Plasmon
რკინის ფარული დეფიციტი - ჰემოგლობინი ნორმაშია, შეიმოწმეთ ფერიტინი!

თარიღი: 17 ივლისი, 2023

მსოფ­ლი­ო­ში 2 მი­ლი­არ­დამ­დე ადა­მი­ა­ნი არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ანე­მი­ით. აქე­დან 80-90%-ს შე­ად­გენს რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია(რდა).

 

კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის ჰე­მა­ტო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სორ ლე­ვან მა­ხალ­დი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ადა­მი­ა­ნი ცხო­ველ­მყო­ფე­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო რკი­ნას იღებს საკ­ვე­ბი­დან, ხოლო რკი­ნის დე­ფი­ცი­ტი ვი­თარ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ირ­ღვე­ვა ბა­ლან­სი მი­ღე­ბულ­სა და და­კარ­გულ რკი­ნას შო­რის. ლე­ვან მა­ხალ­დი­ა­ნი ამ პრობ­ლე­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა.

 

არ­სე­ბობს მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რო­დე­საც მო­თხოვ­ნი­ლე­ბა რკი­ნა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ქა­ლებ­ში ეს მდგო­მა­რე­ო­ბე­ბია: 

• რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კი, რო­დე­საც აღი­ნიშ­ნე­ბა ჭარ­ბი, გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი მენსტრუ­ა­ცია და სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით გა­მოწ­ვე­უ­ლი სის­ხლდე­ნე­ბი საშ­ვი­ლოს­ნო­დან;

• ორ­სუ­ლო­ბა-ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი;


რდა არა მარ­ტო ქა­ლებ­შია ხში­რი, ზო­გად პო­პუ­ლა­ცი­ა­ში მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბია: 

• სხვა­დას­ხვა სა­ხის სის­ხლდე­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად, კუჭ-ნაწ­ლა­ვი­დან, ბუ­ა­სი­ლის კვან­ძე­ბი­დან და სხვა;

• რკი­ნის შე­წო­ვის დარ­ღვე­ვა - ჰიპო და ანა­ცი­დუ­რი გას­ტრი­ტი, ენ­ტე­რი­ტე­ბი;

• გაზ­რდი­ლი გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა;

• ბავ­შვებ­ში აქ­ტი­უ­რი ზრდის პე­რი­ო­დი;

• არა­საკ­მა­რის და არას­რულ­ფა­სო­ვან კვე­ბა, მათ შო­რის - ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლო­ბა, რად­გან რკი­ნის ძი­რი­თა­დი წყა­რო ადა­მი­ა­ნის­თვის წი­თე­ლი ხორ­ცია.

ეს მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ რკი­ნის მა­რა­გის ნელ-ნელა შემ­ცი­რე­ბას ორ­გა­ნიზ­მში. თავ­და­პირ­ვე­ლად ვი­თარ­დე­ბა რკი­ნის ლა­ტენ­ტუ­რი დე­ფი­ცი­ტი, რო­დე­საც ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი ჯერ კი­დევ ნორ­მა­შია, თუმ­ცა დეპო-ორ­გა­ნო­ებ­ში რკი­ნის მა­რა­გი ძა­ლი­ან შემ­ცი­რე­ბუ­ლია. რკი­ნის ლა­ტენ­ტუ­რი დე­ფი­ცი­ტის ეტაპ­ზე უკვე ვლინ­დე­ბა ის სიმპტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც რდა-ს ახა­სი­ა­თებს:

 

• იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბა - ადა­მი­ა­ნი ად­ვი­ლად და ხში­რად ავად­დე­ბა სხვა­დას­ხვა ვირუ­სუ­ლი და ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით. რკი­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გას­წო­რე­ბის შემ­დეგ იმუ­ნი­ტე­ტიც აღ­დგე­ბა;

• კა­ნის სიმ­შრა­ლე, სი­ფერ­მკრთა­ლე, სი­სუს­ტე, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, ად­ვი­ლად დაღ­ლა, თავ­ბრუს­ხვე­ვა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ემო­ცი­უ­რი ლა­ბი­ლო­ბა-ად­ვი­ლად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბა; შეკ­რუ­ლო­ბა, ან პი­რი­ქით-დი­ა­რეა; ყლაპ­ვის გაძ­ნე­ლე­ბა, ტა­ქი­კარ­დია, ქო­ში­ნი, მიკ­რო­ცი­რუ­ლა­ცი­ის მოშ­ლა-გა­ყი­ნუ­ლი კი­დუ­რე­ბი;

• ფრჩხი­ლე­ბის მტვრე­ვა და თმის ცვე­ნა ის მი­ზე­ზია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე შე­სამ­ჩნე­ვი და შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და უფრო მე­ტად იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას;

• ასე­ვე, რდა იწ­ვევს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის დის­ფუნ­ქცი­ას და ორ­სუ­ლო­ბა-მშო­ბი­ა­რო­ბის გარ­თუ­ლე­ბებს.

ეს სიმპტო­მე­ბი უფრო ხში­რად შე­უმ­ჩნევ­ლად ვი­თარ­დე­ბა და ადა­მი­ა­ნი ისე ეჩ­ვე­ვა ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის ნელ-ნელა გა­უ­ა­რე­სე­ბას, რომ ხში­რად ვერც აც­ნო­ბი­ე­რებს ამას.

 

ამი­ტომ, რკი­ნის დე­ფი­ციტ­ზე ეჭ­ვის გა­ჩე­ნი­სას უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ მხო­ლოდ პე­რი­ფე­რი­უ­ლი სის­ხლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა (სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი) ზოგ შემ­თხვე­ვა­ში არ არის საკ­მა­რი­სი, სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბით შემ­დე­გი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა: ფე­რი­ტი­ნი, რკი­ნა , სა­ერ­თო რკი­ნის შე­კავ­ში­რე­ბის უნა­რი, ტრანსფე­რი­ნი, ტრანსფე­რი­ნის სა­ტუ­რა­ცია, რომ არ გა­მოგ­ვე­პა­როს რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

 

და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია ის, რომ რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია სრუ­ლად იკურ­ნე­ბა. მთა­ვა­რია მისი დრო­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნა, მთა­ვა­რი მი­ზე­ზის აღ­მო­ფხვრა (მაგ: ჭარ­ბის სის­ხლდე­ნა მენსტრუ­ა­ცი­ის დროს) და ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა.

 

რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მი­ის და რკი­ნის ფა­რუ­ლი დე­ფი­ცი­ტის მკურ­ნა­ლო­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის­თვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა უნ­გრუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლე­სი.

 

სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლესს გა­მო­არ­ჩევს მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი: 

• სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლე­სით მკურ­ნა­ლო­ბის ფონ­ზე შე­დეგს ვი­ღებთ ძა­ლი­ან სწრა­ფად, რად­გან მისი თი­თო­ე­უ­ლი ტაბ­ლე­ტი შე­ი­ცავს რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით რკი­ნას და უკე­თე­სი შე­წო­ვი­სათ­ვის და­მა­ტე­ბუ­ლი აქვს ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვა;

• აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლე­სის თითო ტაბ­ლე­ტის მი­ღე­ბა დღე­ში ორ­ჯერ უზ­რუნ­ველ­ყოფს რკი­ნის დე­ფი­ცი­ტი­სა­გან სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას;

• სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლე­სი დამ­ზა­დე­ბუ­ლია უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით - რკი­ნა ტაბ­ლე­ტი­დან გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა თან­და­თა­ნო­ბით, 6 სა­ა­თის მან­ძილ­ზე, ეს კი თა­ვი­დან გვა­ცი­ლებს რკი­ნის ერ­თბა­შად და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მოხ­ვედ­რას კუ­ჭის ლორ­წო­ვან გარსზე, ამ­ცი­რებს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და გა­ნა­პი­რო­ბებს პრე­პა­რა­ტის კარგ ამ­ტა­ნო­ბას.

შე­სა­ბა­მი­სად, სორ­ბი­ფე­რით მკურ­ნა­ლო­ბა არის მა­ღა­ლე­ფექ­ტუ­რი და უსაფრ­თხო.

 

სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლე­სით მკურ­ნა­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ფა­სის და ხა­რის­ხის სა­უ­კე­თე­სო კომ­ბი­ნა­ცი­ას პა­ცი­ენ­ტის სა­სარ­გებ­ლოდ!

 

• რკი­ნის ფა­რუ­ლი დე­ფი­ცი­ტის დროს მი­ი­ღეთ სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლე­სი 1 ტაბ 1-ჯერ დღე­ში;

• რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მი­ის დროს-1 ტაბ 2-ჯერ დღე­ში.

მკურ­ნა­ლო­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს რკი­ნის დე­პოს სრულ შევ­სე­ბამ­დე (შრა­ტის რკი­ნი­სა და ფე­რი­ტი­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის აღ­დგე­ნამ­დე).