თარიღი: 10 მაისი, 2018
მცენარეული ალერგია
მილიონობით ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით აწუხებს სეზონური ალერგია, მას ასევე „თივის ცხელებას“ უწოდებენ, თუმცა ეს დასახელება არასწორია, რადგან სეზონური ალერგია თივით კი არ არის გამოწვეული, არამედ მცენარის ყვავილის მტვრით. ამიტომ უფრო სწორი იქნება ვილაპარაკოთ პოლინოზზე ანუ მცენარის ყვავილის მტვრისადმი ალერგიაზე.
ყვავილის მტვერი შედგება უმცირესი ზომის მარცვლებისგან. მათი დიამეტრი საშუალოდ 0.05 მმ-ია - რაც იმას ნიშნავს რომ ისინი შეუიარაღებელი თვალისათვის უხილავია. სწორედ ყვავილის ეს მარცვლები შეიცავენ დიდი რეაოდენობით ალერგენულ ცილებს, ანუ იმ ცილებს რომლებსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ.
ალერგიულ პირებს პოლინოზის გამწვავება ეწყებათ მაშინ, როცა ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია მიაღწევს გარკვეულ ზღვრულ დონეს და გამოიწვევს იმუნური სისტემის აქტივაციას. რაც უფრო მაღალ კონცენტრაციას აღწევს მით მეტია ალერგიული სიმპტომების განვითარების რისკი.