თარიღი: 08 მაისი, 2018
1) მცენარეული ალერგიის გამომწვევი სიმპტომები
იმის მიხედვით თუ რომელი ორგანოა ალერგიის სამიზნე, მცენარეული ალერგია ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:
ცრემლდენა
თვალების ქავილი
თვალების შეშუპება
ცემინება
სურდო
ცხვირის გაჭედვა
ხველა
სუნთქვის გაძნელება
ასევე ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა
დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრულ დატვირთვას ალერგიული დაავადებების კუთხით. მცენარეული ალერგიის განვითრების რისკი განსაკუთრებით იზრდება იმ ბავშვებში, რომელთა ორივე მშობელს აქვთ პოლინოზით (60%).
ასევე მცენარეული ალერგიის მქონე თითქმის ყოველ მესამე პაციენტს აღენიშნება ქავილი და „ჩხვლეტები“ პირის ღრუში სხვა და სხვა ხილისა თუ ბოსტნეულის მირთმევისას. ეს გამოწვეულია ჯვარედინი რეაქციით მცენარეებსა და საკვებს შორის და მას ორალური ალერგიის სინდრომი ან მცენარე-საკვების სინდრომი ეწოდება.