თარიღი: 11 მაისი, 2018
რა არის ჭექა-ქუხილის ასთმა
ჭექა-ქუხილის ასთმა ეს ასთმის ფორმაა, რომელიც გამოწვეულია მცენარეეების ყვავილობის სეზონზე ჭექა- ქუხილის დროს.
ცივი და თბილი ჰაერის ნაკადის სწრაფი და ძლიერი შერყწმის დროს მცენარეთა მტვერი, რომელებიცც ყვავილობის სეზონზე მაღალი კონცენტრაციითაა გავრცელებული ჰაერის ზედა ფენებში, სწრაფად და ინტენსიურად ჩამოიტანება ჭექა-ქუხილის დროს და წვიმით ჩამოირეცხება ზემოდან ქვემოთ. ატმოსფერული პირობების მკვეთრი ცვლილება, კერძოდ, ჰაერის ტენიანობის ცვლილებები, იწვევს ასევე მცენარეთა მტვრის მარცვლების მდგომარეობის შეცვლასაც. მაღალი ოსმოსური წნევის გამო, წნევა მცენარეთა მტვრის მარცვლებში იზრდება, რაც იწვევს მათ მცირე ნაწილებად დაშლას და შესაბამისად უფრო შეხწევადს ქვედა სასუნთქ გზებში.
მნიშვნელოვანი ფაქტები:
- ჩვეულებრისამებრ, წვიმა მთლიანად ჩამორეცხავს ჰაერიდან მცენარეთა მტვერს, ხოლო ჭექა-ქუხილის დასაწყისში კი მათი კონცენტრაცია პირიქით იზრდება.
- ჭექა-ქუხილის ასთმა უმეტესწილად ვითარდება გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში, როდესაც მცენარეთა მტვრის კონცენტრაცია მაღალია ჰაერში.
- მცენარეული მტვრის მიმართ ალერგიული პაციენტი დაცულია ჭექა-ქუხილის ასთმის განვითარებისაგან, თუკი ის ასეთ დროს იმყოფება დახურულ შენობაში.
- განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან ის პაციენტები, რომელთა ასთმაც არ არის კონტროლირებული და ადეკვატურად ნამკურანლები.
- ჭექა-ქუხილის ასთმა შეიძლება განუვითრდეთ ისეთ პაციენტებსაც კი, რომელთაც აქამდე მხოლოდ რინიტით ან კონიუნქტივით უვლინდებოდათ ალერგია მცენარეთა მტვრის მიმართ და არასოდეს ჰქონიათ ბრონქოსპაზმის მოვლენები