Plasmon
ბავშვის ადრეული განვითარების ხელშეწყობა პრენატალური პერიოდიდან
ბავშვის ადრეული განვითარების ხელშეწყობა პრენატალური პერიოდიდან

მისამართი: თბილისი, თელავის ქ#20, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“
თარიღი: 21/10/2014

კონფერენციის დასახელება:
ბავშვის ადრეული განვითარების ხელშეწყობა პრენატალური პერიოდიდან
პროგრამის ავტორი: ქეთევან ნემსაძე (თანაავტორებით)
მხარდამჭერი: „ალპენ ფარმა AG“-ს (ბერნი, შვეიცარია) წარმომადგენლობა საქართველოში

საკითხის აქტუალობა ეხება ფეტალური და პოსტნატალური პირველი 2 წლის ე.წ. პირველი „1000 ოქროს დღის“ მართვას, რომ ბავშვი იყოს არა მხოლოდ ჯანმრთელი და კარგად ნაკვები, არამედ ყველა ბავშვს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა მიაღწიონ თავიანთი განვითარების უმაღლეს პოტენციალს.
პროგრამის საფუძველი არის სახელმძღვანელო „ქალისა და ბავშვის ჯანმრთელობის მართვის ძირითადი პრინციპები“, რაც ამ მიზნის განხორციელებაში დაეხმარება ოჯახის ექიმს, პედიატრს, ნეონატოლოგს და მეან-გინეკოლოგს.

კონფერენციის ჩატარების ადგილი: თბილისი თელავის ქ#20, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 21.10.2014; 18.00 საათი


I.კონფერენციის სამიზნე კონტინგენტად განისაზღვრა შემდეგი სპეციალობები:
1. პედიატრი
2. ოჯახის ექიმი
3. ნეონატოლოგი
4. მეან-გინეკოლოგი
2. მსმენელთა რაოდენობა: 300

II. კონფერენციის მიზანი და მოკლე ანოტაცია
3. კონფერენციის მიზანია სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა ცოდნის დონის ამაღლება ბავშვის ადრეული განვითარების ხელშეწყობაში პრენატალური პერიოდიდან.

III. კონფერენციის დღის წესრიგი და განრიგი
1.კონფერენციის გახსნა
ქეთევან ნემსაძე, სრული პროფესორი, კლინიკა გლობალმედის ხელმძღვანელი, თბილისი, საქართველო
„ქალისა და ბავშვის ჯანმრთელობის მართვის ძირითადი პრინიპები“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
2.გეორგ შმიდტი, კომპანია Deutsche Homöopathie-Union (DHU) -ს საერთაშორისო განყოფილების დირექტორი, კარლსრუე, გერმანია
„აწმყოს ჰარმონია წარსულიდან მომავლისკენ“
3. ინა ხოლოდოვა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პიროგოვის სახელობის რუსეთის ნაციონალური კვლევითი სამედიცინო უნივერსიტეტი, მოსკოვი, რუსეთი
„ადრეული ასაკის ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება“
19.20 ინგა მიტურიაევა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბოგომლცის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის კათედრა, კიევი, უკრაინა
„ადრეული ასაკის ბავშვის ადაპტაცია სამყაროსთან“