გამა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოდადოება 'გამა' წარმოადგენს ა.შ.შ-საქართველოს ერთობლივ ფარმაცევტულ კომპანიას.ჩვენი მისიაა შევქმნათ მაღალი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქცია როგორც საქართველოს მოსახლეობისათვის, ისე სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის, ევროპის და აფრიკის ქვეყნებში ექსპორტისათვისაც. კომპანია ახორციელებს მაღალი ხარისხის მედიკამენტის დამზადებისთვის საჭირო აქტიური სუბსტანციების იმპორტს პირდაპირ გერმანიის, ჩინეთის, ესპანეთის და ინდოეთის მწარმოებლებისაგან. იმპორტული ნედლეულის ადგილობრივად წარმოებულ არააქტიურ ნივთიერებებთან შერევის საფუძველზე შექმნილი მზა პროდუქცია კი მზადაა საბითუმო და საცალო ქსელში გასასვლელად. 'გამა' აწარმოებს მედიკამენტების მყარ ფორმებს, ანუ ტაბლეტებს და კაფსულებს, რომელთა მომხმარებლისთვის გაცნობა ხორციელდება გაყიდვების სფეროში მომუშავე ჯგუფის მიერ.ადგილობრივ ბაზარზე ოპერირების 15 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ 'გამას' პროდუქცია ხარისხიანი მედიკამენტის სინონიმად იქცა. 'გამა' დაარსდა 1993 წელს და იყო დამოუკიდებლობამოპოვებული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ფარმკომიტეტში დარეგისტრირებული პირველი ფარმაცევტული საწარმო. დღესდღეობით 'გამას' საქმიანობას წარმოადგენს წარმოება, რეგისტრაციების და ლიცენზიების მოპოვება, მარკეტინგული სტრატეგიის გამომუშავება, გაყიდვები და დისტრიბუტორებთან ურთიერთობა როგორც ადგილობრივად, ისე უცხოეთში. საწარმოში 36 ადამიანია დასაქმებული. ჩვენ ვაწარმოებთ როგორც საკუთარ ბრენდ მედიკამენტებს, ასევე ვმუშაობთ ჩვენს დიდი ხნის პარტნიორებთან კონტრაქტის საფუძველზე მიღებული დაკვეთების მიმართულებითაც, ე.წ. 'CONTRACT MANUFACTURING' ზე. ჩვენი ნედლეულის მომწოდებლები არიან სექტორში მოღვაწე წამყვანი კომპანიები, რომლებიც ასევე აღიარებენ GMP და IშO 9001 სტანდარტებს.'გამა' ფუნქციონირებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ყველა ძირითადი რეგულაციების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. ყველა წარმოებული მედიკამენტი რეგისტრირებულია ფარმკომიტეტის მიერ. დამატებით, როგორც წარმოების ბიზნესში ჩართულ კომპანიას, 'გამას' აქვს ყველა საჭირო ლოცენზია და ნებართვა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან. 'გამას' საკონსულტაციო მომსახურებას სხვადასხვა დროს უწევდნენ წამყვანი კომპანიები : 'საერთაშორისო აღმასრულებელი სერვისის კორპუსი'(The International Executive Service Corps-IESC), 'TUV' 'საერთაშორისო მენეჯმენტის სისტემები' და 'SABIT'-ი.