1) თითო ფლაკონი შეიცავს:
ცეფტრიაქსონის ნატრიუმს USP
ცეფტრიაქსონის ექვივალენტი 500 მგ
სულბაქტამის ნატრიუმი USP
სულბაქტამის ექვივალენტი 250 მგ
2) თითო ამპულა შეიცავს:
ლიდოკაინის ინექციას BP 1% (2მლ)
1) თითო ფლაკონი შეიცავს:
ცეფტრიაქსონის ნატრიუმს USP
ცეფტრიაქსონის ექვივალენტი 1 გრ
სულბაქტამის ნატრიუმი USP
სულბაქტამის ექვივალენტი 500 მგ
2) თითო ამპულა შეიცავს:
ლიდოკაინის ინექციას BP 1% (3.5 მლ)
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვეცეფი წარმოადგენს ცეფტრიაქსონისა და სულბაქტამის შემცველ კომბინირებულ ანტიბიოტიკს. ცეფტრიაქსონი ფართო სპექტრის მქონე, ნახევრად სინთეზური, მესამე თაობის ცეფალოსპორინია, ძლიერი ბაქტერიოციდული მოქმედებით მთელი რიგი გრამ - პოზიტიური და გრამ-ნეგატიური ბაქტერიების წინააღმდეგ. სულბაქტამი ბეტალაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმების მიერ პროდუცირებული ბეტა-ლაქტამაზას შეუქცევადი ინჰიბიტორია.
მოქმედების მექანიზმი:
ვეცეფის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკრობის უჯრედის კედლის მუკოპეპდის ბიოსინთეზის დათრგუნვით.
ჩვენება:
· ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები
· ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები
· მენინგიტი, სეფსისი, სეპტიცემია
· შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები
· ინტრააბდომინალური ინფექციები: პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი
· კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
· ინფექციები დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში
· თორაკო-აბდომინალური, გინეკოლოგიური და ორთოპედიული ოპერაცების დროს პერიოპერაციული გართულებების პროფილაქტიკა.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობებლობა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მიმართ
დოზირების რეჟიმი:
რეკომენდირებული დოზა მოზრდილთათვის მერყეობს 1,5 გ -დან 3 გრ-მდე დღეში.
ახალშობილებსა და ბავშვებში ვეცეფის დოზირება განისაზღვრება მასში შემავალი ცეფტრიაქსონის დოზის მიხედვით: 2 კვირამდე ახალშობილებში ცეფტრიაქსონის ერთჯერადი სადღეღამისო დოზაა 20-50 მგ/კგ წონაზე დღეში. 2 თვის ასაკიდენ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 20-80 მგ/ კგ წონაზე დღეში.
გამოყენების წესი:
ი/მ შეყვანის დროს უმტკივნეულო ინექციისათვის ვეცეფის ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 1 % ლიდოკაინს ხსნარში და ღრმად შეჰყავთ კუნთში.
შენახვა:
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას 30˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.