქლორიტი გამოირჩევა:
ძლიერი ფუნგიციდური, ვიროციდული, ბაქტერიციდული
(გრამდადებითი, გრამუარყოფითი მოქმედების ფართო სპექტრი) მოქმედებით,
ასევე, მაღალეფექტურია ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ფორმების მიმართ
გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
აუმჯობესებს ჭრილობის ოქსიგენაციას (ხელს უშლის უხეშბოჭკოვანი IV ტიპის
კოლაგენის წარმოქმნას)
შლის ნეკროზულ ქსოვილს (გააჩნია ფიბრინოლიზური და კერატოლიზური აქტივობა)
აუმჯობესებს ნაწიბურის სისხლმომარაგებას კოლატერალური კაპილარული
ქსელის გაძლიერების ხარჯზე
მნიშვნელოვნად აჩქარებს გრანულაციისა და ეპითელიზაციის პროცესებს
ეპიცინის ჰიდროგელის უპირატესობები:
ეპიცინს გააჩნია მრავალმხრივი მოქმდება:
ანთების საწინააღმდეგო (ხსნის ქავილს, კანის გაღიზიანებას, სიწითლეს)
ანტიმიკრობული ეფექტი, რომელიც დგება დატანებიდან 30 წამის განმავლობაში (ფუნგიციდური, ვიროციდული, ბაქტერიციდული)
მნიშვნელოვნად აჩქარებს რეგენერაციის პროცესს ჰიპერპლაზიის გარეშე
მეცნიერულად დამტკიცებული მაღალი უსაფრთხოება
გელი არის pH ნეიტრალური, უსუნო და უფერო
არ არის ტოქსიური (მათ შორის არც ციტოტოქსიური)
გამოიყენება 0-ნი ასაკიდან, ნებისმიერი ტიპის კანზე
დაიტანება სხეულის ნებისმიერ ადგილას, მათ შორის: თვალის, ცხვირის და პირის ირგვლივ
შესაძლებელია გამოყენება ახალ ჭრილობაზე ან ნაკერების დადების შემდეგ
მყისიერად (ყველა სხვა საშუალებისგან განსხვავებით, რომელიც გამოიყენება
ჭრილობის მოშუშებიდან 2-3 კვირის შემდეგ)
ეპიცინის გამოყენების ინსტრუქცია:
1. გაასუფთავეთ დაზიანებული ქსოვილი, აცადეთ რომ გაშრეს
2. კარგად შეანჯღრიეთ გამოყენებამდე
3. დაიტანეთ ეპიცინის თხელი ფენა, ისე რომ დაფაროს დაზიანებული ქსოვილი და ნაზი მოძრაობით გადაანაწილეთ ნაწიბურის მთელ ფართობზე
4. აცადეთ ჰიდროგელს, რომ კარგად შეიწოვოს ღია ჰაერზე
5. როგორც კი შეიწოვება, შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსმეტიკა, ნახვევი ან ჩაიცვათ ტანსაცმელი
6. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2- 3-ჯერ.
პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე:
შემიძლია ეპიცინის ჰიდროგელი გამოვიყენო ახალ ჭრილობაზე?
დიახ, ეპიცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალ ჭრილობებზე მყისიერად, ასევე ექიმის მიერ ჭრილობის გაკერვისთანავე.
ეპიცინის ჰიდროგელთან ერთად შემიძლია გამოვიყენო კოსმეტიკა?
დიახ, როგორც კი ეპიცინი შეიწოვება, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი კოსმეტიკა.
რამდენი ხანი უნდა გამოვიყენო ეპიცინი, რომ ნაწიბური გაქრეს?
ახალ წარმოქმნილ ნაწიბურზე ეფექტური შედეგი დგება მე-14 კვირაზე და მკურნალობა გრძელდება ნაწიბურის სრულ გაქრობამდე.
რა დრო არის საჭირო ეპიცინის მოქმედების აქტივაციამდე?
ეპიცინი Microcyn ტექნოლოგიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ იწყებს მოქმედებას დაზიანებულ ტერიტორიაზე (30 წამში დგება ანტიმიკრობული ეფექტი).
რამდენ ხანში გაქრება ტკივილისა და ქავილის შეგრძნება?
ამ სიმპტომების გაქრობა იწყება გამოყენებიდან 3 დღის შემდეგ.
ომ არ დააზიანებს ეპიცინი ნაწიბურის ირგვლივ ქსოვილებს?
ეპიცინი სრულიად უსაფრთხო და არა ტოქსიურია, არ შეიცავს მანეკროზებელ ტოქსიურ აგენტებს და გავლილი აქვს ყველა დერმატოლოგიური ტესტი უსაფრთხოებასა და ტოქსიურობაზე.