შემადგენლობა
ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარბოქსიმეთილის სახამებელი-ნატრიუმი (ტიპი A), მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი, ყვითელი ორგანო S ალუმინიუმის მარილი (E110)
გლიმეგამა 6 მგ ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:
გლიმეგამა 6 მგ ტაბლეტები არის ღია ნარინჯისფერი შეფერილობის მართკურთხა ტაბლეტები ორმხრივი სატეხი ღარით.
გლიმეგამა 6 მგ ტაბლეტების შეფუთვა შეიცავს 30, 60 და 120 ტაბლეტს
როგორ უნდა მიიღოთ გლიმაგამა 6 მგ ტაბლეტები?
მიიღეთ გლიმეგაგა ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
საჭირო დოზირების შერჩვა ხდება პაციენტის ნივთიერებათა ცვლის შედეგების შესაბამისად (სისხლის - და შარდის ანალიზები) გარეგანი ცვლილებების ან მდგომარეობის გაუმჯობესების შესაბამისად შესაძლოა შეიცვალოს გლიმეგამას დოზირება.
ჩვეულებრივი საწყისი დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 1 მგ გლიმეპირიდს დღეში. თუ მკურნალობა წარმატებულად მიმდინარეობს შესაძლოა ამ დოზირებით მკურნალობის გაგრძელება.
თუ თქვენი ნივთიერებათა ცვლიდან გამომდინარე საჭიროა დოზის მომატება, უნდა მოხდეს დოზის გაზრდა თანდათანობით 1 დან 2 კვირამდე 2,3 ან 4 მგ-ით დღეში.
გლიმეპირიდის მაღალი, 4 მგ-იანი დღიური დოზა ცალკეულ შემთხვევებში იძლევა გაუმჯობესებულ შედეგს. გლიმეპირიდის უმაღლესი დღიური დოზა შეადგენს 6 მგ-ს დღეში.
თუ მეტფორმინის უმაღლესი დოზა არ იძლევა საკმარის შედეგს, მაშინ შესაძლებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყოთ კომბინაციური თერაპია გლიმეგამათი.
თუ გლიმეგამას უმაღლესი დღიური დოზა ვერ იძლევა ნივთიერებათა ცვლის დარეგულირების საკმარის შედეგს, შესაძლებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დაინიშნოს ინსულინით კომბინაციური მკურნალობა. ექიმი შეგირჩევთ გლიმეგამას, მეტფოლმინის და ინსულინის ინდივიდუალურ დოზას.
მიღების წესი
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ დაღეჭვის გარეშე საკმარის სითხესთან ერთად (მაგ. წყალი).
მიღების დროს შეგირჩევთ ექიმი თქვენი ცხოვრების წესის გათვალისწინებით. (კვების ჩვეულებები და რეჟიმი).
ჩვეულებრივ უნდა მიიღოთ საერთო დღიური დოზა ერთად უშუალოდ ნოყიერ საუზმემდე ან საუზმის განმავლობაში.
თუ არ საუზმობთ, მაშინ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს პირველივე კვების წინ ან მის განმავლობაში.
აუცილებელია გლიმეგამას მიღების რეჟიმის დაცვა, რომელიც შეგირჩიათ ექიმმა. არ შეიძლება კვების გამოტოვება თუ თქვენ მიიღეთ გლიმეგამა.
გთხოვთ მიმართოთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ გლიმეგამას ზემოქმედება ძლიერია ან სუსტია.
თუ თქვენ მიიღეთ გლიმეგამა 6 მგ ტაბლეტების საჭიროზე მეტი რაოდენობა:
თუ თქვენ მიიღეთ ერთდროულად ან დამატებით გლიმეგამას ზედმეტი დოზა დაუყონებლივ უნდა მიიღოთ შაქრის (გლუკოზა, ნატეხი შაქარი, ტკბილი ხილის წვენი, ტკბილი ჩაი) საკმაო რაოდენობა, რათა თავიდან აიცილოთ შაქრის დონის დაცემა (დაბალი შაქრიანობის მაჩვენებელი სიმპტომები იხ. პუნქტში -გამაფრთხილებელი მითითებები) და უნდა მიმართოთ ექიმს. იგივე პროცედურა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევით მედიკამენტი მიიღო ბავშვმა. თავისთავად, გონდაკარგულ პაციენტებს არ უნდა მისცეთ საკვები ან სასმელი.
დაბალი შაქრიანობის გახანგრძლივების შემთხვევაში საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა. შესაძლოა საჭირო გახდეს კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია. მძიმე შემთხვევებისას, როდესაც ადგილი აქვს გონების დაკარგვას და მძიმე ნეიროლოგიურ მოვლენებს საჭიროა სამედიცინო ჩარევა და ჰოსპიტალიზაცია. ექიმი უნდა იქნეს ინფორმირებული პაციენტის მდგომარეობის შესახებ.
თუ თქვენ დაგავიწყდათ გლიმეგამა 6 მგ ტაბლეტების მიღება
არასოდეს არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მკურნალობა გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში.
თუ თქვენ გსურთ გლიმეგამა 6 მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა
თუ თქვენ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა ან დროზე ადრე დასრულება უნდა გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა ამან გამოიწვიოს არასასურველი შედეგები და თქვენი მდგომარეობის გაუარესება. მკურნალობის კურსის შეცვლის შესახებ მიმართეთ ექიმს რჩევისათვის.
ისევე როგორც ყველა მედიკამეტს, გლიმეგამასაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები, რომლების შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიხშირით:
ძალიან ხშირად: 10-დან 1 ზე მეტ პაციენტში
ხშირად: 10-დან 1 ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში
საშუალოდ: 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
იშვიათად: 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10.000 პაციენტიდან 1-ზე მეტში
ძალიან იშვიათად: 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით
სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები
იშვიათად:
იშვიათად ვლინდება სისხლის სურათის ცვლილებები. შესაძლოა მოვლენების განმეორებითი გამოვლენა მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა მდგომარეობის გართულება.
შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თრომბოციტების შემცირებას, აგრეთვე ლეიკოციტებისა და ერითროციტების შემცირებას სისოცხლისათვის საშიშ მდგომარეობამდე, რაც იწვევს საერთო სისხლის უჯრედების შემცირებას სისხლნაკლებობას (ჰემოლიტურ ანემიას).
იმუნური სისტემის დაავადებები
ძალიან იშვიათად ადგილი აქვს მომატებულ მგრძნობელობას მაგ. კანზე, ან ჰაერის უკმარისობას, წნევის დაცემას შოკურ მდგომარეობამდე. კანზე რეაქციების გამოვლენისას დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. იშვიათად აგრეთვე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სისხლძარღვების ალერგიულ ანთებით (ალერგიული ვასკულიტი) მოვლენებს.
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიულობა (ჯვარედინი ალერგია) ის ნივთიერებების მიმართ, როგორიცაა სულფონილის შარდოვანა (შაქრის დამწევი საშუალება) ან სულფონამიდი (ანტიბიოტიკი) ან მსგავსი ნივთიერებები.
ნივთიერებათა ცვლა და საჭმლის მონელების სისტემის დარღვევა
იშვიათად ვლინდება წნევის ძლიერი დაცემა (ჰიპოგლიკემია) (იხ. ,,განსაკუთრებული სიფრთხილე გლიმეგამა 6 მგ ტაბლეტების მიღებისას)
თვალის დაავადებები
აგრეთვე შესაძლოა გამოვლინდეს მხედველობის გაუარესება, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებამდე.
კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები
ძალიან იშვიათად ადგილი აქვს ღებინებას, გულისრევას, დიარეას, გადავსების შეგრძნება კუჭში ან მუცლის ტკივილები.
ღვიძლისა და ნაღვლის დაავადებები
შესაძლოა გამოვლინდეს ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება. ძალიან იშვიათად სახეზეა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგ. ნაღვლის წვენის გამოდინება და სიყვითლე) და ღვიძლის ანთება, რომელიც შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის შეწყვეტამდე, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადება
მომატებული მგრძნობელობა კანზე, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ცხელება. ძალიან იშვიათად აღინიშნება მგრძნომელობა სინათლის მიმართ.
გამოკვლევები
ძალიან იშვიათად
სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება
ზოგიერთი მედიკამენტით გამოწვეული გვერდითი მოვლენები (მაგ. შაქრის დაცემა, ღვიძლის გაჩერება, სისხლის სურათის შეცვლა, მომატებული მგრძნობელობა) შესაძლოა სახიფათო იყოს სიცოცხლისათვის. აცნობეთ ექიმს, თუ გვერდითი მოვლენები მოულოდნელად ან ძლიერად განვითარდება. არ მიიღოთ მედიკამენტი ექიმის მითითების გარეშე.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ფურცელჩანართში.
ორსულობა
გლიმეგამას გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს. თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ორსულობა, შეუთანხმდით თერაპიის შესახებ ექიმს. თუ ორსულობა გამოვლინდა გლიმეგამას თერაპიის დროს უნდა აცნობოთ ამის შესახებ დაუყონებლივ ექიმს.
ლაქტაციის პერიოდი
არ არის ცნობილი გადადის თუ არა გლიმეგამა დედის რძეში, ამიტომ არ შეიძლება ძუძუთი კვების დროს გლიმეგამას გამოყენება.
კონცენტრირების უნარი ავტომობილის ან სხვა ტექნიკის მართვისას
შაქრის დონის მომატების ან დაკლების შედეგად ან მისგან გამოწვეული მოვლენების გამო შესალოა თქვენი კონცენტრირებისა და რეაგირების უნარი შეიზღუდოს. გაითვალისწინეთ ეს ყველა სიტუაციაში, რომლის დროსაც შესაძლოა სხვა პიროვნებები რისკის წინაშე დააყენოთ (მაგ. ავტომობილის მართვის დროს ან სხვა ტექნიკის გამოყენებისას). ჰკითხეთ ექიმს რჩევა, თუ თქვენ ხშირად გახასიათებთ:
• შაქრის ხშირი დაცემა
• თუ შემცირდა შაქრის დაცემის სიმპტომები ან საერთოთ არ ვლინდება
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები, რომელიც უნდა დაიცვათ გლიმეგამა® 6 მგ ტაბლეტების მიღებისას
გლიმეგამას მკურნალობისას საჭიროა რეგულარულად ექიმის კონტროლი. გლიმეგამას თერაპიის დროს საჭიროა რეგულარულად აკონტროლოთ შაქრის დონე სისხლში და შარდში. დამატებით რეკომედნირებულია გლიკოზილირებული ჰემოგლობინის (HbA1 an HbA1c) დადგენა. გარდა ამისა აუცილებელია, უპირველესად, სისხლში ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობისა და აგრეთვე, ღვიძლის ფუნქციის შემოწმება.
კარგი ნივთიერებათა ცვლის მისაღწევად (ანუ სისხლში შაქრის საჭირო დონეზე სტაბილურად მიყვანა, ცვალებადობის გარეშე) უნდა ზედმიწევნით დაიცვათ ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები.
ამასთანავე უნდა დაიცვათ დიეტა, საჭიროების შემტხვევაში უნდა იმოძრაოთ, აგრეთვე თუ საჭიროა უნდა დაიკლოთ წონაში, ამასთანავე აუცილებელია ტაბლეტების რეგულარული მიღება. აგრეთვე მნიშვნელოვანია, სისხლსა და შარდში შაქრის დონის კონტროლი.
მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა გაიზარდოს შაქრის დაცემის რისკ-ფაქტორი (ჰიპოგლიკემია), ამიტომ საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა.
შაქრის დაცემა აგრეთვე შესაძლოა გამოიწვიოს:
- არარეგულარულმა კვებამ ან კვების გამოტოვებამ
- საეკლესიო მარხვის დაცვამ
- თუ არ დანაყრდებით ბოლომდე
- თუ შეცვლით დიეტას
- თუ თქვენ ფიზიკურად დაიტვირთებით უფრო მეტად, ვიდრე მანამდე და არ მიიღებთ შესაბამის ნახშირწყლებს.
- თუ თქვენ ეტანებით ალკოჰოლს, განსაკუთრებით კი თუ ამასთანავე არღვევთ კვების რეჯიმს.
- თუ თქვენ ერთდროულად იღებთ სხვა მედიკემანტს ან ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას
- თუ გახასიათებს რაიმე სახის ჰორმონალური დარღვევა (ფარისებრი ჯირკვალის ფუნქციის დარღვევა, ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დაზიანება).
- თუ გახასიათებთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
- თუ გახასიათებთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
- თუ თქვენ არ იცავთ ექიმის რეკომენდაციებს და მითითებებს ან მედიკამენტის ინსტრუქციას გამოყენების შესახებ.
გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ თქვენში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მსგავს რისკ-ფაქტორებს, გარემოების მიხედვით ექიმი შეგირჩევთ თქვენთვის საჭირო დოზირებას და მკურნალობის რეჟიმს.
შაქრის დონის დაწევის ნიშნები, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ არის:
თავისტკივილი, მძაფრი შიმშილის გრძნობა, ღებინება, გულისრევა, სისუსტე, ძილიანობა, უძილობა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, კონცენტრირების უნარის დარღვევა, რეაქციების და ყურადღების დასუსტება, დეპრესია, დაბნეულობა და აგრეთვე (გარემოებების მიხედვით ძლიერი) მეტყველებისა და სმენის დარღვევა, კანკალი, კუნთების დამლა, შეგრძნების დარღვევა, თავბრუსხვევა და უძლურება.
დამატებით შესაძლოა გამოვლინდეს ოფლიანობა, ცივი ოფლი კანზე, შიშები, გულის აჩქარება, მაღალი წნევა, მკერდის არეში უეცარი ტკივილები (სტენოკარდია) და აგრეთვე გულის რითმის დარღვევა.
პროგრესირებული დაბალი შაქრიანობისას შესაძლოა გამოვლინდეს მოჭარბებული დაბნეულობა (დელირიუმი), კრუნჩხვა, თვითკონტროლის დაკარგვა, ზედაპირული სუნთქვა და გულისცემის შესუსტება და გონების დაკარგვა. დაბალი შაქრიანობისას გამოვლენილი შოკი შესაძლოა ჰგავდეს კომას.
დაბალი შაქრიანობის მოვლენები სწრაფად აღმოიფხრვრება ნახშირწყლების (შაქარი, მაგ. გლუკოზის ტაბლეტები, ნატეხი შაქარი, ტკბილი ხილის წვენი, შაქრიანი ჩაი) მიღებით. აქედან გამომდინარე მუდამ თან უნდა იქონიოთ გლუკოზის ტაბლეტები (მინიმუმ 20 გრ). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხელოვნურ დამატკბობლებს არ აქვს ზემოქმედება და შედეგი. თუ შაქრის მიღებას არ აქვს სათანადო შედეგი და სიმპტომები არ ალაგდება მიმართეთ დაუყონებლივ ექიმს ან ახლომდებარე საავადმყოფოს.
შაქრის დონის დაწევის მაჩვენებელი სიმპტომები შესალოა არ გამოვლინდეს ან ძალიან სუსტი იყოს ან ნელ-ნელა განვითარდეს, რაც შესაძლოა თქვენ დროულად ვერ შეამჩნიოთ.
ამგვარი მოვლენას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უფრო ხანდაზმულ პაციენტებში ან თუ თქვენ იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს (რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებენ და ბეტარეცეპტორების ბლოკატორია) ან თუ თქვენ გახასიათებთ ნერვული დაავადება (ავტონომიური ნეიროპათია). საპირისპირო რეგულირების მექანიზმი შესაძლოა დაირღვეს ღვიძლის ფუნქციის დაზიანების შემთხვევაში.
სტრესულ სიტუაციებში, როგორიცაა უბედური შემტხვევა, ოპერაცია ან სხეულის ტემპერატურის მომატება შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის გამოყენება.
სისხლში შაქრის დონის მომატების კლინიკური სიმპტომები (ჰიპერგლიკემია; მაგ. თუ გლიმეგამას არ აქვს საკმარისი ზემოქმედება ექიმის რეკომენდაციების არ გათვალისწინების შემთხვევაში ან განსაკუთრებული სტრესული სიტუაციებისას) შესაძლოა იყოს: ძლიერი წყურვილის შეგრძნება, პირის სიმშრალე, ხშირი სითხის გამოყოფა, კანის გამოშრობა და ქავილი, სოკოვანი დაავადებები ან კანის ინფექციები, აგრეთვე შრომისუნარიანობის დაქვეითება.
რას წარმოადგენს გლიმეგამა® 6 მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება?
გლიმეგამა არის სისხლში შაქრის დამწევი პრეპარატი (სულფონილის შარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტური საშუალება)
გამოყენების სფერო
გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის გარკვეული ფორმის (შაქრიანი დიაბეტი ტიპი II) სამკურნალოდ, როდესაც დიეტა, ფიზიკური ჩარევა და წონაში დაკლება არ იძლევა სამარის შედეგს.
მითითება:
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის საფუძველი არის დიეტა, რომელიც მკაცრად უნდა იქნეს დაცული. დიეტა არ შეიძლება შეიცვალოს გლიმეგამას მიღებით.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება გლიმეგამა® 6 მგ ტაბლეტების მიღებამდე?
გლიმეგამა® 6 მგ ტაბლეტების მიღება არ შეიძლება
- თუ თქვენ გახასიათებს ზედმეტ მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების (სულფონილის შარდოვანა ან სულფონამიდე) ან სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელსაც გლიმეგამა შეიცავს.
- ინსულინზე დამოკიდებული ავადმყოფებისათვის (შაქრიანი დიაბეტი ტიპი I)
- თუ გახასიათებთ სისხლში შაქრის დონის მომატებით გამოწვეული გონების დაკარგვა (დიაბეტური პრეკომა და კომა)
- თუ გახასიათებთ დიაბეტის შედეგად ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (მაგ. კეტოაზიდოზი)
- თირკმელისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას ჯერ ჯერობით არ მოიპოვება მონაცემები გლიმეგამას გამოყენების შესახებ, პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელისა და ღვიძლის მძიმე დარღვევები. ასე რომ, ამ პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა ინსულინით.
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა მედიკამენტი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს წამალი არ საჭიროებდა ექიმის რეცეპტს.
თუ თქვენ პარალელურად იღებთ სხვა მედიკამენტებს, ამან შესაძლოა შეამციროს ან გააძლიეროს გლიმეგამას ზემოქმედების უნარი და გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები.
შაქრის დაწევა, როგორც გლიმეგამას ზემოქმედების გაძლიერების სიმპტომი შესაძლოა გამოწვეული იქნეს სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებით, რომლებიც შეიცავენ გლიმეპირიდს, ესენია:
- სხვა დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, აგრეთვე ინსულინი და მეტფორმინი
- ინფექციების საწინააღმდეგო მედიკამენტები (ანტიბიოტიკები, როგორიცაა ქლორამფენიკოლი, ჩინოლონდერივატი, ტეტრაციკლინის სულფამიდი)
- რევმატიზმისა ან ტკივილების საწინააღმდეგო საშუალებები (პირაზოლონის წარმოებული, როგორიცაა მაგ. ფენილბუტაზონი, აზაპროპაზონი, ოქსიფენრუტაზონი)
- ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო საშუალებები (პ-ამინოსალიცილის მჟავა)
- კუნთების მასტიმულირებელი პრეპარატები (ანაბოლიკური საშუალებები და მამაკაცის სქესობრივი ჰორმონები)
- სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებები (ცუმარინი)
- სოკოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებები (მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი)
- წნევის დამწევი საშუალებები ან გულის ცემის შესამცირებელი პრეპარატები (ACE -ბლოკატორები, ბეტარეცეპტორების ბლოკატორები, სიმპათოლიტიკური საშუალებები)
- განწყობის გასაუმჯობესებელი მედიკამენტები (ფლუოქსეტინი, MAO-ბლოკატორი) - მადის დამასუსტებელი საშუალება (ფენფლურამინი)
- სისხლში ცხიმის რაოდენობის დამქვეითებელი საშუალებები (ფიბრატები)
- კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტები (ციკლო-ტრო და იფოსფამიდი)
- ალერგიის საწინააღმდეგო საშUალებები (ტრიტოქვალინი)
- მაღალი დოზირების სისხლმდენი საშუალებები ინფუზიის სახით (პენტოქსიფილინი)
- პოდაგრის სამკურნალო საშუალებები (პრობენეციდი, ალოპურინოლი, სულფინპირაზონი)
შაქრის მომატება, როგორც გლიმეგამას სისხლში შაქრის დამწევი ზემოქმედების სიმპტომი შესაძლოა გამოწვეული იქნეს სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებით, რომლებიც შეიცავენ გლიმეპირიდს, ესენია:
- მდედრობითი სქესის სქესობრივი ჰორმონალური საშუალებებით (ოსტროგენები და პროგესტაგენი)
- შარდმდენი საშუალებები (სალურეტიკა, თიაზიდდიურეტიკა)
- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები,
- ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (კორტიკოიდები)
- კრუნჩხვებისა და შიზოფრენისს საწინააღმდეგო საშუალებები (ფენიტოინი, ფენოთიაზინის წარმოებულები)
- წნევის დამწევი საშუალებები (დიაზოქსიდი)
- ტუბერკულიოზის სამკურნალო საშუალებები (რიფამპიცინი)
- დაბალი შაქრიანობის სამკურნალო მედიკამენტები (გლუკაგონი)
- საძილე საშუალებები (ბარბიტურატე)
- თვალის დაავადებების სამკურნალო საშუალებები (აცეტაზოლამიდი)
- გულის შეტევის შემდგომი პერიოდის მედიკამენტები (ადრენალინი და სუმპათომიმეტიკა)
- სისხლში მაღალი ცხიმიანობის საწინააღმდეგო საშუალებები (ნიკოტინამიდი)
- საფაღარათო საშუალებები, ხანგრძლივი დროით გამოყენებისას (ლაქანტიენი)
კუჭის წყლულის ან თორმეტგოჯანაწლავის (H2 რეცეპტორ-ანტაგონისტები) სამკურნალო მედიკამენტებმა ან წნევის დამწევმა საშუალებებმა (ბეტარეცეპტორების ბლოკატორი, კლონიდინი და რეზერპინი) შესაძლოა გამოიწვიოს აგრეთვე გლიმეგამას, როგორც შაქრის დამწევი საშუალების ზემოქმედების გაძლიარება ან შესუსტება.
გლიმეგამას, როგორც შაქრის დამწევი საშუალების ზემოქმედება შესაძლოა გააძლიეროს ან დაასუსტოს ალკოჰოლის მიღებამ.
გარკვეულმა მედიკამენტებმა, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ბეტარეზეპტორების ბლოკატორი, კლონიდიდნი, გუანეთიდინი ან რეზერპინი) შესაძლოა შეასუსტონ და საბოლოოდ გააქრონ დაბალი შაქრიანობის მაჩვენებელი სიმპთომები.
გლიმეგამას ზემოქმედება შესაძლოა გაძლიერდეს ან შესუსტდეს შედედების საწინააღმდეგო საშუალებით (კუმარინის წარმოებულები).
მიმართეთ ექიმის კონსულტაციისათვის სხვა მედიკამენტების მიღებამდე.
გლიმეგამა 6 მგ ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დიაბეტის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს ექიმის მიერ დანიშნული დიეტა, რომელიც უნდა დაიცვათ მკაცრად. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დიეტის რეჟიმის შეცვლა გლიმეგამათი.
ალკოჰოლის ისევე, როგორც მუდმივმა, აგრეთვე ერთჯერადმა მიღებამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს გლიმეგამას ზემოქმედების გაუთვალისწინებელი გაძლიერება ან შესუსტება. ჰკითხეთ ექიმს რეკომენდაცია, თუ რა რაოდენობის ალკოჰოლის მიღება არის თქვენთვის ნებადართული.
მნიშვნელოვანი ინფორმაციები გლიმეგამა 6 მგ ტაბლეტების შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. გთხოვთ მიიღეთ გლიმეგამა ექიმის რეკომენდაციის შემდეგ, თუ თქვენ გახასიათებთ აუტანლობა შაქრის მიმართ.
მედიკამენტი მოარიდეთ ბავშვებს.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ბლისტერზე ან კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მედიკამენტის შენახვა არ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს.