თარიღი: 18 მარტი, 2020
რა მინიშვნელობა აქვს ზღვის წყალს და როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის საჭირო ზღვის წყლის შემცველი პრეპარატი?!
ზღვის წყლის სამკურნალო თვისებებზე ჯერ კიდევ ძველი მკურნალები საუბრობდნენ და წერდნენ. ცნობილია რომ ზღვის წყლის აბაზანებს სამკურნალო მიზნით ნიშნავდნენ ძველი ეგვიპტის ექიმები და ანტიკური სამყაროს ექიმები დასალევადაც კი უნიშნავდნენ ზღვის წყალს (კუჭის დაავადებების, შეკრულობის სისხლნაკლებობის დროს). გალენის რეკომენდაციებში ხშირი იყო, ზღვის ჰაერის სუნთქვა, გარდა ამისა ინფორმაციას ზღვის წყლის სამკურნალო თვისებებზე ვპოულობთ ავიცენას წყაროშიც. ის იძახდა რომ ჭრილობები და წყლულები სწორედ ზღვის წყლით უნდა დამუშავებულიყო. დღესაც ზღვის წყლის აქტუალობა უფრო და უფრო მატულობს, იხმარება როგორც ინფექციური და ვირუსული რინიტების არამედ ალერგიის დროს. ალერგიული რინიტის დროს ზღვის წყალი უზრუნველყოფს ალერგენის ჩამორეცხვას ცხვირის ღრუს ლორწოვანიდან.
დღესდღეობით საქართველოს აფთიაქებში ყველგან შეიძლება ნახოთ უამრავი სახეობის ზღვის წყალი, რომელიც ცხვირის ღრუს მოსავლელად და სურდოს სამკურნალოდ არის რეკომენდებული. ზღვის წყლის სამკურნალო ეფექტი უდავოა, მაგრამ მნიშვნელოვანია გაკეთდეს სწორი არჩევანი ამა თუ იმ სამკურნალო საშუალებაზე. პრეპარატის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ და ყურადღება მივაქციოთ რა თქმა უნდა პრეპარატის ხარისხს -მწარმოებელ ქვეყანას რომელიც რა თქნა უნდა უმჯობესია ევროპული იყოს. გარდა ამისა პრეპარატს უნდა ჰქონდეს ფორმების მრავალფეროვნება, მომხმარებველს და ასევე ექიმს პრეპარატის შერჩევისას ჰქონდეს საშუალება შეარჩიოს საჭირო ფორმა. ეს შეიძლება იყოს წვეთი ან სპრეი, გარდა ამისა სპრეის ნაკადები თავის მხრივ კიდევ განსხვავდება ერთმანეთისაგან შიგთავსის გამოფრქვევის წნევის მიხედვით (შხაპი, რბილი შხაპი, ნაკადი). გარდა ამისა ზღვის წყლის არჩევანი უნდა გაკეთდეს მასში შემავალი მარილების პროცენტულობის მიხედვით. ხსნარები რომლებიც მარილის 0,9%-ის ოდენობით შეიცავენ იზოტონურს ვეძახით და ძირითადად გამოიყენება გამორეცხვებისა და ღრუს გასუფთავებისათვის - სანაციისათვის, მაშინ როდესაც მარილის მაღალი შემცველობის ხსნარები გარდა გამორეცხვის ეფექტისა, გვაძლევს შეშუპების მომხსნელ ანუ გამხსნელ (გაჭედილობის მოხსნის) ეფექტს, რასაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულებსა და ბავშვებში 2 წლამდე როდესაც სხვა სამკურნალწამლო საშუალებების დანიშვნის შესაძლებლობა ნაკლებია უკუჩვენებების გამო. მინდა ავღნიშნო, რომ ზღვის წყალი შეიცავს ბევრ საჭირო მინერალს რომელიც უზრუნველყოფს ცხვირის ლორწოვანის ნორმალურ ფუნქციონირებას, აძლიერებს მის ბარიერულ ფუნქციას. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ზრვის წყალში აღმოჩენილია 72 ქიმიური ელემენტი (მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი, ჟანგბადი, ცინკი, იოდი, ქლორი, ბრომი, ფტორი, გოგირდი, ცინკი ნატრიუმი, სილიციუმი და ა.შ). ზღვის წყალი ეწინააღმდეგება ცხვირის ლორწოვანის სიმშრალეს. ასუფთავებს მას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ქსოვილებში. მიკროელემენტების საერთო რაოდენობა დამოკიდებულია წყლის აღების ადგილზე. მაგალითად ჩვენს ბაზარზე არის ევროპული პროდუქტი აქვალორი (YS Lab, საფრანგეთი), რომელიც გამოირჩევა ფორმების მრავალფეროვნებით (წვეთები, სხვადასხვა სახის სპრეები, იზოტონური და ჰიპერტოული ხსნარები) ყელის ფორმა და ფორმა ცხვირისათვის გვირილისა და ალოეს დანამატით (ყველასთვის კარგად არის ცნობილი ამ ორი მცენარის ანთების საწინააღმდეგო თვისაბების შესახებ) გარდა ამისა ზღვის წყალი აქვალორისათვის მიიღება „მონ სან მიშელის ყურის“ -ატლანტის ოკეანის ტერიტორიული წყლებიდან, რომელიც გამოირჩევა ზღვის ტალღების ძლიერი მოქცევით, რითაც აიხსნება ზღვის წყლის განსაკუთრებული სისუფთავე და ჟანგბადით გაჯერების მაღალი ხარისხი. აქვალორის ზღვის წყალი მოთავსებულია ალუმინის სტერილურ პაკეტში, რომელიც ინარჩუნებს სტერილობას გამოყენების ბოლომდე. აქვალორის ხარისხი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.საინტერესოა, რომ მწარმოებელი სთავაზობს მომხმარებელს, ასევე საიტს რუსულ ენაზე სადაც ხელმისაწვდომია მარტივი და სახალისო ტესტი რომლის საშუალებითაც ადვილად შესაძლოა გავარკვიოთ თუ აქვალორის რომელი ფორმაა საჭიროა ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. http://www.aqualor.ru/test.html რადგან სურდო, რინიტი გაჭედილობა შეიძლება განსხვავებულად მიმდინარეობდეს, შესაძლოა იყოს სეზონური, რაც დღეისთვის საკმაოდ აქტუალურია (პოლინოზი), ბაქტერიული, ვირუსული რინიტი, და რინიტი გამოწვეული ბანალური გაციებით. აქვალორი შესაძლოა საპროფილაქტიკოდ იყოს გამოყენებული მთელი ეპიდემიური სეზონის განმავლობაში, როგორც პირადი ჰიგიენის საშუალება , ბაქტერიების ვირუსების და ალერგენების ცხვირის ღრუს ლორწოვანიდან ჩამოსარეცხად. ამგვარად ზრვის წყალს გააჩნია უნიკალური სამკურნალო და საპროფილაქტიკო თვისებიბი, საკმარისია გამოვიყენოთ მისი საჭირო ფორმა საჭირო მდგომარეობისას.