მოლეკულური დიაგნოსტიკა საქართველო დაფუძნებულ იქნა 2013 წელს, იმ იდეით რომ შექმნილიყო ექიმების, მეცნიერების და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების, ასევე მწარმოებლებისა და სადიაგნოსტიკო პროდუქციის დისტრიბუტორების კარგად ორგანიზებული ქსელი.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მხოლოდ ექსპერტიზის ასეთი კომბინაცია შეძლებს ბიოლოგიურ მეცდინერებათა უახლესი აღმოჩენების, ინჟინერიის და მედიცინის გადაყვანას ბევრად დახვეწილ და მოწინავე ბიომოლეკულურ ანალიტიკაში, ოპტიმიზირებულ დიაგნოსტიკურ პროცედურებში და ინოვაციურ მკურნალობაში. რაც შემოთავაზებული იქნება საქართველოში.
ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანია შევიმუშავოთ და დავნერგოდ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სადიაგნოსტიკო პროცედურები. რაც მოგვცემს ოპტიმალური თერაპიული ინტერვენციის საშუალებას, რითაც მოხდება დაავადების ადრეულ სტადიაზე პროგრესირების შეჩერება. მნიშვნელოვნად, ჩვენი მუდმივი მიზანია უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის სადიაგნოსტიკო პროდუქტების წარმოება და დავაფუძნოთ თანამედროვე სადიაგნოსტიკო სერვისები ოპტიმალურ ფასებში. რაც გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურეობას ნაკლებად პრივილეგირებული პაციენტებისთვის.