თარიღი: 01 დეკემბერი, 2017
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბუნებრივი ფლორის ძირითადი წარმომადგენლები არიან: ლაქტო და ბიფიდო ბაქტერიები. სასარგებლო ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის ორგანიზმისთვის, რადგან იცავენ მას გარედან მოხვედრილი მავნე ბაქტერიებისგან და ასევე თრგუნავენ იმ ბაქტერიების გამრავლებასაც, რომლებიც მცირე რაოდენობით სახლობენ ჩვენს ნაწლავებში. მათ პირობით პათოგენური ბაქტერიები ეწოდებათ. როგორც წესი ისინი არ იწვევენ დაავადებას, მაგრამ ორგანიზმის დასუსტების, იმუნიტეტის დაქვეითების და ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ აქტიურად მრავლდებიან და სერიოზულ პრობლემებს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას.
სულ ადამიანის ნაწლავებში 400 მდე სახეობის ბაქტერია სახლობს და მათი საერთო წონა 3-5 კილოგრამსაც კი აღწევს.
ნაწლავის ნორმალური მიკროფლორა აქტიურად მონაწილეობს საჭმლის მონელების, ვიტამინების სინთეზის პროცესში. ისინი აფერხებენ სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას. შედეგად მეგობარი ბაქტერიები უზრუნველყოფენ როგორც საჭმლის მომნელებელი ასევე იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
თუმცა სხვადასხვა არახელსაყრელი ფაქტორის მოქმედების შედეგად (ინფექცია, არასწორი კვება, სტრესი, ანტიბიოტიკების მიღება) ვითარდება დისბაქტერიოზი.
ნაწლავური ინფექციები
- ანტიბიოტიკების მიღება
- აკლიმატიზაცია (მოგზაურთა ფაღარათი)
- არასწორი კვება
- სტრესი
- იმუნიტეტის დაქვეითება
გარდა აღნიშნულისა, დისბაქტერიოზის არსებობა უნდა ვივარაუდოთ იმ შემთხვევაში, თუ დისკომფორტის გარდა აღინიშნება არარეგულარული კუჭის მოქმედება (შეკრულობა ან ფაღარათი), მადის დაქვეითება, მუცლის შებერვა ჭამის შემდეგ. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ეს სიმპტომები ძლიერდება ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ (ე.წ ანტიბიოტიკასოცირებული ფაღარათი).
დისბაქტერიოზის დროს ძლიერდება ალერგიული რეაქციები, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა.
ხდება იმუნიტეტის დაქვეითება და იზრდება ინფექციური დაავადებების განვითარების რისკი.
როგორ ვუმკურნალოთ დისბაქტერიოზს?
ორგანიზმს დამატებით უნდა მივაწოდოთ ,,მეგობარი’’’ ბაქტერიები ანუ ე.წ პრობიოტიკები.
იმისათვის რომ მეგობარმა ბაქტერიებმა შეძლონ ნაწლავში გამრავლება და კოლონიზაცია, აუცილებელი და მნიშვნელოვანია მათთვის ნაწლავში საკვები ნიადაგის-ფრუქტოოლიგოსაქარიდის, ანუ პრებიოტიკის არსებობა.
სკოლის ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში დისბაქტერიოზის მიზეზი თითქმის ყველა შემთხევაში ერთნაირია, თუმცა მაინც გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება.
ნაწლავთა დისბაქტერიოზი სერიოზულ გართულებებს უფრო ხშირად იწვევს ბავშებში ვიდრე მოზრდილებში.
სუსტდება იმუნიტეტი
ირღვევა საჭმლის მონელების და საკვები ნივთიერებების ათვისების პროცესები
ვლინდება ჰიპოვიტამინოზის ნიშნები
ბავშვები ჩამორჩებიან ზრდა-განვითარებაში
იზრდება ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი
ყველა მშობლის მუდმივი საზრუნავია ის, თუ რითი იკვებება მათი შვილი სკოლაში ან ბაღში. ჯანმრთელობისთვის მავნე ე.წ. ,,ფასტფუდი’’ საკმაოდ პოპულარულია ბავშვებსა და მოზარდებში. სწორედ ასეთი, არაბალანსირებული, არაჯანსაღი საკვების მიღება იწვევს სასარგებლო ფლორის დათრგუნვას ნაწლავებში. ყოველივე ამის შედეგია დისბაქტერიოზის განვითარება. მუცლის ტკივილი, მუცლის შებერვა, გაზების დაგროვება (მეტეორიზმი), შეკრულობა და ფაღარათი არღვევს თქვენი შვილის ცხოვრების რიტმს. მუდმივი დისკომფორტი მუცლის არეში უარყოფითად მოქმედებს სწავლა -განათლების პროცესზეც.
მშობლებო, დაიცავით თქვენი შვილი დისბაქტერიოზის არასასურველი გამოვლინებებისგან.
ჩაუტარეთ თქვენს შვილს სამკურნალო ან პროფილაქტიკური კურსი ლაქტო-ჯით.
ლაქტო-ჯის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში.
განსხვავებით სხვა პრეპარატებისგან იგი უსაფრთხოა როგორც ბავშვებისთვის , ასევე ორსულების, მეძუძური დედებსა და მოხუცებისთვის, რადგან იგი მხოლოდ მეგობარ ბაქტერიებს შეიცავს.
ლაქტო-ჯი ინიშნება დღეში ერთხელ, სასურველია დილით უზმოზე და თქვენ მთელი დღე აღარ გიწევთ ფიქრი იმაზე, მიიღეთ თუ არა პრეპარატი. ლაქტო-ჯის ერთჯერადი მიღება განსაკუთრებით მოსახერხებელია ბაღის და სკოლის ასაკის ბავშვების მშობლებისთვის.
დისბაქტეიოზის სამკურნალო სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, ლაქტო-ჯი გამოირჩევა სრულყოფილი შემადგენლობით და განსაკუთრებული მოქმედების მექანიზმით.
ლაქტო-ჯი შეიცავს როგორც სასარგებლო ბაქტერიებს (პრობიოტიკს), ასევე მათი ზრდა-გამრავლებისთვის აუცილებელ ნიადაგს (პრებიოტიკს). ასეთ პრეპარატს ეწოდება სინბიოტიკი.
სწორედ ამიტომ ლაქტო-ჯი წარმოადგენს დისბაქტერიოზის სამკურნალო იდეალურ საშუალებას.
ლაქტო-ჯი დამზადებულია GMP-ის დაკვეთით ამერიკული კომპანია UAS Laboratories მიერ, თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყებნებით.
Lactobacillus acidophilus DDS 1
Bifidobacterium longum
Bifidobacterium bifidum
Bifidobacterium infantis
FOS (ფრუქტოოლიგოსაქარიდი)
ლაქტო-ჯი სხვა მსგავსი პრეპარატებისგან განსხვავებით უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და მყარ ეფექტს, რადგან შეიცავს როგორც მეგობარ ბაქტერიებს (ლაქტო და ბიფიდო), ასევე მათი გამრავლებისთვის აუცილებელ ნიადაგს (ფრუქტოოლიგოსაქარიდებს).
ლაქტო-ჯი არ საჭიროებს მაცივარში შენახვას, რადგან მასში შემავალი ბაქტერიები ლიოფილიზირებულია. ლიოფილიზაცია რთული ტექნოლოგიური პროცესია, რომელიც უნარჩუნებს პრეპარატს ეფექტურობას. თანამედროვე ტექნოლოგიით დამუშავებული ბაქტერიები კი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ ცხოველქმედების უნარს და კუჭ-ნაწლავში მოხვედრის შემდეგ აქტიურდებიან.
ლაქტო-ჯი სხვა მსგავსი პრეპარატებისგან განსხვავებით არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, იგი ოთახის ტემპერატურის პირობებში 2 წლის მანძილზე ინახება.
სხადასხვა ინფექციური დაავადების მკურნალობისთვის ხშირად გარდაუვალია ანტიბიოტიკების მიღება. ანტიბიოტიკს ნიშნავს ექიმი, თუმცა არანკლები სიხშირით ჩვენ თვითნებურად გვიწევს ამათუ იმ ანტიბიოტიკის დალევა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ანტიბიოტიკები ანადგურებენ როგორც მავნე, ასევე მეგობარ ბაქტერიებს, რაც ძალიან ხშირად დიარეის, გულისრევის, ღებინების, მუცლის შებერვის მიზეზი შეიძლება გახდეს. შედეგად ვითარდება დისბაქტერიოზი.
უკვე არსებული დისბაქტერიოზის მკურნალობა კი არ არის ადვილი საქმე. თუმცა საუკეთესო გამოსავალი ასეთ შემთხვევაში არის დისბიოზის პროფილაქტიკა.
ანტიბიოტიკოთერაპიის პირველივე დღიდან აუცილებელია ლაქტო-ჯის მიღება, რათა არ მივცეთ ანტიბიოტიკს საშუალება დაარღვიოს ჩვენი ფლორის წონასწორობა. ლაქტო-ჯის სულ რაღაც 10-14 დღიანი პროფილაქტიკური კურსი გარანტირებულად დაგიცავთ ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტებისგან.
გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ლაქტო-ჯის შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები მდგრადია ანტიბიოტიკების მოქმედებისადმი, საჭიროა მხოლოდ 3-4 საათიანი შუალედის დაცვა ანტიბიოტიკსა და ლაქტო-ჯის მიღებას შორის.
ლაქტო-ჯი ინიშნება დღეში ერთხელ, სასურველია დილით უზმოზე და თქვენ მთელი დღე აღარ გიწევთ ფიქრი იმაზე, მიიღეთ თუ არა პრეპარატი.
ლაქტო-ჯის ერთჯერადი მიღება განსაკუთრებით მოსახერხებელია ბაღის და სკოლის ასაკის ბავშვების მშობლებისთვის.