აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი წარმოადგენს მრავალპროფილიან, სპეციალიზებულ, კლინიკურ სტაციონარს, რომელიც გაშლილია 150 საწოლზე. მასში ფუნქციონირებს:
თერაპიული (40 საწ.), ქირურგიული (40 საწ.), გინეკოლოგიური (20 საწ.), პედიატრიული (40 საწ.) რეანიმაციული (10 საწ.) და მიმღებ-პოლიკლინიკური განყოფილებები. მაღალკვალიფიციური ბაქტერიოლოგიური, კლინიკური და იმუნოლოგიური ლაბორატორიები.
ტრანსფუზიოლოგიისა და ექსტრაკორპორალური დეტოქსიკაციის, ულტრასონოგრაფიისა და ენდოსკოპიის, ჰიპერბარული ოქსიგენაციის (ბაროკამერა), ლაზეროთერაპიის, ფუნქციონალური დიაგნოსტიკის, რენტგენოლოგიური, სისხლძარღვთა ქირურგიის, ელექტროაკუპუნქტურის, თერაპიული მასაჟის და სტომატოლოგიური კაბინეტები; ვიწრო სპეციალისტები - ტრავმატოლოგი, ნევროპათოლოგი, ოტოლარინგოლოგი, ეპიდემიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ინფექციონისტ-იმუნოლოგი და ფთიზიატრი.
ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ექიმთა ასოციაცია 'სეფსისი' და ანტიბიოტიკთა რაციონალური გამოყენების მსოფლიო ალიანსი APUA.
ცენტრი უნიკალურია იმდენად, რამდენადაც აქ მკურნალობენ, არა მარტო სეფსისით დაავადებულ, არამედ ჩირქოვან-ანთებადი დაავადებებით პაციენტებსაც, რომელთა დაგვიანებული ან არასათანადო მკურნალობა იწვევს სეფსისის განვითარებას. ცენტრში უცნობი ეტიოლოგიის ცხელების ან სეფსისზე საეჭვო დიაგნოზით შემოსულ პაციენტებიდან საბოლოოდ სეფსისის დიაგნოზი უდასტურდება მხოლოდ 1/4 –ს, ნახევარს აქვს ჩირქოვან-ანთებითი ან გენერალიზებული ინფექციური დაავადებები, დანარჩენს კი სხვა დაავადებები და დროულად გადაეცემათ შესაბამის სპეციალისტებს.