როგორ აღვადგინოთ ძალები ვირუსული დაავადებების შემდგომ?
თარიღი: 20/09/2021
სერიოზულად მიუდექით მკურნალი ექიმის რეკომენდაციენს
დაიცავით მკურნალი ექიმის ყველა რეკომენდაცია და დანიშნულება. თუ თქვენთვის დანიშნულია ფიზიოთერაპია ან სხვა პროცედურები — ნუ გამოტოვებთ სეანსებს. დაავადებასთან გამკლავების შემდეგ, ჩვენ რაც შეიძლება შორს გვინდა დავიჭიროთ თავი სამედიცინო დაწესებულებისგან. მაგრამ გახსოვდეთ, რომ იმაზე, თუ რამდენად ზედმიწევნით ასრულებთ რეკომენდაციებს, დამოკიდებულია თქვენი ჯანმრთელობა.
კვების რაციონში შეიყვანეთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტები
უჯრედისი ჩვენი იმუნიტეტის საკვებს წარმოადგენს. დაუფიქრებლად შეიყვანეთ რაციონში უჯრედისით მდიდარი პროდუქტები (თავხვეული კომბოსტო, ავოკადო, კიშმიში, გარგრის ჩირი, თეთრი პური, ლობიო, ხორბლის ქატო).
შეარჩიეთ საჭირო ვიტამინები ან მედიკამენტები
ვირუსული დაავადების შემდეგ ორგანიზმში შეინიშნება ვიტამინების ნაკლებობა. შეარჩიეთ თქვენთვის საჭირო ვიტამინები, რათა შეავსოთ მათი ნაკლებობა, მაგალითად: С ვიტამინი ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, D ვიტამინი სასარგებლოა ძვლებისა და კბილებისთვის, A ვიტამინი კი მხედველობას აუმჯობესებს.
ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობს შრომისუნარიანობის აღდგენასა და შენარჩუნებას. მსგავს პრეპარატად შეიძლება გახდეს "მილდრონატ 250 მგ კაფსულებში", რომელიც დაგეხმარებათ ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის გაზრდაში, ასევე გააუმჯობესებს მეხსიერებას.
ნუ იტყვით უარს სიამოვნებაზე
მიირთვით თქვენი საყვარელი ტკბილეული — არ იდარდოთ კალორიებზე. წადით საყვარელი შემსრულებლის კონცერტზე ან გაემგზავრეთ საინტერესო ექსკურსიაზე — არ დაიშუროთ დრო.
იყავით ცოტათი უფრო კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ — ნუ იტყვით უარს სიამოვნებაზე, ეს ხომ ძალზე სასიკეთოდ
იმოქმედებს თქვენს გუნება-განწყობაზე.
უთხარით «უარი» დამატებით დატვირთვას
ვირუსული დაავადების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი — რთული პერიოდია თქვენთვის, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. არ გირჩევთ ამ დროს მკაცრი დიეტის დაცვას, სპორტის ექსტრემალურ სახეობებში ჩართულობას, დამატებითი სამუშაოს აღებას და ა.შ.
შეიყვარეთ სპორტი
ზემოთ ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ რეაბილიტაციის დროს თავი უნდა მოვარიდოთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს, თუმცა არაფერი გიშლით ხელს იმაში რომ დილის სირბილი დაიწყოთ, გაისეირნოთ ველოსიპედით, ან კიდე, ჩაეწეროთ აუზში. ეს და სხვა მსგავსი სპორტული აქტივობები, დაგეხმარებათ ტონუსში შეინარჩუნოთ ორგანიზმი და უამრავ სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოგანიჭებთ.
იყავით ახლობლების და მეგობრების წრეში
ცნობილი ანდაზა გვეუბნება: «სახლში კედლებიც კი მკურნალია». ხოლო თუ სახლში არა მხოლოდ მშობლიური კედლებია, არამედ ახლო ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან მხარში ამოგიდგეთ, აღდგენის პროცესი უფრო ადვილი და უმტკივნეულო ხდება. მეგობრებს და ახლობლებს გულწრფელად უყვარხართ და ისინი არ დაიშურებენ თქვენთვის მზრუნველობასა და ყურადღებას — ეს კი ახლა სწორედ ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ.
დაისახეთ ახალი მიზანი
კარგი იქნება, თუ თქვენს ცხოვრებაში ახალი საინტერესო საქმე გაჩნდება, რომელსაც თქვენ დროს დაუთმობთ: წაიყვანეთ ბლოგი, ჩაეწერეთ კულინარიულ კურსებზე, დაეუფლეთ პროგრამირების საწყისებს — არჩევანი დამოკიდებულია თქვენს სურვილებსა და უპირატესობებზე.
ახალი მიზანი დაგეხმარებათ ცხოვრება უფრო სრულყოფილი და საინტერესო გახადოთ, მისი წყალობით რეაბილიტაციის პერიოდი აღარ მოგეჩვენებათ არასასიამოვნო მოვლენად.
თუ იქნებით აქტიურები, არ უგულველყოფთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ერთი სიტყვით, იხელმძღვანელებთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევებით, შეძლებთ ძალიან სწრაფად აღადგინოთ ძალები ვირუსული დაავადების შემდეგ