Plasmon
ქოლდკრემი - ველედა / Coldcream
  • აღწერა: სიცივისაგან დამცავი კრემი
  • მოცულობა: 30 გრ
  • დანიშნულება: მშრალი და ძალიან მშრალი კანის მოვლის საშუალებები

მშრალი, ძალიან მშრალი და დაზიანებული კანი

კანის ინტენსიური მოვლა და დაცვა ექსტრემალურ პირობებში.

ქოლდკრემი ყინვისა და ქარისგან იცავს კანს. ასევე გამოიყენება როგორც სასწრაფო დახმარება უამინდობისგან და მზის სხივებისგან გამომშრალი, აქერცლილი, დაჭიმული და გაუხეშებული კანის აღსადგენად. ფუტკრის ცვილი კანის ბუნებრივ ლიპიდურ გარსს აძლიერებს და ამით კანს გამოშრობისგან იცავს. მცენარეული ზეთები ინტენსიურად კვებავს, არბილებს და მოქნილობას უბრუნებს მშრალ და დაზიანებულ კანს.  კრემი შეგიძლიათ დილა საღამოს წაისვათ ან გაიკეთოთ ნიღაბი.

ქოლდკრემი ანტიკურ ხანაში ბერძენმა ექიმის, გალენის მიერ  შექმნილი კრემის ანალოგია, რომელიც  არ შეიცავს სპირტსა და მცენარეულ ექსტრაქტებს. მხოლოდ ფუტკრის ცვილსა და მცენარეული ზეთებზეა დამზადებული და კანზე  სიგრილის შეგრძნებას იწვევს. 

სად შევიძინოთ?