თარიღი: 09 მაისი, 2018
სად შეიძლება გავექცეთ ალერგიას ყვავილობის სეზონზე
როდესაც განმეორებით ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ადგილზე ყოფნისას პაციენტებს უვლინდებათ ალერგიის სიმპტომები, რომლებიც უარესდება გარეთ გასვლის დროს, ისინი ხვდებიან, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ მცენარეული ალერგია.
თავისთავად ცხადია, რომ ასეთ დროს პაციენტს სურს გაექცეს იმ მცენარის ყვავილობას, რომლიც მისთვის ალერგიის მიზეზია.
ამისათვის პირველ რიგში საჭიროა ალერგის გამომწვევი მცენარის იდენტიფიცირება, შემდეგ უკვე მცენარეთა გავრცელებისა და კლიმატური თავისებურებების მიხედვით, შესაძლეველია მოიძებნოს ადგილი, რომელიც პაციენტისათვის შედარებით უსაფრთხო იქნება.
ზღვა
ზღვა ეს არის ადგილი, სადაც მცენარეული ალერგიის მქონე პაციენტს შეუძლია თავი შეაფაროს ნებისმიერ დროს. ამისათვის მცენარეული ალერგენების გავრცელების კალენდრისა და ალერგოლოგიური პროგნოზის დახმარებით პაციენტს შეუძლია მისთვის საზიანო მცენარის აყვავებამდე დაგეგმოს კრუიზი და ამ გზით თავი დააღწიოს ალერრგენების ზემოქმედებას.
კუნძულები
ჰაერში მცენარეული მტვრის გავრცელება დამოკიდებულია ქარის სიმძლავრესა და მიმართულებაზე. მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამა თუ იმ კუნძულზე თქვენთვის საზიანო მცენარე, იქ თავის შეფარება შეიძლება ნაწილობრივ უსაფრთხო იყოს თქვენთვის. იმ შემთხვევაში თუკი ქარი კონტინენტიდან უბერავს კუნძულისკენ, მას შუძლია გადმოიტანოს სხვა და სხვა მცენარეთა მტვერი.
სანაპიროები
ყველა სანაპირო ლანდშაფტი ზღვის ნიავის გამო შედარებით თავისუფალია მცენარეული და საყოფაცხოვრებო მტვრისგან, ამიტომ შეიძლება რეკომენდებულ იქნას მცენარეული ალერგიისაგან თავის დასაღწევ ადგილად.
ზოგადად ხმელთშუა ზღვის სანაპიროები ხასაითდებიან მცენარეთა გავრცელების დაბალი რიცხვით, ამიტომ აპრილიდან ივლისის შუა რიცხვებამდე, ისინი შეიძლება განხილულ იქნან მცენარეული ალერგიისაგან თავის დაღწევის ალტერნატიულ ვარიანტად.
შავი ზღვის სანაპიროების შიდა უბნებში ისეთივე მცენარეებია გავრცელებული, როგორიც ცენტრალურ ევროპაში. ზღვის ნიავს შეუძლია მთებიდან გადმოიტანოს და გავრცელოს მათი მტვერი. ამიტომ შავი ზღვის სანაპიროები ხასიათდება მცენარეული მტვრის გავრცელების უფრო მაღალი ხასიხით, ვიდრე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები, თუმცა მაინც შეიძლება რეკომენდებულ იქნას, როგორც შედარებით უსაფრთხო ადგილი მცენარეული ალერგიისაგან თავის დასაღწევად.
მაღალმთიანი უბნები
მცენარეთა მტვრის გავრცელება 2000-ს მეტრს ზემოთ და მითუმეტეს ალპურ ზონაში შედარებით დაბალია. აღსანიშნავია, რომ ბართან შედარებით დაახლოვებით 2 კვირის დაგვიანებით იწყება ერთი და იგივე მცენარის ყვავილობა მთაში და უფრო მალეც მთავრდება. მაგალითად, ბალახების ყვავილობა დაახლოებით 2-3 კვირის მანძილზე გრძელდება, თუმცა შეიძლება საკმაოდ ინტენსიურიც იყოს. ივნისის შუა რიცხვებიდან ალპური ზონა შეიძლება შეთვაზებულ იქნას, როგორც მცენარეული ალერგნებისაგან შედარებით თავისუფალი ადგილი.
უცხო ქვეყნები
რა თქმა უნდა შორეულ ქვეყნებში განსხვავებული მცენარეული საფარია და სხვაგვარია მცენარეთა ყვავილობის კალენდარიც. ამიტომ მოგზაურობა ასეთ ქვეყნებში გაგანთავისუფლებთ ალერგიის სიმპტომებისაგან. თუმცა, მეორეს მხრივ, ასეთ ადგილებში დიდხანს დარჩენის შემთხვევაში, არ ხართ დაზღვეული მცენარეთა ახალი სახეობიბის მიმართ ალერგიის განვითარებისაგან, რაც შეიძლება გამოვლინდეს ერთი ან ორი წლის შემდეგ იმავე დროს იმავე ადგილებში მოხვედრისას.