Plasmon
ყოველკვირეული პროგნოზი

თარიღი: 06 აგვისტო, 2018

26.02.2024-3.03.2024

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ტემპერატურის მერყეობა, პერიოდულად წვიმა და ქარიანი ამინდი.

თხილის (Corylus) მტვრის მარცვლები დაბალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.

მურყანის (Alnus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.

ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის, კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და საშუალო მაჩვენებლით დაფიქსირდება.

სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.