Plasmon
მოლუტრექსი / MOLUTREX
  • აღწერა: კონტაგიოზური მოლუსკის სამკურნალო ხსნარი
  • მოცულობა: 3 მლ
  • დანიშნულება: კონტაგიოზური მოლუსკის სამკურნალო საშუალებები

მოლუტრექსი იწვევს კონტაგიოზური მოლუსკის ვირუსის მემბრანის ცილებისა და ლიპიდების დესტრუქციას, რის შედეგადაც გამოთავისუფლდება ვირუსი და ვითარდება ადგილობრივი ანთებითი რეაქცია. საბოლოოდ კი ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა ბუნებრივად, თვითონ ანადგურებს ვირუსს.

ჩვენება:

კონტაგიოზური მოლუსკი.

შემადგენლობა:

კალიუმის ჰიდროქსიდის (KOH) 5% -იანი ხსნარი

გამოყენების წესი:

სხნარი გამოიყენება მხოლოდ კონტაგიოზური მოლუსკით დაავადებულ კერაზე. სხნარში დასველებული წკირი ფრთხილად წაუსვით კერაზე და დატოვეთ გასაშრობად. ერთი და იგივე უბანზე გამოიყენეთ რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ არ განვითარდება ადგილობრივი ანთებითი რეაქცია (4-დან 10 დღემდე, საშუალოდ 6 დღე) გამოიყენება დღეში 2-ჯერ. დილა- საღამოს.

 

MOLUTREX არ გამოიყენება:

3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ლორწოვან გარსზე და თვალის ირგვლივ.

კალიუმის ჰიდროქსიდის მიმართ ალერგიის შემთხვევაში.

ანთებით კონტაგიოზურ მოლუსკზე, მეჭეჭზე, ხალზე ან კანის სხვა ტიპის წანაზარდებზე.

ერთი და იგივე კერაზე 14 დღეზე მეტ ხანს.

გაფრთხილება:

ხსნარი უნდა წაისვათ მხოლოდ კონტაგიოზური მოლუსკით დაზიანებულ კერაზე, მაგრამ არა ანთების პერიოდში.

არ არის რეკომენდებული სხნარის გამოყენება პაციენტებში:
მწვავე ატოპიური ეგზემით.
იმუნური სისტემის დეფიციტით.
მეძუძურ დედებში სხეულის იმ ნაწილებზე, რომელიც შეიძლება კონტაქტში მოხვდეს ბავშვთან.
ჯანსაღ კანზე მოხვედრისას ჩამოიბანეთ წყლით. თვალში მოხვედრისას ჩამოიბანეთ წყლით და მიმართეთ ექიმს. თითებზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ დაიბანეთ ხელები და მოარიდეთ თვალის გარშემო ლორწოვან გარსს.

გვერდითი მოვლენები:

შეიძლება გამოიწვიოს სხვა და სხვა ხარისხის არასასურველი მოვლენები, ძირითადად წვის შეგრძნება და გარდამავალი გაღიზიანება.

კონტაგიოზური მოლუსკის გაქრობის ადგილზე შეიძლება გაჩნდეს ჰიპერ ან ჰიპოპიგმენტაცია, რაც სპონტანურად გაქრება.

 

პროდუქტი უნდა გამოიყენოთ გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში.